ეკოლოგია

ეკოლოგია–ერთერთი მწვავე პრობლემაა არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მოკლედ რომ ვთქვად ეს პრობლემა მთლიან მსოფლიოს ეხება. დღეს შემოგთავაზებთ ეკოლოგიური ფრობლემების გადაჭრის გზებს. ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს მეგობრებო

ეკოლოგია (ბერძნ. oikos – სახლი, გარემო, და logos – შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი “ეკოლოგია” ზოგჯერ ცნების “გარემოს დაცვა” აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც “ეკოლოგია” აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო “გარემოს დაცვა” – ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არსებობს ტერმინის “ეკოლოგია” კიდევ რამდენიმე განმარტება:

მთა რუვენზორის ვეგეტაცია, უგანდა

  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ეკოლოგია.იმ საფრთხეებთან ერთან, როგორიცაა ტერორიზმი, ომები, ტოტალიტარული მმართველობის ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებენ თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებს, ეკოლოგია წამყვან ადგილს იკავებს. ეკოლოგიური საფრთხეების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია გამონაბოლქვი, რომელიც გამოიყოფა ადამიანისთვის კომფორტული და თანამედროვე მსოფლიოსთვის აუცილებელი ტრანსპორტის მოხმარებისას, რომლის რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ამიტომ, როგორც მსოფლიო პოლიტიკის, ისე მანქანის მწარმოებელი კომპანიებისთვის მთავარი ამოცანაა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემუშავება, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს დღეს არსებულ ავტომობილებს. არსებობს ინოვაციური, კონცეპტუალური მანქანები, რომლებსაც მომავლის მანქანებს უწოდებენ, თუმცა მათი მოხმარების პერსპექტივა დაახლოებით ათი წელია. ასევე აქტუალურია ალტერნატიული საწვავი საშუალებებისა და ელექტროენერგიის გამოყენება.

    რამდენიმე ხნის წინ ტელევიზიით ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს სახელმწიფო აპარატის მხოლოდ ელექტრომობილებით მომარაგებას. ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ კეთდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რამდენიმე მინისტრთან ერთად, თვითონ მართავდა ელექტრომობილს და ამ სიახლეზეც თავად პრეზიდენტმა ბრძანა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება და საქართველო გახდება ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე მსოფლიო ეგიდით. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ქვეყნის ინტეგრაცია მსოფლიოსთან ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც, შესაძლოა, მოგებიანად ითვლებოდეს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით, არამედ ის ცდილობს ინტეგრირება მოახდინოს და გახდეს მსოფლიოს თანასწორუფლებიანი და, შესაძლოა, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც ჩართულია მსოფლიოს გლობალური პრობლემების მოგვარებაში. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ და კულტურულ მნიშვნელობას, ეს ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ყოველი ქვეყანა დედამიწის ნაწილი და ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ყველა ერთად უნდა ზრუნავდეს იმ გარემოზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

    ამ კონცეფციის ნაწილია იმ ახალი მანქანების წარმოება, რომლებიც ალტერნატიულ საწვავ საშუალებებს იყენებენ. ამჟამად არსებობს ე.წ. მწვანე, ჰიბრიდული ტიპის მანქანები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. თბილისში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი საკმაოდ მაღალია და ჯერჯერობით არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ზუსტი პროგრამა და სტრატეგია, ჰიბრიდული მანქანები უკვე იყიდება და 500 მომხმარებელი, ნებსით თუ უნებლიეთ, უფრო მეტად ზრუნავს ქალაქის ეკოლოგიაზე. რას წარმოადგენს ჰიბრიდული მანქანა, რა ხდება თბილისში და, საერთოდ, საქართველოში ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით – ამ საკითხებზე გვესაუბრება „ტოიოტა ცენტრ თბილისის” დირექტორი ირაკლი გურჩიანი. „ტოიოტა ცენტრი თბილისი” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. მწვანე ანუ ჰიბრიდულ მანქანებს.

    ირაკლი გურჩიანი: „ტოიოტამ” 2000 წლიდან დაიწყო ჰიბრიდული ძრავის მანქანების წარმოება, რაც ითავსებს ბენზინის ძრავას და აკუმულატორს, რომელიც ავტომატურად იტენება. მოძრაობის დროს ის ავტომატურად ტენის აკუმულატორს და მანქანა მუშაობის დროს ისე გადადის ერთი რეჟიმიდან მეორეში, რომ მფლობელს არავითარი პრობლემა არ ექმნება; მას არ სჭირდება სპეციალური გადართვა. დღეს „ტოიოტა” უკვე მესამე თაობის ჰიბრიდულ მანქანებს აწარმოებს. მესამე წელია საქართველოში შემოსულია ჰიბრიდული მანქანები, თუმცა, მაღალი ფასის გამო ის ნაკლებად იყიდება. ამიტომ ამერიკიდან შემოვიტანეთ ხუთი წლის მანქანები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 300-400 ასეთი მანქანა გაიყიდა.

    – რამდენად ეკონომიურია ჰიბრიდული მანქანები, თუ ითვალისწინებს ქართველი მომხმარებელი მის ეკონომიურობას და ჩვენს ეკოლოგიურ პირობებს?

    – სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებელი ამაზე არ ფიქრობს. ის ჯერ არ არის დაინტერესებული გარემო პირობების გაუმჯობესებით და თავისი წვლილის შეტანით ამ საკითხში. მისთვის მთავარია პირველადი შენაძენის დროს გადახდილი თანხა. თუმცა, ჰიბრიდული მანქანები იმდენად ეკონომიურია ბანზინის მოხმარების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით, რომ შედარებაც არ შეიძლება სხვა მანქანებთან. მაგალითად, ჰიბრიდული ანუ მწვანე მანქანა, როგორც მას უწოდებენ, წლიურად 10 000 დოლარის ეკონომიას აკეთებს. ის ყოველ 100 კილომეტრზე (ქალაქგარეთ) ხარჯავს 2-4 ლიტრ ბენზინს. კილომეტრაჟი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გზის ხასიათზე – სწორია ის თუ მთაგორიანი. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვი, მანქანა ერთი რეჟიმიდან ავტომატურად ისე გადადის მეორეზე, რომ მძღოლი ამას ვერც კი ამჩნევს – მხოლოდ მწვანე ნათურა მიუთითებს მუშაობის რეჟიმს. ჰიბრიდული მანქანა ეკოლოგიურად სუფთაა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მცირე რაოდენობის საწვავს ხარჯავს, არამედ ბენზინის მოხმარების შემთხვევაში 1 კუბურ მეტრ ჰაერზე გამოყოფს მხოლოდ 84 მგ მავნე ნივთიერებებს, ანუ ნახშირორჟანგს, როცა ევროპული სტანდარტით დაშვებულია 150 მგ მავნე ნივთიერების გამოყოფა.

    – თქვენ ბრძანეთ, რომ ჰიბრიდული მანქანების წარმოების 11 წლის განმავლობაში დღეს უკვე მესამე თაობის მანქანებს აწარმოებენ. რას ნიშნავს მესამე თაობა და რა გაუმჯობესებაა წინა თაობებთან შედარებით?

    – თავდაპირველად მწვანე ანუ ჰიბრიდულ მანქანებს ჰქონდათ მოხმარების სამწლიანი გარანტია. შემდეგ იგი გაიზარდა 10 წლამდე. დღეს კი მას მუდმივი გარანტია აქვს. 2013 წლიდან „ტოიოტა” ოფიციალურად აცხადებს მხოლოდ ჰიბრიდული მანქანების წარმოების შესახებ. ეს იქნება სრულყოფილი მანქანა, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერი გეოგრაფიული პირობებისთვის. თბილისი მთაგორიანი ქალაქია, მთელ საქართველოშიც ბევრია რთული რელიეფის გზა. ამიტომ ეს მანქანა გამოიცადა საქართველოს გზებზე და ის იდეალური აღმოჩნდა ყველა სახის რელიეფისთვის.

    – რა დამოკიდებულება აქვთ ამასთან დაკავშირებით ბენზინის მწარმოებელ ქვეყნებსა და კომპანიებს? დღეს აშკარაა ტენდენცია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წარმოებისკენ, რადგან დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა ზრუნვას საჭიროებს. რამდენად ითვალისწინებს „ტოიოტა” იმ ფაქტს, რომ ჰიბრიდული მანქანა ძვირია?

    – კომპანიებისთვის, რომლებიც ბენზინს აწარმოებენ ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ისინი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ მსგავსი ტენდენციის დაბლოკვას და იმის პროპაგანდას, რომ ბენზინის ალტერნატიული საწვავი საშუალებები არ არსებობს. მაგრამ მსოფლიო მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისკენ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და დედამიწისთვის. დიდი მსოფლიო პოლიტიკა სწორედ აქეთკენაა მიმართული. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილის არსებობის დაახლოებით 100 წლის მანძილზე დედამიწის საწვავის მარაგი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებიდა, თითქმის ამოიწურა. დღევანდელი გათვლებით, დედამიწის წიაღში დაახლოებით 30-35 წლის მარაგია დარჩენილი. დედამიწა ამ მარაგს აღადგენს, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თუ მილიონობით წლის განმავლობაში დაგროვილი მარაგი 100 წელიწადში დაიხარჯა, ცხადია, ახალი მარაგი ვერ იქნება ეკონომიკისთვის მყარი დასაყრდენი. ეს ეკონომიკური საკითხია, რომელიც სულაც არ არის ჰარმონიაში დედამიწის ბუნებრივ ბალანსთან. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია. ის განიცდის ევოლუციას, ხდება ცვლილებები. არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრები და მათი სიძლიერე სწორედ ამ ბალანსის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული (სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა). ამავე დროს ადამიანი და მსოფლიო პოლიტიკა უკვე სერიოზულად ფიქრობს დედამიწის ეკოლოგიაზე. ამიტომ ყველა ინოვაცია, რომელიც ინერგება საავტომობილო ინდუსტრიაში, განიხილება როგორც სამომავლო სტრატეგია საზოგადოებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის.

    – რა ინოვაციებია ამჟამად მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში ამ თვალსაზრისით და რა მომავალი აქვს ელექტრომობილებს?

    – ახლახან ვიყავი საავტომობილო მსოფლიო გამოფენაზე ჟენევაში, სადაც წარმოდგენილი იყო კონცეპტუალური მანქანები, მათ შორის, ელექტროავტომობილები. თუმცა, მათ ჯერ კიდევ ათწლიანი პერსპექტივა აქვთ. ელექტროავტომობილი ძალიან პატარაა, ერთი დატენვის შემთხვევაში გადის მხოლოდ 30-60 კმ-ს. დატენვის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. სრული ბატარეა გადის მხოლოდ დაახლოებით 40 კმ-ს. წარმოიდგინეთ, რომ თბილისიდან ქუთაისში ჩასასვლელად დაგჭირდეთ ორდღენახევარი. დატენვას სამი საათი სჭირება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ პერსპექტივაა. მსგავსი მანქანების ინფრასტრუტქურა ძალიან ძვირი ჯდება. ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია, ტოკიოში მხოლოდ ერთი სადგურია, სადაც ელექტრომობილის დატენვა შეიძლება.

    – თუ არსებობს საწვავის სხვა ალტერნატივები?

    – მე გახლდით „ტოიოტას” ქარხანაში იაპონიაში, სადაც შიდა ტერიტორიაზე გამოიყენება მანქანები, რომლებიც წყალზე მუშაობენ. ამ შემთხვევაში გამოიყოფა მხოლოდ ორთქლი და ის სრულიად უსაფრთხოა ბუნებისა და ეკოლოგიისთვის. არსებობს მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული საწვავი, თუმცა, ამ შემთხვევეაშიც წვის დროს გამოიყოფა გარკვეული ნივთიერებები.

    – ბენზინის წვის შედეგად მიღებული გამონაბოლქვის გარდა, რა ეკოლოგიურ საფრთხეებს შეიცავს ავტომობილი?

    – არის კიდევ რამდენიმე მიზეზი, რაც აბინძურებს ჰაერს და საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას. ეს არის საბურავები. მანქანის მოძრაობისა და საბურავის ხახუნის შედეგად მასალა იშლება და ჰაერში იფრქვევა ნაწილაკები, რომლების აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ წამყვანი კომპანიები, როლებიც აწარმოებენ საბურავებს, მუშაობენ ტექნოლოგიის დასახვეწად. არის ეკოლოგიისთვის საშიში სხვა ფაქტორიც, რომელსაც მანქანა ქმნის: დამუხრუჭების შედეგად ფირფიტები, რომლებიც ეხახუნება ერთმანეთს, იშლება და ჰაერში აფრქვევს ადამიანისთვის სახიფათო ნაწილაკებს. საშიშია ზეთიც. დაძველებული ზეთი, რომელიც შეიძლება დაიღვაროს, ბუნებაში რჩება იგივე სახით და აბინძურებს გარემოს. თუმცა, ამერიკაში შეიმუშავეს აპარატი CLEAN BURN, რომელიც ზეთს, რომელიც უკვე გამოუსადეგარია, ამუშავებს და მიიღება სითბო. „ტოიოტა ცენტრ თბილისმა” შეიძინა CLEAN BURN-ის აპარატი და მას ვიყენებთ გათბობისთვის, რადგან რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე – გამუდმებით გვიგროვდებოდა ათ ტონამდე ზეთი. დღეს ეს ზეთი ბუნებისთვის აღარ არის საშიში. მეტიც, მას სასარგებლო მასალად გადავამუშავებთ, ისე რომ ბუნებას ზიანი არ ადგება.

    – რა მდგომარეობაა საქართველოში ტრანსპორტის ეკოლოგიური პოლიტიკის თვალსაზრისით? რამდენად ითვალისწინებს მომხმარებელი მანქანის ეკოლოგიურობას და რამდენად გაიზარდა მანქანების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში?

    – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მანქანების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა. დღეს მათი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 200 000-ს აღწევს. საქართველო ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისგან ყველა კრიტერიუმით და ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავება ჰქვია.

    დავიწყოთ იმით, რომ ევროპაში ხუთი წლის მანქანა უკვე მოძველებულია, მისი ტექნიკური დათვალიერება და მომსახურება იმდენად ძვირია, რომ ევროპელს არ უღირს ძველი მანქანის შენახვა და ტარება. ახალი მანქანა, ყველა პარამეტრით, ბენზინის გამონაბოლქვი იქნება ეს თუ საბურავები და სხვა კრიტერიუმები, რაც უკვე დავასახელეთ, ეკოლოგიურად შედარებით სუფთაა და უფრო უსაფრთხოა გარემოსთვის. ამავე დროს ევროპული ბენზინის სტანდარტი ძალიან მაღალია და მისი გამონაბოლქვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენთან ყველა ეს კრიტერიუმი იგნორირებულია. ევროპაში მოძველებული მანქანები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ჩამოდის და იყიდება. საქართველოში მოხმარებაშია 25 წლის მანქანები, რომელთა კრიტერიუმი ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფულია. აქ არ მოქმედებს ტექნიკური დათვალიერების ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა ევროპასა და განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში. ასე რომ, მომხმარებელი არ არის შეზღუდული, მისი ფინანსური დანახარჯი არ იზრდება და სანამ მთლიანად არ გამოვა წყობიდან, მანქანა მოხმარებაშია. დღეს თბილისში 10 000 ტაქსი მოძრაობს. მათი მუშაობიდან სახელმწიფოს არავითარი შემოსავალი არა აქვს. კარგი ინიციატივაა ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსების შემოყვანა, რასაც მერია ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით თბილისი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ქალაქებს შორის. ჩემი აზრით, საჭიროა მსგავსი ინიციატივის განხორციელება ქალაქში მოძრავ ტაქსებთან დაკავშირებითაც, რომელთა მუშაობა სრულიად გაუკონტროლებელია. ჰიბრიდული მანქანის უპირატესობა უდიდესია ყველა თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ ის ორ რეჟიმში მუშაობს და, შესაბამისად, ბენზინის გარეშე მუშაობისას გარემოს დაბინძურების პროცენტი ნულია, ბენზინზე მუშაობის დროსაც ის მიუთითებს მწვანე შუქით – მძღოლი ყოველთვის ხედავს, რომ ის არ აბინძურებს ჰაერს. მხოლოდ სიჩქარის მომატების შემთხვევაში მწვანე ფერი იცვლება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ დროს მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა. მწვანე შუქის სიჩქარეა 130-140 კმ/საათში. მეტი სიჩქარის დროს შუქი იცვლება, მაგრამ ეს ქალაქში თითქმის გამორიცხულია.

    საქართველოში არ შემოდის მაღალი, ევროპული სტანდარტის ბენზინი და გაუმჯობესების მიზნით არც ამუშავებენ მას. საქართველო მოიხმარს აზერბაიჯანულ ბენზინს, რომელიც ძალიან დაბალი ხარისხისაა. ეს ბენზინი მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში გამოიყენება. ბენზინგასამართ სადგურებზე არის მაღალი ფასისა და ხარისხის ბენზინი, მაგრამ მე, როგორც მომხმარებელი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეესაბამება ხარისხს და ფასს, რადგან ხარისხს არავინ აკონტროლებს, მონიტორინგი არ არსებობს.

    – რამდენად ეკოლოგიურია თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები?

    – ეს არის უკრაინული BOGDAN-ის წარმოების ავტობუსები, რომელთაც, ხუმრობით რომ ვთქვათ, ევროპაში საზღვარზეც არ შეუშვებენ.

    – არის თუ არა გარემოსთვის საფრთხე უკვე წყობიდან გამოსული მანქანა და როგორ შეიძლება მისი გადამუშავება ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს?

    – წყობიდან გამოსული მანქანა, შეიძლება ითქვას, რომ ნედლეულია. ლითონს გადაამუშავებენ, გადაადნობენ და ეს უკვე ახალი მასალაა ახალი მანქანის წარმოებისთვის. გადაამუშავებენ საბურავებსაც. ასე რომ, წყობიდან გამოსული მანქანა არ არის ნაგავი, რომელმაც შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს გარემოს.

    – აწარმოებს თუ არა „ტოიოტა” საბურავებს და თუ არის გათვალისწინებული ეკოლოგიური ფაქტორი ამ შემთხვევაში?

    – არა. „ტოიოტა”, ისევე როგორც მანქანის მწარმოებელი ყველა სხვა კომპანია, სარგებლობს იმ კომპანიების პროდუქციით, რომლებიც აწარმოებენ საბურავებს. ესენი არიან წამყვანი ბრენდები, რომლებიც გამუდმებით მუშაობენ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გაუმჯობესებაზე. „ტოიოტა” იყენებს DUNLOP-ის, BRIDGESTONE-ის, YOKOHAMA-ს საბურავებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი” ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში შემოყავს ჰიბრიდული ანუ მწვანე მანქანები.

    – თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველი მომხმარებელი ნაკლებად ითვალისწინებს მანქანის ეკოლოგიურ მახასიათებლებს, ჰიბრიდული მანქანის ეკონომიურობას და დაინტერესებულია პირველ ეტაპზე ნაკლები ფასის გადახდით. თვლით თუ არა რომ, ის ნაკლებადაა ინფორმირებული, გეგმავთ თუ არა ამის საკითხის პოპულარიზაციას, რათა ქართველი მომხმარებელი მეტად დაინტერესდეს ეკოლოგიური ფაქტორით და მისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიზარდოს?

    – რა თქმა უნდა. ჩვენ ვაპირებდით მსგავსი კამპანიის ჩატარებას, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა და კატაკლიზმებმა, რომლებიც ბოლო დროს მოხდა, ხელი შეუშალა ამ გეგმებს. სექტემბრიდან ვგეგმავთ აქტიური კამპანიის წამოწყებას ამ მიზნით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2013 წლიდან „ტოიოტა” ოფიციალურად აცხადებს, რომ აწარმოებს მხოლოდ ჰიბრიდულ მანქანებს. ის ფაქტი, რომ ჰიბრიდული მანქანა ძვირია, აღარ იქნება გადამწყვეტი – ახლა მათი რაოდენობა მცირეა, რაც ბუნებრივად იწვევე ფასის მატებას. თუმცა, რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფასიც დარეგულირდება.

    – რამდენ პროცენტს შეადგენს ამჟამად ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა საქართველოში და როგორი იქნება მათი გავლენა ქალაქისა და ქვეყნის ეკოლოგიაზე?

    – აქ პროცენტებზე საუბარი ზედმეტია. სულ ერთი წელია ვყიდით ჰიბრიდულ მანქანებს და მათი რაოდენობა 500-ს არ აღემატება. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ მათი პროცენტული რაოდენობა გაიზრდება, ეკოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან ბენზინის მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.

    წყარო: 1. http://www.google.ge

    2. http://www.icode.ge

6 thoughts on “ეკოლოგია

  1. აქტუალური პრობლემააა 🙂 წარმატებებიიი 🙂 უნდა დავიცვათ ბუნება… 🙂

Leave a comment