ნიკო გომელაური

დღეს გადავწყვიტე ,  შემომეთავაზებინა   ქართველი მსახიობის, პოეტის და  ცნობილი ადამიანის ბიოგრაფია ნიკო გომელაური . ჩემი ერთ-ერთი საყვარელი  პოეტი და  უნიჩიერესი ადამიანი , მისგან მხოლოდ კარგი ლექსები შემოგვრჩა სამწუხაროდ. საწყენია, რომ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აქცევენ ადამიანს ყურადღებას,ასეთ ბუმბერაზ ადამიანს.იმედია ჩემი დადებული იმფორმაცია თქვენთვის საინტერესო იქნება.

ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური (დ. 12 ივლისი, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 13 აპრილი, 2010, თბილისი, საქართველო) — ქართველიმსახიობი და პოეტი.

1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.

2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო[. გარდაიცვალა 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო… აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.

როგორც  ნიკო იტყოდა, ,,ჩემი მუზა ნინა” ეს ლექსიც მას ეძღვნება.

წყარო: 1.www.google.ge

2. http://www.youtube.com
3. wigni .

12 -მიზეზი იმისთვის, რომ არასდროს დანებდეთ

12 მიზეზი იმისთვის, რომ არასდროს დანებდეთ

თითოეულ ჩვენგანს  რაღაც მომენტში ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში გვიდგება პერიოდი, როცა ვგრძნობთ თავს ისე, თითქოს ვნებდებით.
აქ შეგროვილია 12 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დანებდეთ არასოდეს, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ იპოვით თქვენს მიზეზს უფრო ადრე, ვიდრე წინასწარ დანებდებით და ეს შთაგაგონებთ იმისთვის, რომ წინ იაროთ.

1. სანამ ცოცხალი ხართ ყველაფერი შესაძლებელია
ერთადერთი პატივსაცემი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება დანებდეთ არის თქვენი სიკვდილი. იქამდე სანამ ცოცხალი ხართ(ჯანმრთელი და თავისუფალი), თქვენ გაქვთ არჩევანი, რომ გქონდეთ მცდელობები საბოლოო წარმატებამდე.

2. იყავით რეალისტი
რამის ათვისების შესაძლებლობა პირველივე ჯერზე ძალიან მცირეა, თქვენ დაუშვებთ შეცდომებსაც. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.

 

3. თქვენ ძლიერი ხართ
თქვენ უფრო ძლიერი ხართ ვიდრე გგონიათ. ერთი პატარა წარუმატებლობა არ არის საკმარისი, რომ შეჩერდეთ თქვენი წარმატების მიღწევის პროცესში, არ არის საკმარისი ასევე 10, 100 და 1000 წარუმატებლობაც.

4. გამოავლინეთ საკუთარი თავი
თუ თქვენ არ გინდათ იყოთ ცნობილი, როგორც ვიღაც სხვა, ეს სისუსტეა და მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ნებდებით. გამოდით და აჩვენეთ საკუთარი თავი მსოფლიოს, ასევე საკუთარ თავსაც. თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ იმასაც, რის გაკეთებასაც აპირებდით. თქვენ განიცდით წარუმატებლობას მხოლოდ მაშინ, როცა ნებდებით.

5.  კეთდებოდა ეს ადრე?
თუ ვინმე სხვამ შეძლო ამის გაკეთება, თქვენც შეძლებთ. მაშინაც კი თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გსურთ თქვენ. ეს უნდა იყოს საკმარისი მიზეზი თქვენთვის, რომ არასოდეს დანებდეთ.

6. გჯეროდეთ თქვენი ოცნებების
ნუ უღალატებთ საკუთარ თავს. ცხოვრებაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც გვეუბნება, რომ გვინდა შეუძლებლის მიღწევა. არავის არ მისცეთ უფლება დაგინგრიოთ ოცნებები.

7. თქვენი ოჯახი და მეგობრები
უფლება მიეცით ადამიანებს, რომლებიც გიყვართ, გახდნენ თქვენი შთამაგონებლები იმაში, რომ გააგრძელოთ წინსვლა. შეიძლებ მოგიწიოთ შეხედოთ რამეს სხვა კუთხიდან, მეტი ისწავლოთ, მეტი პრაქტიკა მიიღოთ, მაგრამ არასოდეს დანებდეთ.

8. არიან ადამიანები, ვინც უარეს სიტუაციაშია ვიდრე თქვენ
სწორედ ახლა არის ბევრი ადამიანი, ვინც გაცილებით  უარეს სიტუაციაში პირობებშია, ვიდრე თქვენ ახლა. გინდოდათ უარი გეთქვათ 5 კილომეტრის გარბენაზე? იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სიარული და იმაზე, თუ რა ბევრს მისცემდნენ იმისთვის, რომ შესძლებოდათ 5 კილომეტრის გარბენა ყოველ დღე.

9. გააუმჯობესეთ ჩვენი სამყარო
როცა მიაღწევთ ყველაფერს, რისი მიღწევაც გსურდათ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი წარმატება, რომ შეცვალოთ რამე მსოფლიოსთვის ან სხვა ადამიანებისთვის.

10. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას
არასოდეს არ მისცეთ არავის უფლება გითხრათ საწინააღმდეგო. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და წარმატებას. შეინარჩუნეთ ეს განწყობა და არასოდეს დანებდეთ, სანამ არ მიაღწევთ დანიშნულების ადგილამდე.

11. შთააგონეთ სხვები
იყავით შთაგონების წყარო სხვებისთვის, არ დანებდეთ. ვინ იცის, რას შეიძლება მიაღწიოს ვინმე სხვამ იმის გამო, რომ თქვენ არ ნებდებით არასოდეს და ამითი შთააგონებთ სხვებს იმისთვის რომ არ დანებდნენ.

12. თქვენ უკვე ისე ახლოს ხართ
ნაწილობრივ, როცა გრძნობთ რომ გინდათ დანებდეთ, თქვენ ხართ ახლოს იმასთან, რომ გქონდეთ დიდი წინსვლა. ნებისმიერ მომენტში თქვენ მუდამ წარმატებას გაშორებთ მხოლოდ ერთი პაწაწინა  თმის ღერი.

კვების დრო

კვების დრო

ჩემი აზრით ,ჯანმრთელობისთვის, სილამაზისთვის და წონის კლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანი რას
და რამდენს ჭამს,მაგრამ ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვების დროს და ინტერვალებს ყოველ საკვკების მიღებას შორის.
დღეს ეს თემა ძალიან აქტუალურია , საზოგადოების უმეტესი ნაწილი ებძვის ამ პრობლემეს და ამიტომ, გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ეს იმფორმაცია.

სასურველია ადამიანმა დღის განმავლობაში ჭამოს 3-4 საათში ერთხელ.  4 -ჯერ მცირე ულუფებით. ან სამი კვება(საშუალო) + 1 წახემსება.  კვების ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია ადამიანის ჰორმონული ბალანსის შენარჩუნებისთვის (ლეპტინი, ადიპონექტინი) რომლებიც მადის ცენტრზე მოქმედებენ და იცავენ ორგანიზმს გადამეტებული კვებისგან. ასეთი რეჟიმით რეგულირდება ინსულინის გამოყოფაც.

სასურველია კვება გაღვიძებიდან პირველი 1 საათის განმავლობაში.   ამ შემთხვევაში ადამიანის მეტაბოლიზმის სტიმულირება ხდება სათანადოდ, ადვილად იწვის კალორიები. დღეისთვის კვლევები მიუთითებს იმას, რომ საუზმის გამოტოვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია დაუბალანსებელი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებაში და გადაჭარბებით კვებაში. საუზმის გამოტოვება ასევე ზრდის ადამიანში სტრესული ჰორმონების დონეს.

ყოველ ადამიანს დღის განმავლობაში გარკვეული ოდენობით კალორიები ესაჭიროება.  კალორიების ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: ასაკზე, სქესზე, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ აქტიურობაზე, დაავადების არსებობაზე, საკვების შემადგენლობაზე და წამლებზე, რომელსაც შეიძლება მოიხმარდეს.   მაგალითისთვის რომ ვთქვათ ამერიკული გაიდლაინების მიხედვით: 25 წლის მამაკაცს  168 სმ სიმაღლის,  63 კილოს პირობებში (სხეულის მასის ინდექსი 22), რომელიც ფიზიკურად მსუბუქად მაგრამ მაინც აქტიურია ესაჭიროება  2500 კილო კალორია დღის განმავლობაში.  მაგ. ქალი:  160 სმ; 48 კილო (სხეულის მასის ინდექსი 18,8) ინერტული ცხოვრების წესით ესაჭიროება  1800 კალორიამდე საშუალოდ.  ეს რიცხვები მრავალი ფაქტორის მიხედვით ვარირებს.

ფიზიოლოგიური ფაქტორები: ორგანიზმის ზრდა მოითხოვს მეტი კალორიის მიღებას, ორსულობის დროს კალორიების საჭიროება მცირედით იმატებს, ასევე ლაქტაციის დროს ენერგიაა საჭირო რძის პროდუქციისთვის.  ენერგიის საჭიროება კლებულობს სხეულის მასის შემცირებასთან ერთად. ანუ რაც მეტს იკლებს ადამიანი წონაში, მით ნაკლები კალორია სჭირდება.  ასევე ნაკლები კალორიაა საჭირო  ასაკის მატებასთან ერთად, ეს როგორც წესი ჯანმრთელობის და ფიზიკური აქტივობის დაქვეითებასთან არის ასოცირებული.  კალორიების საჭიროება მკვეთრად მცირდება  განსაკუთრებით 70 წლის ზევით.

წყარო:  1. http://www.google.ge

2. http://www.youtube.com

3. caloriesdiet.ge