არასწორედ გავრცელებული ცნობილი ფაქტები

ფართო საზოგადოებაში სხვადასხვა სფეროებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად დამახინჯებული სახით ვრცელდება ან უბრალოდ დეზინფომაცია/მითია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ შემთხვევას.

***

● არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვიკინგები რქიან მუზარადებს ატარებდნენ. მსგავსი შეხედულება სათავეს იღებს 1876 წლის ოპერიდან „Der Ring des Nibelungen” (ნიბელუნგების ბეჭედი), რომლის ავტორიც რიჰარდ ვაგნერია. ოპერის სცენოგრაფიაში ვიკინგებს რქები ამშვენებთ, რამაც არასწორი აზრის გავრცელება გამოიწვია.

● მიზეზი, რის გამოც ქრისტეფორე კოლუმბს უჭირდა, მოეპოვებინა დაფინანსება და ხელშეწყობა თავისი მოგზაურობებისთვის, არ ყოფილა ის, რომ მაშინ დედამიწა ბრტყელი ეგონათ. რეალურად იმ პერიოდის ხალხმა პლატონისა და არისტოტელეს წყალობით უკვე იცოდა, რომ პლანეტას სფეროს მსგავსი მოყვანილობა ჰქონდა, ისინი უბრალოდ ეწინააღმდეგებოდნენ მის მოსაზრებას ინდოეთამდე მანძილის შესახებ, რომელიც რეალური ზომის მეექვსედს წარმოადგენდა. ამერიკის კონტინენტები რომ არ არსებულიყო, კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას ვერ შეძლებდა, რადგან საკვები ამოეწურებოდა. გარდა ამისა, მაშინ ზღვაში გრძედების გამოთვლის პრობლემაც იყო, რაც მხოლოდ მე-18 საუკუნეში აღმოიფხვრა.

● რეალურად კოლუმბი არც ამერიკის აღმომჩენია იმ გაგებით, რომ მან ვერ მოახერხა ახალი კონტინენტის იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კოლუმბი ახალ მიწას ევროპასა და აზიას შორის მდებარე მატერიკად მიიჩნევდა, თავად მოგზაურის ჩანაწერები გვამცნობს, რომ ის ამერიკას აზიის აღმოსავლეთ სანაპიროდ თვლიდა. სწორედ ამის გამო ეწოდა კონტინენტს ამერიგო ვესპუჩის სახელი, რადგან მან სწორად აღიქვა, სად იმყოფებოდა. გარდა ამისა, კოლუმბი არ ყოფილა პირველი ევროპელი, ვინც ამერიკის კონტინენტზე ფეხი დადგა – 500 წლით ადრე იგივე ნორვეგიელმა მოგზაურმა ლეიფ ერიქსონმა შეძლო.

● ჯორჯ ვაშინგტონს ხის კბილები არ ჰქონია. კბილების პრობლემა მას ახალგაზრდული ასაკიდან აწუხებდა და რამდენიმე ხელოვნური წყება ჰქონდა, თუმცა ხის არცერთი არ ყოფილა. მის მფლობელობაში შედიოდა ოქროს, ბეჰემოთის ძვლის, ტყვიის, ადამიანისა და ცხოველის (მათ შორის ცხენისა და ვირის) კბილების რიგები.

● ნაპოლეონ ბონაპარტე თავის ეპოქაში სულაც არ ითვლებოდა დაბლად. უფრო მეტიც, ის უფრო მაღალი იყო, ვიდრე ტიპიური ფრანგი. გარდაცვალების მომენტში ფრანგი იმპერატორის სიმაღლე 168 სმ-ს შეადგენდა. თუმცა ის მუდმივად გარშემორტყმული იყო მაღალი მცველებით, რომელთა ფონზეც ტანმორჩილი ჩანდა. მეტსახელი „Le Petit Caporal” (პატარა კაპრალი) კი სავარაუდოდ სიყვარულის გამოხატულება იყო და არა სიმაღლის აღნიშვნა.

● ალბერტ აინშტაინს სულაც არ უჭირდა მათემატიკის სწავლა სკოლაში, როგორც გავრცელებული მითი გვამცნობს. მე-20 საუკუნის უდიდესმა მეცნიერმა ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დიფერენციალური და ინტეგრალური კალკულუსი ჰქონდა ათვისებული.

● ცნობილი ინგლისური სიტყვა „Fuck” არ წარმოშობილა გაქრისტიანებული ანგლო-საქსონური ინგლისის პერიოდიდან, როგორც აკრონიმი ფრაზისა „Fornication Under Consent of King” (ინტიმური კავშირი მეფის თანხმობით) ან „For Unlawful Carnal Knowledge” (უკანონო ხორციელი შეცნობისთვის), არც აბრა ყოფილა, რომელსაც მოღალატე მეუღლეებს უდგამდნენ ან ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური ბრალდება. თანამედროვე ინგლისურ ენაზე საუბარი მე-16 საუკუნეში დაიწყეს და სიტყვები, როგორიცაა „fornication” ან „consent”, არ გაჩენილა მე-12 საუკუნის მიწურულამდე. სიტყვა „fuck”-ს ყველაზე ადრე ვხვდებით 1475 წელს ლექსში „Flen flyys”, თუმცა შესაძლოა, ჰქონდეს პროტო-გერმანული წარმოშობაც. მას მიაგავს ჰოლანდიური fokken, გერმანული ficken და ნორვეგიული fukka.

● სიტყვა „Golf” (გოლფი) არ წარმოადგენს აკრონიმს ფრაზისა „Gentlemen Only, Ladies Forbidden” (მხოლოდ ჯენტლმენები, ქალები არ დაიშვებიან). რეალური დასაბამი დაუდგენელია, თუმცა არსებობდა შუა-შოტლანდიურ ენაში (1450-1700 წწ).

● აზრი, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ადამიანური ნაკეთობაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს, რეალობას არ შეესაბამება. მსგავსი რამ არ დაუდასტურებიათ მთვარეზე მყოფ ასტრონავტებს, მისი შემჩნევა ძნელია დედამიწის გარშემო მოძრავი აპარატებიდანაც კი. მასზე გაცილებით კარგად მოჩანს განათებული ქალაქები დედამიწის იმ მხარეს, სადაც უკვე დაღამებულია. შატლის კოსმონავტის, ჯერომ აპტის თქმით, ჩინეთის დიდი კედლის დანახვა 300 კმ-ის სიმაღლიდან უკვე შეუძლებელია.

● სეზონები იმის გამო არ იცვლება, რომ დედამიწა მზესთან ზაფხულში უფრო ახლოსაა, ვიდრე ზამთარში, რეალურად დედამიწა შორსაა მზისგან, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია. სეზონების ცვლილების მიზეზია დედამიწის ღერძის გადახრა 23.4 გრადუსამდე. მზის გარშემო მოძრაობისას დედამიწის სხვადასხვა ნაწილები განსხვავებული რაოდენობით სითბოსა და სინათლეს იღებენ. როცა დედამიწის ზედაპირზე მზის სხივები შვეულად ეცემა, მეტ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დახრილობის დროს. ივლისში ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენაა მიმართული, შესაბამისად, დიდი რაოდენობით სინათლე მიეწოდება და დღეები ხანგრძლივია. იანვარში კი სიტუაცია იცვლება. რაც შეეხება სამხრეთ ნახევარსფეროს, აქ პირიქითაა – მზისკენ შექცეულია იანვარში და შებრუნებული – ივლისში.

● ღამურები ბრმები არ არიან. მართალია, ბევრი მათგანი ექოლოკაციას იყენებს ორიენტაციის უმთავრეს იარაღად, მაგრამ მათ აქვთ თვალები და შეუძლიათ სინათლის აღქმა. უფრო მეტიც, ყველა ღამურას არ გააჩნია ექოლოკაციის უნარი და ასეთებს სიბნელეში არაჩვეულებრივი მხედველობა აქვთ.

● არასწორია ის აზრი, რომ იხვის ყიყინს ექო არ აქვს. რეალურად აქვს, თუმცა რიგ პირობებში ადამიანის ყურისთვის რთულია აღქმა.

● გავრცელებული მცდარი შეხედულებაა ქამელეონსა და ანოლისზე, რომ მათი ფერის შეცვლის უმთავრესი მიზანი კამუფლაჟია. რეალურად, ისინი ხშირად იცვლიან ფერს, რათა სხეულის ტემპერატურა დაარეგულირონ, ზოგჯერ კი ეს კომუნიკაციის ერთგვარი ფორმაა. მაგალითად, ქამელეონები მუქ ფერს იღებენ, როცა ცუდ ხასიათზე არიან, ბრაზდებიან ან მეტოქის შეშინება სურთ, მამრებს კი ხშირად ღია ან ფერადი შეფერილობა ეძლევათ, როცა პარტნიორი მდედრის მოხიბვლას ცდილობენ. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გარემოსთან დამსგავსების მიზანი.

● სიტყვა „თეორია” (დიდი აფეთქების თეორია, ევოლუციის თეორია) არ ნიშნავს, რომ ამ მოსაზრებაში მეცნიერები დარწმუნებული არ არიან. საქმე იმაშია, რომ მეცნიერულ კონტექსტში თეორიასა და ჰიპოთეზას უფრო სხვანაირი განსაზღვრება აქვს, ვიდრე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში. მეცნიერების ეროვნული აკადემიის განმარტებით, თეორია არის მეცნიერებაში კარგად გამყარებული (დამტკიცებული) ახსნა ბუნებრივი სამყაროს ზოგიერთი ასპექტისა, რომელიც აერთიანებს ფაქტებს, კანონებს, დასკვნებსა და გამოცდილ ჰიპოთეზებს. ხოლო ჰიპოთეზა არის წინასწარი განაცხადი ბუნებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც მოითხოვს მომდევნო გამოცდებს. თუკი ჰიპოთეზის დასკვნა მართებულია, იზრდება ალბათობა, რომ ჰიპოთეზა სწორია. ხოლო თუ არასწორია, ან უკუაგდებენ, ან კორექტირებას მოახდენენ.

● ევოლუციის თეორია არ ეხება სიცოცხლის ან სამყაროს წარმოშობას. ბიოლოგიური ევოლუცია აღწერს პროცესს, რომლის შედეგადაც დედამიწაზე მრავალნაირი სახეობა გაჩნდა და საწყის წერტილად იღებს ერთ უნივერსალურ წინაპარს. შესაბამისად, მისი სფეროა ცოცხალი ორგანიზმების განვითარების საკითხი სიცოცხლის გაჩენის შემდეგ. სიცოცხლის წარმოშობაზე ყველაზე გავრცელებული მეცნიერული მოდელია აბიოგენეზი, სამყაროს ადრეულ პერიოდს კი დიდი აფეთქება ხსნის.

● ადამიანები არ წარმოშობილან შიმპანზეებისგან ან რომელიმე თანამედროვე მაიმუნისგან. ევოლუციის თეორიის მიხედვით, შიმპანზეებთან საერთო წინაპარი გვყავდა 5-8 მილიონი წლის წინ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ დედამიწაზე მცხოვრები არსებებიდან ადამიანს ყველაზე მეტად შიმპანზე ჰგავს. არასწორია ის აზრი, რომ შიმპანზე ვერ განვითარდა და პრიმიტიული დარჩა. რეალურად, მან ზომაში მოიმატა, გაეზარდა აგრესია და ხეზე მოხერხებული ცოცვა ისწავლა. სხვა მაიმუნებთან ერთად, ადამიანები და შიმპანზეები შედიან ჰომინიდების ტაქსონომიურ ოჯახში. ამ ჯგუფის საერთო წინაპარი კი 40 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

● დინოზავრები იმის გამო არ გადაშენებულან, რომ გარემოს ვერ ეგუებდნენ ან ცვლილებასთან ადაპტირება ვერ შეძლეს. რეალურად ისინი საკმაოდ წარმატებულ და ადაპტირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მათი გაქრობის მიზეზი ის მოვლენაა, რამაც იმდროინდელი მცენარეების და ხმელეთისა და წყლის ცხოველების უმრავლესობის ამოწყვეტა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ ეს მიზეზია იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი უზარმაზარი ასტეროიდი, რამაც სათავე დაუდო ცარცულ-პალეოგენურ გადაშენებას 65 მილიონი წლის წინ. თუმცა დინოზავრები ბოლომდე სულაც არ გადაშენებულან – დღევანდელი ფრინველები იურული პერიოდის ფრთიანი თეროპოდების შთამომავლები არიან.

● თმა და ფრჩხილები გარდაცვალების შემდეგ არ იზრდება. როცა სხეული კვდება, კანი შრება და თმისა და ფრჩხილების ძირიდან უკან დახევას იწყებს, რაც შესაბამის შესახედაობას იძლევა.

● ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა სრულიად შეიძლება, ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის ცილებს შეიცავდეს. უფრო მეტიც, ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებისა და ვეგანების მიერ მიღებული ცილების ტიპიური რაოდენობა არამარტო აკმაყოფილებს მოთხოვნას, არამედ ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. თუმცა მკაცრი ვეგანური კვება მოითხოვს დამატებით ვიტამინ B-12-ის მიღებას, რათა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

● ადამიანი საკუთარი ტვინის მხოლოდ 10%-ს არ იყენებს. ამ მითის გავრცელებას მიაწერენ ამერიკელ ფსიქოლოგს უილიამ ჯეიმსს, რომელმაც 10% მეტაფორის სახით გამოიყენა ვუნდერკინდ უილიამ ჯეიმს სიდისზე დაკვირვებისას. სინამდვილეში ისეთ მარტივ რამესაც კი, როგორიცაა მუშტის შეკვრა, ტვინის 10%-ზე მეტის ამუშავება სჭირდება.

● დიდი აფეთქება არ საუბრობს სამყაროს პირველმიზეზზე, ის მხოლოდ სამყაროს ადრეულ ეტაპს აღწერს.

● აზრი, რომ ელვა ორჯერ არასდროს ეცემა ერთ ადგილს, საკმაოდ ძველი ცრურწმენაა. არ არსებობს მიზეზი, რომელიც ელვას ამაში ხელს შეუშლის. მაგალითად, ნიუ-იორკში მდებარე ემფაიერ სთეით ბილდინგის შენობას წელიწადში 100-ჯერ ეცემა ელვა.

● ემფაიერ სთეით ბილდინგიდან გადმოგდებული მონეტა ქუჩაში მიმავალ ადამიანს არ მოკლავს, რაც გადაცემა „MythBusters”-შიც დამტკიცდა. სიჩქარის მაქსიმუმი მონეტისთვის არის 80 კმ/სთ-მდე და სიმაღლის მიუხედავად, გადაჭარბება ვერ მოხდება. ამ მაჩვენებელზე დაგროვებული ენერგია არაა საკმარისი, რომ ადამიანის თავის ქალა გახვრიტოს ან ბეტონი გაბზაროს. გარდა ამისა, ემფაიერ სთეით ბილდინგის ფორმის გამო შეუძლებელია, შენობის სახურავიდან გადმოგდებული მონეტა ქუჩაში დაეცეს.

● დაბადების წიგნში აღწერილი აკრძალული ხილი (იგივე კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე) ვაშლი არ ყოფილა, ბიბლია საერთოდ არ საუბრობს, რა სახეობის ნაყოფი იყო ის. ებრაული ტექსტები მხოლოდ ხესა და ხილს ახსენებენ, ლათინური თარგმანები კი იყენებენ სიტყვას mali, რაც ნიშნავს როგორც ბოროტს, ისე ვაშლს. კიდევ ერთი მიზეზი ისიცაა, რომ რენესანსის პერიოდის მხატვრებმა თავიანთ ნამუშევრებში ქრისტიანობას ბერძნული მითოლოგია შეურიეს – ჰერას მფლობელობაში არსებულ ჰესპერიდების ბაღში იზრდებოდა ოქროს ვაშლის ხეები, რომელთა ნაყოფიც უკვდავების წყარო იყო. ორი აკრძალული ხილის გაერთიანებამ კი არასწორი მოსაზრების გავრცელებას შეუწყო ხელი. ებრაული სწავლულები გვთავაზობენ, რომ ბიბლიური აკრძალული ნაყოფი შეიძლებოდა ყოფილიყო ყურძენი, ლეღვი, ხორბალი ან ციტრონი.

● ბუდა არ არის ღმერთი. უფრო მეტიც, სიდჰართა გაუტამა არ ფლობდა რაიმე სახის მესიანურ თვისებებს, მისი მთავარი მოტივი იყო „თვითრწმენა, თვით-სწავლება და ინდივიდუალური ბრძოლა”. თუმცა მაჰაიანისტური ბუდიზმის განვითარებისას თანდათან შემოვიდა და დამკვიდრდა აზრი, რომ ამიტაბჰა ბუდა მესია იყო. მიუხედავად ამისა, ბუდა არასდროს უღიარებიათ ღმერთად იმ გაგებით, რა გაგებაც ამ სიტყვას ტრადიციულად გააჩნია.

● არ არსებობს მტკიცებულება, რომ იესო ქრისტე 25 დეკემბერს იშვა. ბიბლიაში შობის თარიღი საერთოდ არაა მითითებული, მინიშნების მიხედვით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოვლენას სექტემბერში ჰქონდა ადგილი. ამ ფიქსირებული თარიღის შემოღება მიეწერება რომის პაპ იულიუს I-ს 350 წელს. დაუდგენელია, რატომ იქნა კონკრეტულად 25 დეკემბერი აღებული. შესაძლოა, ეს იყო 9 თვე მას შემდეგ, როცა, ადრეულ ქრისტიანთა რწმენით, მესიის სასწაულებრივად ჩასახვა მოხდა ქალწულში, ან დაამთხვიეს რომელიმე რომაულ დღესასწაულს, მაგალითად ზამთრის ბუნიობას ან სატურნალიას.

● ბიბლია არ ასახელებს მოგვების რაოდენობას, არც იმას, რომ აქლემებით მივიდნენ, ან მათი სახელები იყო მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. სავარაუდოდ სამ მოგვად იმიტომ ჩათვალეს, რომ მათ ახალშობილს 3 საჩუქარი მიუტანეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. გარდა ამისა, როგორც მათეს სახარება გვამცნობს, მოგვების მისვლისას იესო უკვე ბავშვი იყო და არა ახალშობილი.

● არც ახალ და არც ძველ აღთქმაში არაა მითითებული, რომ სატანა ჯოჯოხეთში იმყოფება. იობის წიგნი გვამცნობს, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ქვეყნად წანწალი და ხეტიალია.

● ყურანში არსად წერია, რომ სამოთხეში მოხვედრილ წამებულს 72 ქალწული დახვდება. მართალია, ნახსენები არიან მშვენიერი ასულები – ჰურიები, მაგრამ ისინი ყველა მამაკაცს შეხვდება (მიწიერ ცოლებთან ერთად) და რაოდენობა დაკონკრეტებული არაა. 72 ქალწულის ამბის წყაროა ერთ-ერთი ჰადისი – სუნან ათ-თირმიზი. ჰადისები წარმოადგენს წინასწარმეტყველ მუჰამედის ქცევებისა და საუბრის გადმოცემას, მაგრამ არ არის ყურანის ნაწილი. ხოლო ამ ჰადისის ზუსტი თარგმნის საკითხი დღემდე დავის საგანია.

● შერლოკ ჰოლმსი არასდროს იყენებდა ფრაზას „ელემენტარულია, ძვირფასო უოტსონ”. პირველად ამ ფრაზამ გაიჟღერა 1929 წლის ფილმში „შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება”.

● ტომას ედისონს არ გამოუგონებია ელექტრონათურა. ისტორიკოსები ნათურის განვითარებაში ედისონამდე 22 გამომგონებელს ასახელებენ. ედისონის ვერსია უბრალოდ სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან გავარვარებისთვის ეფექტური ნივთიერება ჰქონდა, აღემატებოდა წინამორბედებს ვაკუუმის დონით და მეტად გამძლე იყო. თუმცა 1 წელიწადში (1881 წელს) ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯოზეფ სუონმა უკეთესი ვარიანტი შექმნა.

მეცნიერებმა სტოუნჰენჯის საიდუმლო ამოხსნეს

სტოუნჰენჯი იმისთვის აიგო, რომ განემტკიცებინათ ახალი აღმოსავლურ-დასავლური გაერთიანება, რომელიც ერთმანეთში მებრძოლი ბრიტანული ტომებისგან ჩამოყალიბდა. საუკუნეების განმავლობაში არსებული დაპირისპირებისა და ბრძოლების შემდეგ ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოდ ყალიბდებოდა, სტოუნჰენჯს კი ამაში დახმარება უნდა გაეწია – ასეთია მეცნიერთა 10 წლიანი კვლევის შედეგები.

ახალი აღმოჩენა უარყოფს ამ მეგალითურ ნაგებობაზე გავრცელებულ პოპულარულ ჰიპოთეზებს, როგორიცაა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ აგება, ეგვიპტური ცივილიზაციის გავლენა, ზაფხულის ნაბუნიობასთან კავშირი და ა.შ. მეცნიერებმა ასევე უარყვეს ცნობილი იდეა, რომ მონუმენტი იყო პრეისტორიული ობსერვატორია, მზის ტაძარი, განკურნების ადგილი ან უძველეს დრუიდთა ტაძარი.

მათი თქმით, ქვები წარმოადგენენ სხვადასხვა კლანების წინაპრების სიმბოლიზებას, რომლებიც ადრეულ ეპოქაში მოსახლე მიწათმოქმედი ოჯახები იყვნენ და ქვის ხანის მიწურულს ცხოვრობდნენ. მათში აღინიშნებოდა რელიგიური ნიშნით განსხვავებები და შიგადაშიგ სხვადასხვა სახის კონფლიქტები.

შეფილდის უნივერსიტეტის (სამხრეთ იორკშირი, ინგლისი) პროფესორმა მაიკ პარკერ პირსონმა განაცხადა: „როცა სტოუნჰენჯი შენდებოდა, კუნძულზე ერთიანი კულტურა ვითარდებოდა – ორკნიდან სამხრეთ სანაპირომდე ერთნაირი სტილის სახლები, კერამიკა და კულტურის სხვა ნიმუშები იყო გავრცელებული. ეს კი ძალიან განსხვავდებოდა წინა საუკუნეებში არსებული რეგიონალიზმისგან.”

„მონუმენტის მშენებლობამ ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და გაერთიანების ახალი სულის ჩამოყალიბებას. სტოუნჰენჯის აგება საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, მოითხოვდა ათასობით მუშას, რათა უზარმაზარი ქვები გადაეტანათ ისე შორს, როგორიცაა დასავლეთ უელსი, შემდეგ გამოეთალათ, ფორმა მიეცათ და აღემართათ.”

ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობა კარგად მოეხსენებოდათ ბრიტებს, რადგან მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამებოდა შუა ზაფხულის მზის ამოსვლისა და შუა ზამთრის მზის ჩასვლისას სხივების მიმართულებას.

„როცა ამ არაჩვეულებრივ ბუნებრივ წყობას წავაწყდით, სადაც მზის გავლილი გზა ხმელეთზეც აისახება, მივხვდით, რომ უძველესი ხალხის მიერ სტოუნჰენჯის ასაშენებლად ამ ადგილის არჩევის მიზეზი მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არის სტოუნჰენჯის 8 მონუმენტი ნაბუნიობის მიხედვით განლაგებული. ადამიანები მას მსოფლიოს ცენტრად აღიქვამდნენ.”

როგორც ჩანს, სტოუნჰენჯის აგების პერიოდში – 5000-4500 წლის წინ – ზამთრის ნაბუნიობა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმდროინდელი ხალხისთვის, ვიდრე ზაფხულისა, როგორც აქამდე ეგონათ.

„ამას ისიც ადასტურებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია ღორის ძვლები. ღორის ხორცს კი შუა ზამთარში მიირთმევდნენ დარინგტონ-უოლსის ახლომდებარე დასახლებაში, ხოლო სტოუნჰენჯის მონუმენტების უმეტესობა ესადაგება შუა ზამთრის პერიოდის მზის ამოსვლა-ჩასვლას და არა შუა ზაფხულისას. სტოუნჰენჯის მთავარი ღერძი, რომელსაც ქმნის მონუმენტის უდიდესი ქვათა წყობა, დიდი ტრილიტონი, შუა ზაფხულის მზის ამოსვლის საპირისპირო მხარეს დგას.”

პროფესორმა მაიკ პარკერ პირსონმა და მისი გუნდის წევრებმა მტკიცედ უარყვეს ის აზრი, რომ სტოუნჰენჯის აგებაში რაიმე გავლენა ჰქონდათ უძველეს ეგვიპტელებს ან უცხოპლანეტურ ცივილიზაციებს. „ნებისმიერ არქიტექტურულ შტრიხს, რისი გავლენაც სტოუნჰენჯში იგრძნობა, წააწყდებით მანამდე აგებულ მონუმენტებსა და შენობებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე, დასაბამს კი უელსსა და შოტლანდიაში იღებენ.”

„ნეოლითის პერიოდში ბრიტანეთის მოსახლეობა იზოლირებული იყო დანარჩენი ევროპისგან საუკუნეების მანძილზე. შეიძლება ბრიტანელები გაერთიანდნენ, მაგრამ მათ არანაირი ინტერესი არ ჰქონიათ, კუნძულის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს დაკავშირებოდნენ. როგორც ჩანს, სტოუნჰენჯი ქვის ხანის ბოლო ამოსუნთქვა იყო, ამის შემდეგ კი დაიწყო ახალი ტექნოლოგიების ხანა – მეტალის იარაღები და ბორბალი.”

ადრე არსებული თეორიები გვთავაზობდნენ, რომ ქვების დიდი წრე გამოიყენებოდა პრეისტორიული ობსერვატორიის, მზის ტაძრის, სამკურნალო ადგილის ან დრუიდთა ტაძრის დანიშნულებით. მეცნიერებმა ყველა ეს ვერსია გამორიცხეს იმ 10 წლიანი არქეოლოგიური კვლევის საფუძველზე, რომლის მეშვეობითაც მრავალი ახალი ინფორმაცია მიიღეს. ეს კვლევა – Stonehenge Riverside Project – ყველაზე ხანგრძლივი იყო, რაც კი ბრიტანულ მონუმენტზე ჩატარებულა.

Stonehenge Riverside Project-ის ფარგლებში სტოუნჰენჯის სიახლოვეს, დარინგტონ-უოლსთან, აღმოაჩინეს ნასახლარები და დიდი სოფელი, ასევე ადგილი, სადაც წარსულში მსგავსი მეგალითური ნაგებობა იყო. მას ბლუჰენჯი (ასევე ბლუსტოუნჰენჯი) უწოდეს. Stonehenge Riverside Project-ის მიზანი იყო არამარტო სტოუნჰენჯისა და მისი ლანდშაფტის გამოკვლევა, არამედ ქრისტეს შობამდე 3000-2500 წლებში აგებული მონუმენტის ფართო სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ანალიზი. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მკვლევარები შეფილდის, მანჩესტერის, საუთჰემპტონისა და ბორნმუტის უნივერსიტეტებიდან, ასევე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.

იცით თუ არა რომ…

1. ერთ წამში ადამიანის სხეული კლავს და ამავე დროს ქმნის 15000000 სისხლისწითელ უჯრედს!

2. ლას–ვეგასის არც ერთ კაზინოში არ კიდია საათი!

3. ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას წარბები არ აქვს. რენესანსის პერიოდში მოდაში იყო წარბების მოპარსვა!

4. ყოველდღე 20 ბანკი იძარცვება. მოპარული თანხის მინიმუმია 2,500$!

5. ყველაზე პოპულარული სახელი მსოფლიოში მუჰამედია!

6. მაგიდის გადასაფარებლები თავდაპირველად მოიგონეს იმისათვის,რათა სტუმრებს ჭამის შემდეგ მათზე პირი და ხელები გაეწმინდათ!

7. როდესაც ჭიქა ტყდება, მისი ნამსხვრევები მიფრინავენ 3000 მილი საათში სიჩქარით. იმისათვის რათა ფოტო აპარატმა შეძლოს მათი დაფიქსირება მან უნდა მოახდინოს 1000 000 კადრის დაფიქსირება წამში!

8. ბოინგ 747 ის ბენზინის ავზის მოცულობაა 216 847 ლიტრია!

9. მსოფლიო გაზეთების ბეჭვდის ნახევარი ამერიკასა და კანადაზე მოდის!

10. Empire State Building-ი 10 000 000 აგურისგანაა ნაშენი!

11. ადამიანის ძვლების ნახევარი ფეხებშია განთავსებული!
12. 1 525 000 000 მილის სატელეფონო ხაზებია გაჭიმული ამერიკაში

13. 166 875 000 000 იმეილი იგზავნება ყოველწლიყურად ამერიკაში

14. ყოველწლიურად 85 000 000 ტონა ფურცელს იყენებენ ამერიკელები!

15. ყოველწლირად 56 000 000 ადამიანი ესწრება ბეისბოლის ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს!

16. მსოფლიოში მონოპოლიის (მენეჯერი) ფული უფრო მეტი იბეჭდება ვიდრე ჩვეულებრივი ფული!

17. კაცი სახელად ჩარლზ ოზბორნი 69 წელი სლოკინებდა! (ნეტა როგორ გადარჩა ?)

18. ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში, ჭამს 27 215 კილოგრამ საკვებს რაც = 6 სპილოს წონას!

19. ძაღლებს ესმით ისეთი ხმები რისი გაგონებაც ადამიანს არ შეუძლია!

20. ამერიკაში 58 000 000 ძაღლი ბინადრობს!

მარსზე საცხოვრებლად ადამინთა პირველ ჯგუფს 2023 წელს გაგზავნიან

ბაზა

სანამ ამერიკული თანამგზავრი წითელ პლანეტას შეისწავლის, ნიდერლანდებში მეცნიერების ჯგუფი მარსზე ადამიანების ჩასახლების პროექტზე მუშაობენ.

პროექტი Mars One ნებისმიერ მსურველს მარსზე დასამკვიდრებლად ბილეთს სთავაზობს. თუმცა, ეს ბილეთი დედამიწაზე უკან დაბრუნების საშუალებას აღარ იძლევა.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ბასა ლანდოსპა იუწყება, 2023 წელს შესაძლებელი იქნება მარსზე ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის გაგზავნა. ეს ადამიანები კი აღნიშნულ პლანეტაზე ცხოვრებას მიჰყოფენ ხელს და დედამიწაზე ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან. 2016 და 2022 წელს მარსზე ბაზის შენება დაიწყება. შეივსება საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით. თუ რამდენ წელიწადს მოიცავს აღნიშნული ექსპერიმენტი ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტები იუწყებიან, რომ ეს ექსპერიმენტი მრავალ პრობლემას გადააწყდება. ამ ყოველივეზე კი ადამიანთა სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.

ამ დროისათვის მეცნიერები ცდილობენ ისეთი აღჭურვილობის შექმნას, რომელიც მისიის მონაწილეებს თავისუფალ გადაადგილებაში დაეხმარებათ. ჯერჯერობით უცნობია მოახერხებენ თუ არა ისინი შატლის დაშვების ადგილიდან ბაზამდე რამდენიმე კილომეტრის ფეხით დაფარვას.

ექსპერტების აზრით ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც წითელ პლანეტაზე ცხოვრებას დათანხმდებიან, ერთი მხრივ გარდაუვალ სიკვდილს მოაწერენ ხელს, მეორეს მხრივ კი კაცობრიობას მრავალი აღმოჩენის გაკეთებაში დაეხმარებიან.

ამ ექსპერიმენტით მეცნიერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ დედამიწა არ არის ერთადერი პლანეტა, რომელსაც ადამიანის არსებობისთვის ყოველგვარი პირობა გააჩნია. თუ აღნიშნული პროექტი წარმატებით განვითარდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში შესაძლებელი იქნება მარსსა და დედამიწას შორის თავისუფალი მიმოსვლა.

სფეროსებრი პანორამა, რომელმაც დროის დღე-ღამური ციკლი აღბეჭდა

ეს საოცარი სფეროსებრი პანორამა, რომელზეც სრულიადაა აღბეჭდილი დღიდან ღამეზე გადასვლა, საბერძნეთის ქალაქ სუნიონში კრის კოციოპულოსის (Chris Kotsiopoulos) მიერაა გადაღებული Canon 550D-ის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულება 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული, მან ინტერნეტი მხოლოდ ახლა მოიარა. ამ კომპოზიციის შესაქმნელად ავტორს 560 სურათის გადაღება მოუხდა 30 საათიანი გადაღებისას. ციური სხეულების გადაადგილების მთელი ციკლის აღსაბეჭდად კოციოპულოსი მთელი ამ დროის განმავლობაში კამერასთან იმყოფებოდა და მის მდგომარეობასა და მარეგულირებლებს მართავდა, მათ შორის მაკორექტირებელი ფოტოებიც გამოიყენა. თითქმის უწყვეტი გადაღების განსახორციელებლად 360°-ზე ავტორმა ფართოკუთხიანი ობიექტივი Canon EF 15mm f/2,8 გამოიყენა, რომელიც სფეროსებრი პანორამის შესაქმნელად აუცილებელი სურათების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.რადგანაც გადაღება ზამთარში ხდებოდა, ფოტოგრაფი ყოველ 30 წუთში ერთხელ ამოწმებდა ლინზებს, რათა ისინი არ დაორთქლილიყვნენ. 30-საათიანი გადაღების სემდგომ მას კიდევ 12 საათი დასჭირდა სურათების დასამუშავებლად და პანორამის შესაწებებლად.

მრავალს მოეჩვენება, რომ ფოტოგრაფიისთვის დახარჯული 42 საათი და უძილო ღამეები სიგიჟეა, მაგრამ კრის კოციოპულოსი უკვე შვიდი წელია ასტროფოტოგრაფიითაა დაკავებული და ამ პანორამის შექმნა მისი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ. Athens News-თან ინტერვიუში მან საკუთარი გატაცების შესახებ ისაუბრა, როგორ დაიწყო ასტროფოტოგრაფირება ჩვეულებრივი კომპაქტური ფოტოკამერის და მცირე ტელესკოპის  დახმარებით.

ვისაც კოციოპოულოსის გადაღების ტექნიკის ათვისება სურს, შეუძლია გაეცნოს სურათების დიდ გალერეას მის საიტზე და პანორამის დამზადების პროცესის სრულ აღწერას.

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველ ათეულში, ტრადიციულად, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა. პირველ ასეულში 37 ამერიკული და 17 ბრიტანული უნივერსიტეტი შევიდა.
პირველი და მეორე ადგილები რეიტინგში ჰარვარდი და იელი აღმოჩნდა, მესამესა და მეოთხეზე კემბრიჯი და ოქსფორდი.
რეიტინგი მეცნიერების, დამსაქმებლებისა და პერსონალის მოსაზრებების, ასევე იმ გამოცემების მიხედვით დგება, რომლებშიც კუსსდამთავრებულთა მომზადების დონეა გამოკვლეული. ამასთან, უნივერსიტეტების პერსონალს, რომლებიც გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, საკუთარი სასწავლო დაწესებულებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. სია უკვე ხუთი წელია ქვეყნდება და ყველა მათგანში პირველ ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდები მთელი ბრიტანული საუნივერსიტეტო სექტორის შემოსავალის ტოლია.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან აღნიშნული რეიტინგის 93–ე ადგილს იკავებდა, წელს მის პირველ ასეულში ვერ მოხვდა.
მეორე ასეულში მასთან ერთად ისრაელის, არგენტინის, ინდოეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების სასწავლებლები მოხვდნენ.
სპეციალისტები იმ უნივერსიტეტების რეიტინგების ზრაზე მიუთითებენ, რომლებიც ტექნიკურ საგნებზე არიან ორიენტირებულნი: პირველ ასეულში ასეთი ცამეტია.
როგორც ჩანს, დამსაქმებლები ყველაზე მეტად სწორედ მათემატიკური უნარებისა და სისტემური მიდგომის მქონე ადამიანებს სწყალობენ.

1.ჰარვარდი

2.იელი
იელი

3.კემბრიჯი
კემბრიჯი

4.ოქსფორდი
ოქსფორდი

5.კალიფოორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
კალიფორნიის ტექნოლორიური ინსტიტუტი

6.ლონდონის საიმფერიო კოლეჯი
ლონდონის საიმპერიო კოლეჯი

7.ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი

8.ჩიკაგოს უნივერსიტეტი
 ჩიკაგოს უნივერსიტეტი

9.მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

10.კოლიუმბიის უნივერსიტეტი
კოლუმბიის უნივერსიტეტი

 

                                                                                            

 

 

 

 

“10 ოქროს ციტატა” აინშტაინისგან

ალბერტ აინშტაინი გენიოსად მხოლოდ ფიზიკაში უდიდესი აღმოჩენების გამო არ ითვლება. პროფესორი აინშტაინი იყო ფილოსოფოსი, რომელსაც ყველაფერთან ერთად შესანიშნავად ესმოდა წარმატების მიღწევის კანონებიც და ისევე ნათლად ხსნიდა მათ, როგორც თავის განტოლებებს.

 

ეს კი მისი 10 გამონათქვამია სიბრძნის იმ უსასრულო ზღვიდან, რაც ამ მართლაც საოცარმა ადამიანმა ცხოვრების გასაადვილებლად დაგვიტოვა.

 

1. ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება.ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს გააკეთოს რამე ახალი, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით. არ უნდა გეშინოდეთ. ხშირად ადამიანი მარცხის  მერე უფრო ხვდება წარმატების საიდუმლოს.

 

2. განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ.

 

3. ჩემს წარმოსახვაში მე თავისუფალი ვარ ვხატო, როგორც მხატვარმა. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს.ის, რასაც დღეს კაცობრიობამ მიაღწია, ჩვენი პაპის პაპების წარმოსახვის წყალობითაა. მომავლის მიღწევები კი ჩვენი წარმოსახვის შედეგი იქნება.

 

4. შემოქმედების საიდუმლოება მდგომარეობს საკუთარი აღმაფრენის წყაროთა დაფარვის უნარში.

 

5. ადამიანი ფასდება იმით, თუ რას აძლევს იგი ადამიანებს და არა წარმატებით. ეცადეთ, იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული ადამიანი.თუ შევხედავთ დიდ ადამიანებს, დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს აქვს რაღაც მიცემული კაცობრიობისთვის. უნდა გასცეთ, რათა გქონდეთ აღების შესაძლებლობა. როცა თქვენი მიზანი ამ ქვეყანაზე ფასეულობათა გამრავლება ხდება, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხართ.

 

6. შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში – სასწაულია. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი  სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.

 

7. როცა ვსწავლობ საკუთარ თავსა და აზროვნების წესს, მივდივარ დასკვნამდე, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე აბსტრაქტული აზროვნების სხვა ნებისმიერი ნიჭი.მიეცით თქვენს წარმოსახვასა და ფანტაზიას შესაძლებლობა, შექმნას ისეთი სამყარო, სადაც ისურვებდით ცხოვრებას.

 

8. ცხვრის ფარის სრულუფლებიან წევრად რომ იქცე, ჯერ ცხვარი უნდა იყო.თუ გსურთ წარმატებული მეწარმე გახდეთ, ბიზნესი ახლავე უნდა დაიწყოთ. დაწყების სურვილი, მაგრამ შედეგების შიში შედეგს არ მოგიტანთ. და ეს წესი ცხოვრების ყველა სფეროში მოქმედებს.

 

9. ჯერ თამაშის წესები უნდა ისწავლო. მერე კი ყველაზე უკეთ თამაში.ყოველივე გენიალური – მარტივია.

 

10. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. შეეკითხეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებასაც მოახერხებთ.

ადამიანი VS მეხსიერება

როგორ ვებრძოლოთ მეხსიერების დაკარგვას, რომელიც თურმე 25 წლიდან იწყება მეხსიერება, ეს ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ის დაკავშირებულია ჩვენი განვითარების ნებისმიერ ეტაპთან დაბადებიდან – სიკვდილამდე. მეხსიერება არა მხოლოდ ადამიანის ნორმალური ჩამოყალიბებისთვისაა გადამწყვეტი (ლაპარაკის, სიარულის, ა.შ. სწავლა) არამედ ასევე მისი გონებრივი და სულიერი გაზრდისთვისაც. მოგონებებზე და გამოცდილების დაგროვების მნიშვნელობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ახლა უბრალოდ მეხსიერებაზე მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო. როდის იწყება მეხსიერების გაუარესება, რა ხდება თავის ტვინში, როდესაც გვავიწყდება ესა თუ ის მოვლენა, ხანდახან საინტერესოა იცოდე, თუ რა დგას ამა თუ იმ, თითქოს ყოველდღიური, ბუნებრივი მოვლენების უკან. ოცდაათ წლამდე ადამიანები ვერ ამჩნევენ რომ რაღაც-რაღაცეები ავიწყდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხსიერება ისევე უარესდება როგორც, მაგალითად 60 წლის ადამიანის. ეს იმას უკავშირდება, რომ ოციდან ოცდაათ წლამდე ადამიანი ძალიან ბევრ ინფორმაციას ითვისებს და ამიტომაც მისთვის “კოგნიტიური კაპიტალის” დაკარგვა საკმაოდ შეუმჩნევლად მიმდინარეობს მანამ, სანამ ის ყოველდღიურ მეხსიერებაზე არ იქონიებს გავლენას. მიჩიგანის სოციალური კვლევის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად სწორედ 25 წლიდან იწყება მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების ეტაპობრივი გაუარესება. კვლევაში, რომლის ხელმძღვანელიც დენის პარკი იყო, 350 ოციდან – ოთხმოცდაათ წლამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაასკვნა ინსტიტუტმა, რომ ადამიანის გონებრივი დაბერება ასეთი ადრეული ასაკიდან იწყება. მიუხედავად ამისა, ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება მუდმივად გროვდება, რაც ამ მცირე დანაკარგების კომპენსირება ახდეს, ამიტომ ადამიანი ასაკთან ერთად არ დეგრადირდება და 50 წლამდე ცხოვრებისეულ გამოცდილებას აგროვებს. ამჟამად დენის პარკი მუშაობს თავის ტვინის დაბერების ფონზე, მისი ფუნქციონირების გაუმჯობესების მეთოდებზე. ადამიანის მეხსიერება მისი შესაძლებლობების უმაღლეს წერტილს 25 წლის ასაკში აღწევს, ამ დროს თავის ტვინს წამში 200 ბიტი დამახსოვრება შეუძლია, ამის პარალელურად შეუძლია აკონტროლოს ტანის მოძერაობას, რაც კომპიუტერის შესაძლებლოებბსაც კი აჭარბებს ზოგიერთ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები არც ისე სასიამოვნოა, მაგალითად უკვე ვიცი, რომ დაახლოებით 2 წელიწადში მეხსიერება უკვე მუდმივ დეგრადირების ფაზაში შედის, საგანგაშო არაფერია, რადგან ზოგადად ადამიანის მეხსიერება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, 70 წლამდე მაინც მეტ-ნაკლებად საკმაოდ ძლიერი რჩება.  ეგრედ წოდებული “ეპიზოდური მეხსიერება”, რომელიც ჩვენი გამოცდილებასა და კონკრეტულ დროში მომხდარ მოვლენებზეა პასუხისმგებელი დაბერების პარალელურად განიცდის ცვლილებებს. მეორეს მხრივს, პროცედურული მეხსიერებაა, რომელიც ძალიან მცირე ან თითქმის არანაირ ცვლილებებს არ განიცდის ასაკთან ერთად, მოკლე-დროის მონაკვეთებზე “პასუხისმგებელი” მეხსიერება აგრეთვე ნაკლებად განიცდის გაუარესებას, ხოლო რაც შეეხება სემანტიკურ ცოდნას, რომელშიც მაგალითად სიტყვათა მარაგი შედის, ასაკთან ერთად უმჯობესდება. თავის ტვინის სტრუქტურა მთლიანობაში დროსთან ერთად არ იცვლება, თუმცა არც ახალი ნეირონების წარმოქმნა ხდება, უბრალოდ მათ შორის კავშირი დროსთან ერთად იცვლება, მაგალითად დაკავშირებულია სწავლის პროცესთან, რის დროსაც ნეირონული უჯრედები უფრო და უფრო ძლიერად უკავშირდებიან ერთმანეთს. თუმცა ასაკთან ერთად ეს კავშირები სუსტდება, ზუსტად ისევე, როგორც სხვა ბიოლოგიური პროცესები ხდება უფრო და უფრო ფრაგმენტული. კიდევ უფრო თუ ჩავუღრმავდებით, მაშინ გავიგებთ, რომ ასაკთან ერთად ტავის ტვინის თეთრი ნივთიერება კვდომას იწყებს, რაც ძირითადად სისხლის მიწოდების კლებასთან არის დაკავშირებული. ნეიროტრანსმიტერების მუშაობა, რომლებიც თავის ტვინში სიგნალების მატარებლები (მესენჯერები) არიან, თითქმის ნახევარჯერ მცირდება თუ ახალგაზრდა და დაბერებულ ტვინს შევადარებთ. ‘შემცირების თეორიის’ მიხედვით, დავიწყება იწყება მაშინ, როდესაც მეხსიერებას რეგულარულად არ ავარჯიშებენ, მაგალითად როდესაც ვერ იხსენებენ ამა თუ იმ სიტყვას, ან მოვლენას. ამის საილუსტრაციოდ იყენებენ იმ თანმიმდევრობას, რომლის მიხედვითაც იწყება სიტყვების დავიწყება ხნიერ ასაკში. პირველი, ძირითადად საკუთარი სახელები მიეცემიან დავიწყებას, რომლებიც რატომღაც ასაკთან ერთად უფრო იშვიათად იხმარება, მათ მიჰყვება საზოგადო სახელები, შემდეგ – ზედსართავი სახელები, ზმნები და სულ ბოლოს კი შორისდებულები, ესაა ემოციის გამომხატველი სიტყვები მაგალითად ‘ვაშაა’, ‘ვაა’, აგრეთვე მისალმება-დამშვიდობების, მობოდიშების აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა. უჯრედულ დონეზე, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ასაკთან ერთად, თავის ტვინის წინა, ძალიან მცირე ნაწილში უჯრედების კვდომა მიმდინარეობს, რაც ნეიროტრანსმიტერერის – აცეტილქოლინის გამომუშავებას ამცირებს, რომელიც სწავლისა და მეხსიერებისთვის გადამწყვეტია. ამასთანავე ტვინი ზომაშიც მცირდება, რაც მისი მუშაობის ეფექტურობასაც ამცირებს. კერძოდ კი ჰიპოცამპუსი, რომელიც მეხსიერების პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი მისი ნერვული უჯრედების დაახლოებით 5 პროცენტს კარგავს ყოველი განვლილი ათწლეულის შემდეგ, რაც 80 წლის ასაკში 20 პროცენტით შემცირებას ნიშნავს. თუმცა ამას გარდა, გარკვეული გარემო ფაქტორებიც ზრდიან მეხსიერების დაკარგვის სიჩქარეს, ასეთებია ცუდი გენები, რომლებიც მემკვიდერობით გადადის, ტოქსინებსა და საწამლავებთან ურთიერთობა (რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოხდეს) და აგრეთვე ჩვენი ცხოვრების სტილი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ – მოწევა, დალევა და არასწორი კვება. ვარჯიში, არა მხოლოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნისა და ჯანმრთელობისთვის არის კარგი, ის ზოგადად, გონებრივი ფუნქციის გაუმჯობესებისთვისაც აუცილებელია. არსებობს რამდენიმე ზოგადი რჩევა, რა ვქნათ იმისთვის, რომ მეხსიერების გაუარესებას შევუშალოთ ხელი, როგორც გაირკვა ამისთვის სულ არ არის საჭირო ველოდოთ შვილიშვილების შეძენას, თურმე ამაზე მუშაობა უნივერსიტეტის დასრულებისთანავე საჭიროა. როგორც უკვე ვთქვი, როდესაც ვავარჯიშებთ ტანს, თურმე ტვინიც ვარჯიშობს, მას მეტი ჟანგბადი მიეწოდება, რაც მნიშვნელოვანია, იზრდება სასარგებლო ტვინის ქიმიკატების ეფექტურობა, ხოლო ტვინის უჯრედები კი უფრო დაცულია. შემდეგი არის ძილის უკმარისობა, რომლის დროსაც ტვინს არ შეუძლია სრული დატვირთვით მუშაობა, კრეატიულობა, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი უნარები, კრიტიკული აზროვნება და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი უნარი ძლიერ ქვეითდება… რაც ნებისმიერ ასაკში საკმაოდ ცუდად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე. გაგიკვირდებათ და თურმე მეგობრებთან ურთიერთობა, სოციალურად აქტიური ცხოვრება და ურთიერთობები აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერებისთვის, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ვინც აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა, მეხსიერება უფრო ნელა უუარესდებათ. ამბობენ სიცილია წამალიაო, და ეს თურმე ტვინის შემთხვევაშიც მართალი ყოფილა. სიცილის დროს თავის ტვინის მრავალი სხვადასხვა ადგილი მუშაობს. სტრესი, რომელიც ფაქტიურად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის ცუდი და ხანდახან დამანგრეველიც კი. სტრესი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი ყოფილა, ქრონიკული სტრესი ტვინის უჯრედებს ანადგურებს და აზიანებს ჰიპოკამპუსს, რომელიც ახალი მოგონებების ფორმირებასა და ძველების აღდგენისთვის აუცილებელია. აგრეთვე დეპრესიაც უშლის ხელს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, სხვათა შორის დეპრესიის დროს ხშირად უჭირთ კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება, რაღაცეების დამახსოვრება და გახსენება.

ის უკვე გეცოდინებათ, რომ ხილი და ბოსტნეული კარგია ჯანმრთელობისთვის, თუმცა ჯანსაღი კვება მეხსიერებისთვისაც აუცილებელი ყოფილა. აუცილებელი ყოფილა თევზის ჭამა, ომეგა-3, რომელსაც შეიცავს თევზი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტია, აგრეთვე ნიგოზი, სოიო, გოგრის კურკა. სამწუხაროა, მაგრამ ყველი, არაჟანი, ნაყინი, რძე და წითელი ხორცი ძალიან ცუდი ყოფილა მეხსიერებისა და კონცენტრაციისთვის. ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავენ იცავენ ტვინის უჯრედებს. ხილის, უფრო კი ყურძნის წვენი და წითელი ღვინო – ძალიან მცირე რაოდენობით სასარგებლოა, ხოლო ალკოჰოლი დიდი რაოდენობით, და თანაც არაყი, ჯინი ან ლუდი კი ტვინის უჯრედებს კლავს. თავის ტვინსაც სჭირდება ენერგია და ძალა, ტვინის ‘დატენვა’ შეიძლება კარბოჰიდრატებით, მაგალითად მარტივი კაროჰიდრატებია შაქარი და თეთრი პური, ისინი სწრაფ აღმასვლას იწვევენ, მაგრამ ისევე სწრაფად ამთავრებენ მოქმედებას, ამიტომ ტვინისთვის საუკეთესო კომპლექსური კარბოჰიდრატებია – შავი ბრინჯი, ქატო და სხვა. ზოგადად კი მეხსიერებას კუნთსაც ადარებენ – თუ არ გამოიყენებ – დაკარგავ! რაც უფრო მეტად მუშაობს ტვინი, უფრო კარგად იმახსოვრებ ინფორმაციას. აგრეთვე ტვინის ვარჯიშისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლეების სწავლა, იქნება ეს უცხო ენა თუ სპორტის რაიმე სახეობა, ინსტრუმენტზე დაკვრა თუ სუდოკუ ან კროსვორდი, როდესაც რაღაც კარგად იცი, ტვინი იმდენად აღარ ვარჯიშობს, ამიტომ აუცილებელია მუდმივად ახლის ათვისება და გონების გარკვეული დაძაბვა. მოკლედ, როგორც გაირკვა მეხსიერების დაკარგვა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ცხოვრების წესს, იმას თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ, ვვარჯიშობთ თუ არა. როგორ ვურთიერთობთ გარშემომყოფებთან, ვებრძვით თუ არა უძილობასა და სტრესს და რაც მთავარია – ვაზროვნებთ თუ არა. იმისთვის, რომ მომავალში ნაკლები პრობლემები გვქონდეს, დღესვე უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეიძლება ცოტა გვეზარება, მაგალითად მივიღოთ ახალი ინფორმაცია, ვისწავლოთ რამე ან წავიდეთ სავარჯიშოდ. 25 წლამდე ძალიან ცოტა დამრჩა და მგონი დროა რაღაც-რაღაცეებს დავუკვირდე და ცოტა მაინც შევცვალო ჩემი ცხოვრება.

ყველაფერი ბლოგის შესახებ!

ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს (1) ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს.

ტიპები არსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების ან შექმნის გზებით.

პირადი/პერსონალური ბლოგიპირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.

კორპორატიული ბლოგიუმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც კომპანიაში გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.მედია ტიპის მიხედვითვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog). არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე. იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი (Phlog)

მოწყობილობის (device) მიხედვითბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA (???) შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog). ერთერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო საქმიანობაში.

ჟანრობრივიზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებანე როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).

 

კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგიკითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს (2) RSS სინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას. 

საზოგადოება და კატალოგინგი

(3) ბლოგოსფერობლოგოსფერო არის ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელი. რახან ყველა ბლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ისინი შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემა ან სოციალური ქსელი. „ბლოგოსფეროში წარმართული“ განხილვები მედიის მიერ მიჩნეულია, როგორც საზოგადოებრივი აზრი. ლოკალური ბლოგების კრებულს ხანდახანს ეძახიან (ბლოგობა?) Bloghood-ს.

ბლოგძიების სისტემებიბლოგძიების სისტემებით ეძებენ ბლოგების შიგთავსს. ასეთი სისტემებია: GoogleBlogSearch Bloglines, BlogScope და Technorati. ტექნორატი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ბლოგძიების სისტემებს შორის, უზრუნველყოფს უახლესი ინფორმაციის მიწოდებას, პოპულარული ძიებების და იარლიყების (tags) შესახებ, რომლებიც კატეგორიებად ყოფენ პოსტებს. კვლევითი საზოგადოება მუშაობს ძებნის ახალი გზებს გამოგონებაზე, keyword-ების გვერდის ავლით, რათა უფრო მარტივი გახდეს ბლოგოსფეროში წარმოდგენილი უზარმაზარი ინფომაციის ზღვაში ნავიგაცია. ერთი ასეთი პროექტია BlogScope.

ბლოგსაზოგადოებები და დირექტორიებიარსებობს რამდენიმე ონლაინ გაერთიანება რომლებიც აკავშირებს ხალხს ბლოგებთან და ბლოგერებს სხვა ბლოგერებთან. ასეთებია BlogCatalog და MyBlogLog.

ბლოგი და რეკლამაბლოგებზე ხშირია რეკლამის დამატების შესაძლებლობის არსებობა, ან ფინანსური მოგების მიღების მიზნით და ან ბლოგერის ინტერესების გამო. ბლოგების პუპულარობამ განაპირობა „მცდარი (მატყუარა) ბლოგების“ შექმნა, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მარკეტინგული ღონისძიებების გასატარებლად.2009 წლის 11 ოქტომბერს გაიშვა პირველი ქართული ბლოგ-კატალოგის ბეტა-ვერსია blogroll.ge

ქართული ბლოგოსფეროქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, აქტიურად ამუშავდა ქართული ბლოგინგის სისტემა log.ge თუმცა ყველაზე პოპულარული ქართული ბლოგები მაინც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული, უმეტესწილად Blogger.com და WordPress.com-ზე. თუმცა ამ უცხოური სისტემების მომხმარებელი საზოგადოება, ერთგვარ საინტერესო ბლოგ-ჯგუფს ქმნის და უდავოდ ყურადღების ღირსია.პირად ბლოგებზე ირჩევა საზოგადოებრივი პრობლემები, იწერება გასართობი, შემეცნებითი შინაარსის სტატიები. როდესაც სხვა მედია საშუალებები მიუწვდომელია, ქართული ბლოგოსფერო აქტიურად იწყებს ინფორმაციის მოძიებას და გავრცელებას. ამ მხრივ აღსანიშნავია როკოს ბლოგი, რომელმაც 2007 წელს ეროვნულ ინტერნეტ-კონკურში – topsite.ge – გაიმარჯვა, ნომინაციაში ”წლის საუკეთესო საინფორმაციო საიტი”.გარდა პირადი ბლოგებისა ქართულ ბლოგოსფეროში უკვე გამოჩნდა პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი ბლოგები, კულინარიული ბლოგები, სილამაზესთან და ქალურ რჩევებთან დაკავშირებული მრავალ-ავტორიანი ბლოგები. ასევე ბლოგები ფოტოგრაფიის, მუსიკის, ბიზნესის, ეკონომიკისა და საბანკო–ფინანსური სექტორის შესახებ.ასევე აღსანიშნავია პროექტი არტ-იდეა”, პირველი ქართული შემოქმედებითი workshop-ი, რომლის პოპულარობამ ყველა რეკორდი მოხსნა. აქ შემოქმედი ადამიანები იკრიბებიან და ყოველკვირეულ თემაზე, რომელიც ყოველ შაბათს იქვე ბლოგზე ქვეყნდება, თავის ნამუშევრებს გვთავაზობენ. დავალების შესრულების ვადად ერთი კვირაა მიჩნეული. პროექტი იმით არის აღსანიშნავი, რომ ნამუშევრების გარდა უხვია კომენტარები თითოეულ ნამუშევარზე და უკუკავშირი მომხმარებელთან ადვილი მისაღწევია.2010 წლიდან ქართულ ბლოგოსფეროში გამოჩნდა ახალი პროექტი blogging.ge, რომელიც მთლიანად ბლოგინგსა და სოციალური მედიის სიახლეებს ეძღვნება. ბლოგი განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ბლოგერებისთვის, ან უბრალოდ მათთვის, ვისაც სოციალური მედიის უახლესი ტენდენციები აინტერესებს.თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პროფესიული, თემატური ბლოგები დღემდე თითქმის არ არსებობს. ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის ამ ყველაზე მეგობრულ, უშუალო, ინტერაქტიულ და შედეგიან ფორმას დღეს საქართველოში არცერთი კომპანიის მარკიტინგული სამსახური არ იყენებს…

 

როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალ წელს, რომელიც ჩვენთან გაშლილი სუფრის ირგვლივ შემომსხდარი ახლობლების წრეში აღინიშნება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხვდებიან.

ახალი წელი ავსტრალიაში პირველი იანვრიდან იწყება, მაგრამ ზუსტად ამ დროს იქ ისეთი სიცხეა, რომ სანტა კლაუსი საჩუქრებს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი არიგებს.

იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს…იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ მათ ახალი წელი.

ბრიტანეთის კუნძულების მაცხოვრებლები – ინგლისელები, საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის გასაშვებად და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის “შემოსაშვებად’’. ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან: 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.

შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე(ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12-მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თვითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ “საცოლეებს, ხოლო გოგონები – “საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.

ბარსელონაში, მადრიდში, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ “საქმროებად”და “საპატარძლოებად”მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით “საქმროს”უნდა მოენახულებინა “საცოლე”და მიეტანა საჩუქარი – ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ “საცოლედ”საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.

ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია “პირველი დღის მაგია’’, რისი აზრიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებში და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში – იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება…

ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. “სამეფო”ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი “ხელმწიფება”გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთში დაავსტრალიაში.

ავსტრიაში საახალწლო სჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელ წელს კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა “ღორულ ბედნიერებაში მონაწილეობის მიღება’’.

შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად ეს არ მოხდა. მას შემდეგ შვეიცარიაში და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებნ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრკლაუსებს უწოდებენ.

ახალი წელი უნგრეთში ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად “მეკვლე’’, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან. რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.

იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის – ფიჭვის ტოტს(ბედნიერება), ბეჭედს(ქორწილი), თოჯინა(ბავშვის დაბადებას), ფულს(სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთი და იგივე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.

მუსულმანები იყენებენ მთვარის კალენდარს და ამიტომ, ყოველი ახალი წლის თარიღი 11 დღით წინ იწევს. ირანში (სპარსეთში) ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ადამიანები თესენ ხორბალს პატარა თეფშზე. ახალი წლისათვის იზრდება ჯეჯილი, რაც გაზაფხულისა და ახალი წლის დაწყებად ითვლება.

ინდუსები ახალ წელს იმის მიხედვით აღნიშნავენ, თუ სად ცხოვრობენ ისინი. ჩრდილო ინდოეთის მცხოვრებნი საკუთარ თავს ვარდისფერი, წითელი, იისფერი ან თეთრი შეფერილობის ყვავილებით რთავენ. სამხრეთ ინდოეთში დედები ტკბილეულს, ყვავილებსა და საჩუქრებს პატარა ლანგარზე აწყობენ. ახალი წლის დილას შვილები თვალდახუჭული ელოდებიან, თუ როდის მიიყვანენ მათ ლანგართან. ცენტრალურ ინდოეთში შენობებზე გამოფენენ ფორთოხლისფერ დროშებს. ინდოეთის ჩრდილოეთით ახალ წელს ოქტომბრის ბოლოს აღნიშნავენ, სახლების სახურავებზე ანთებენ პატარა კოცონს. ახალ წელს ყველა ინდუსი ფიქრობს სიმდიდრის ღმერთზე – ლაქშმიზე.

ბირმაში ახალი წელი პირველ აპრილს იწყება, ყველაზე ცხელ დღებში. მთელი კვირის განმავლობაში ადამიანები გემრიელად წუწავენ ერთმანეთს წყლით. იწყება წყლის ფესტივალი – ტინჯანი.

ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება. ყველა ადამიანი გამოსასვლელ ტანსაცმელს იცვამს და ერთმანეთს პატიებას სთხოვს წინა წელში მიყენებული უსიამოვნებებისათვის.

ებრაელებისათვის ახალი წელი წმინდა დროა. ამ დროს ადამიანები ფიქრობენ ჩადენილ ცოდვებზე და პირობას დებენ, რომ ყველაფერს გამოასწორებენ კეთილი საქმეებით. ბავშვებს ახალ სამოსს ჩუქნიან. ებრაელები აცხობენ პურს და მიირთმევენ ხილს.

ვიეტნამური ახალი წელი 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორს დგება. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ ყოველ სახლში ცხოვრობს ღმერთი და ახალ წელს ღმერთი მიემგზავრება ცაში, რათა იქ ამცნოს, თუ როგორ გაატარა ეს წელი ოჯახის თვითოეულმა წევრმა. ოდესღაც ვიეტნამელები თვლიდნენ, რომ ღმერთი ერთ-ერთი თევზის – კობრის ზურგზე დაცურავს. ახლანდელ დროშიც ვიეტნამელები ყიდულობენ ცოცხალ კობრს, ხოლო შემდეგ უშვებენ მდინარეში ან ტბაში. ამ ქვეყანაში არსებობს აგრეთვე ჩვენებური “მეკვლეს”მსგავსი სტუმარი.

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი პეტარდებითა და ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.

საბერძნეთში ახალი წელი – ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს.

ახალი წლის ღამეს იაპონელები ქუჩაში შეღებილები და მორთულები გამოდიან. მათთან ძალიან პოპულარულია ნიღბები. განსაკუთრებით პატივსაცემია ლომის ნიღაბი. ადამიანი ლომის ნიღბით საღამოობით ქუჩაში დადის, თავს ესხმის ბავშვებს და “კბენს” მათ. იაპონელების რწმენით ასეთი რიტუალი ბავშვებს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ახალი წლის პირველ დღეს, დილით ადრე ისინი გადიან “ახალგაზრდობის წყლის”სათავესთან, დგებიან სახით აღმოსავლეთისაკენ, წარმოთქვამენ შელოცვის მსგავს სიტყვებს და სამჯერ შესვავენ წყალს. ამ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს სულ რაღაც 200 წლის წინ დაიწყეს და მათთვის ყველაზე მთავარი იყო ახალი წლის დაწყებამდე ყველა საქმის მოსწრება. იაპონელები სახლის დალაგების პროცესს ჯერ კიდევ შუა დეკემბერში იწყებენ. მთელი ოჯახი ხელში იღებს ბამბუკის ცოცხებს, რომლებიც მხოლოდ ახალი წლისთვისაა განკუთვნილი (ეს საგნები ინახება ოჯახში მთელი წლის განმავლობაში და გამოიყენება მხოლოდ საახალწლოდ) და ერთად, სიცილითა და მხიარულებით ალაგებენ სახლს. იაპონიაში ახალი წლის ღამეს ჭამა არაა მიღებული და ადამიანები ადრევე იმისთვის ამზადებენ საჭმელს, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში არ მოუწიოთ მისი კეთება. ამ დღეებში, საერთოდ, არაა მიღებული მუშაობა, მზადება და მაღაზიებში სიარული.