ინტერნეტ დამოკიდებულება

დღეს გთავაზობთ ინტერნეტ დამოკიდებულებას რომელიც ყველა ჩვენგანშია ეს პრობლემა . ჩემდა სამწუხაროდ მეც ინტერნეტ დამოკიდებული ადამინაი ვარ. ამ ტექსტს კითხულობთ, ანუ ინტერნეტში ხართ. იცოდით რომ არსებობს ფსიქიკური დაავადება ინტერნეტ დამოკიდებულება?! პოსტი მოგითხრობთ ინტერნეტდამოკიდებული ანუ ინტერნეტმანიით შეპყრობილი ადამიანების შესახებ და ზოგადად ინტერნეტდამოკიდებულების შესახებ, ამიტომ გაეცანით და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება .

რა არის ინტერნეტდამოკიდებულება და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? კომპიუტერულმა თამაშებმა, რომლებიც თავისთავად იწვევენ დამოკიდებულებას, შესაძლოა ადამიანი იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ მას უბრალოდ კომპიუტერის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლოს. შესაძლოა ითქვას, რომ ინტერნეტდამოკიდებულება თითქმის არაფრით განსხვავდება ალკოჰოლდამოკიდებულებისა და ნარკოდამოკიდებულებისგან.

სახეობები და სიმპტომები…

ინტერნეტდმოკიდებულება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იქნას გამოწვეული. განსაკუთრებით აქტუალური კომპიუტერული თამაშებია. თამაშების შესაძენად ადამიანები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ონლაინ აუქციონებია. მეორე მიზეზი გახლავთ შემდეგი, როცა ადამიანს ამა თუ იმ ინფორმაციის გაგება მხოლოდ ინტერნეტით სურს, უბრალოდ არც ცდილობს სხვა წყაროები მოძებნოს. სიტუაცია განსაკუთრებით საშიში მაშინ ხდება, როცა პიროვნებას აღარ აქვს სურვილი ურთიერთობა ჰქონდეს გარშემომყოფებთან და ჩაერთოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად მარტოსული ადამიანებისთის, სოციალური ქსელები ერთადერთი გზაა იმისათის, რომ საკუთარ მარტოობაზე არ იფიქროს. მაგრამ თვისებად ქცეული ინტერნეტურთიერთობა ფსიქოლოგიური პრობლემების წარმოქმნის პირველი ნიშნებია.

ნარკოტიკზე საშინელი…

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტდამოკიდებულების მკურნალობა, ნარკოტიკდამოკიდებულებაზე მკურნალობასთან შედარებით, საკმაოდ რთულია. ასეთ შემთხვევაში, ამ „სენისგან“ ადამიანის განკურნება მისი ცხოვრების სტილის სრულ ცვლილებას ნიშნავს. თუმცა, მავნე ჩვევისგან განთავისუფლება პრობლემის სრულ მოგვარებას არ ნიშნავს. მაგალითად, მედიცინაში ბევრია ისეთი შემთვევა, როცა ადამიანი განკურნების პროცესში ერთ მავნე ჩვევას უბრალოდ მეორით ანაცვლებდა. არ შეიძლება საქმე თვითგანადგურებამდე მივიდეს!

კომპიუტერული თამაშები და ქალბატონები…

აღნიშნული პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. რთულია ითქვას, რომ მარტივია კომპიუტერზე უბრალოდ უარის თქმა. ეს პრობემა განსაკუთრებით მძაფრი ქალბატონების შემთხვევაშია. დაქორწინებული სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც კომპიუტერული თამაშებით არიან გატაცებულნი, ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ კარიერულ წინსვლაზე, ოჯახის მოვლასა და შვილების პატრონობაზე. ეს კი სავალალო შედეგამდე მიდის. მათ ოჯახი ენგრევათ, კარიერაზე რომ არაფერი ვთქვათ და მარტოსულნი საკუთარ კომპიუტერებთან ერთად რჩებიან. ასე რომ სანამ ასეთ შედეგამდე მივა ქალი, მანამდე უნდა მიიღოს გარკვეული ზომები!

ინტერნეტდამოკიდებულება და მამაკაცი…

ქალი თუ უბრალოდ სიამოვნებას იღებს, ერთობა და სხვა არაფერი აინტერესებს კომპიუტერული თამაშების გარდა, მამაკაცი ყველაფერთან ერთად აგრესიასაც გამოხატავს. შედეგად კი შესაძლოა ოჯახის წევრებზე ძალაც იხმაროს და ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულამდე მივიდეს. ისინი ვეღარ იტანენ საკუთარ ოჯახის წევრებს, რომლებიც სთხოვენ მოსწყდნენ აღნიშნულ საქმეს. გამოხატავენ აგრესიას მათ მიმართ და უგულვებელჰყოფენ მათ ხვეწნასა და მუდარას.

განკურნება…

ამ მავნე ჩვევისგან განთავისუფლება საკუთარი ძალებით ძალიან რთულია. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის ჩარევა და მისი მითითებების ასი პროცენტით შესრულება. ამასთანავე, საჭიროა საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა. ყველაფერთან ერთად საჭიროა ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებსაც დამაწყნარებლის ეფექტი აქვთ, რადგან განკურნების პერიოდში ადამიანის ნერვული სისტემა ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.youtube.com

3. http://www.ambebi.ge

 

7 thoughts on “ინტერნეტ დამოკიდებულება

  1. mec xshirad internetshi var da dzalian sajiro nivtia kompiuteri, magram internetdamokidebuls ver davarqmev chems tavs, es ukve gadajarbebulia 😦 rac dzalian cudia adamianis janmrtelobistvis 😦 es dzalian aqtualuri temaaa dges-dgeobit da axalgazrda taobis mdzime senia,… imedia xalxi ipovis zgvars, rasac ar gadascdeba… 🙂 rac dzalian kargi iqneba 🙂

  2. Mec vetanxmebi yvelas , chemtviac dzalian shemoyolia da verc vshordebii .. aris uamravi paqtebi imisa rom qalbatonebi internetshi atenebe da agameben da imis tqmac shemidzlia rom chvili bavshvi gadaagdo panjridan dedam , radgan shvilma tirili daiwyo da moacdina igii .. amitom gadachris gzebi uamravi shens postshi da mecc gavitvaliswineb aucileblad .

  3. გეთანხმები, ჩემს შემთხვევაში ფსიქოლოგების დახმარებაა საჩირო . იმდენად ვარ შეჩვეული .

  4. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი აღიარებს რომ არის ძალიან დამღუპველი მეც შევუერთდები მათ . ყველაზე დიდი პრობლემა დღეს–დღეობით ჩვენი თაობისთვის. აგრესიულები და უძილოები და ყველაფერი ცუდი ერთად .

Leave a comment