შოთა ნიშნიანიძე

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი , უნიჭიერესი და  საზოგადო მოღვაწე შოთა ნიშნიანიძე. ქართველი პოეტი, რომელმაც უამრავი ლექსები დაგვიტოვა , და ეს მე ძალიან მახარებს . ქვემოთ ასახული იქნება მისი ცნობები ცხოვრების შესახებ და ფოტო მასალები . ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი .

შოთა ნიშნიანიძე (დ. 18 მარტი1929თბილისი – გ. 1999), ქართველი პოეტი.

სწავლობდა ვაჟთა 37-ე სკოლაში. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.

მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გამოუქვეყნებია.

1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.

1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.

1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-82 წლებში -ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “საუნჯეს”.

მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული “მე და შენ” გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.

შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ხარი

აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,
სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა,საცერა თვალები!

წარმართმა გხატე კლდეებზე, ათასმისნური ქარაგმით
და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.

ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი
და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრბის ჭაპანი.

აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,
რომ ქართველს აბჯარ გაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.

სისხლს ღვრიდნენ გუთნის დედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,
გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.

ჩემო ერთგულო წიქარა, ჩემო უთქმელო ღვინია,
უხსოვარ დროდან თქვენს პატრონს მიქვითინ-მიღიღინია.

აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,
საწყალობელად ბღაოდი, როგორც მოხუცი მამაო.

ცხადში ხო მყავდი მეგობრად შემშველებიხარ ზღაპარშიც,
ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.

ფერზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,
დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში.

ძეობა იყო-გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,
ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.

ქორწილი იყო…

ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.

ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით…
დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები…

გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა
ხარივით მსმელი ვაჟკაცი-ხარითვალა და ხარქედა.

ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა-ხარივით გამწევი, მამულის გასახარისად.

ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი.
ჩემი პატარა ქვეყბისთვის მეც ვიყო ხარისოდენი.

ორშაბათს გოგონა გვიცანი

ორშაბათს გოგონა გვიცანი
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი,
ოთხშაბათს წერილი გაუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი აუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევ პასუხი მომივიდა
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა,
თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი
ჰოდა თავის მოკვლაც დავაპირე.
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო.
ელვამ დამიარა კოჭებამდი
დილა მშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვებედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი არ უღმერთოს მგალობელი.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. wikipedia.org

6 thoughts on “შოთა ნიშნიანიძე

  1. martla genialuri pirovnebaa 🙂 dzalian momewonaaaaaa 🙂 sheni blogi dzalian momwons da yoveldge maoceb sheni axali ideebit 🙂 ase gaagrdzele 🙂 dzalian kaia 🙂 yochaaaaax 🙂

Leave a comment