საქართველოს ბუნება

საქართველო უმშვენიერესი ქვეყანა.ბევრჯერ თქმულა და ახლაც გავიმეორებ,რომ საქართველოს ერთადერთი სიმდიდრე ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით,არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით.საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი  ბუნებაც უყვართ და მის  განსაკუთრებულობაზე საუბარიც. ამიტომ, ვისაუბრებ საქართველოს ბუნებაზე .

საქართველოს ბუნება — საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სსრ ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის ყოველთვიური სამეცნიერო-საწარმოო-პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1959 წლიდან. იბეჭდებოდა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წერილები ბუნების დაცვის საკიტხებზე, მხატვრული ნაწარმოებები (მოთხრობები, ლექსები, ჩანახატები და სხვა), ბუნების დამცველთა შრომისამსახველი სტატიები, მასალები ბუნების ძეგლებზე, რეცენზიები და სხვა. ტირაჟი 36 ათ. (1980)

საქართველოს დაცული ტერიტორიები – საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიშეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 495 892 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული. 2009 წლის მონაცემებით საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 17 აღკვეთილი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.

დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი,ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდინარე ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

კოლხეთის დაბლობზე აკლიმიზირებული ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია (შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან).

აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობი ზონის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა ველის სახეობებისა, აქ მრავლადაა წარმოდგენილი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.

ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ქურციკი, ჭალის გარეული ღორი, შველი, ირემი, ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა. თბილისის მიდამოებშია ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი – ფუღუ, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი.

აღმოსავლეთ საქართველოს სტეპები, ნათელი ტყეები და ნახევრადუდაბნოები ხელსაყრელ პირობებს უქმნის ქვეწარმავალთა მრავალსახეობას.

საკმაოდ მრავალფეროვანია მთის ტყის ფაუნა. აქ ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, კურდღელი, ციყვი,კავკასიური თრია და სხვ. მტაცებლებიდან კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, ფოცხვერი და სხვ.

ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს – აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.

მაღალმთიან ზონაში დიდი რაოდენობითაა ფრინველი.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში აკლიმიტიზირებულია მრავალი ცხოველი. მათ შორის: ალთაური ციყვი, გამბუზია, სარკისებრი კობრი, სიგი და სხვა.

საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც.

http://www.myvideo.ge/?video_id=1727268

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.myvideo.ge

3.wigni

10 thoughts on “საქართველოს ბუნება

  1. რა ლამაზი ბუნება გვაქვს !:) აი შენ კი უღემესი მადლობა ასეთი შესანიშნავი იმფორმაციისთვის ყოჩაღღ!!!

  2. ძალიან საინტერსო თემაა…. 🙂 საქართველოს ბუნება ძალიან მრავალფეროვანია და ვინც ნახულობს ყველა იხიბლება მისი ხილვით, მას აქვს რაღაც ისეთი, რითაც აჯადოვებს ყველას 🙂

  3. სამწუხაროდ ბევრი ისეთი ცხოველები და მცენარებიი შეტანილია წიტელ წიგნში. კაი იყო ❤

  4. Saqartvelos buneba ess cheveni simdidreaaa ❤ 🙂 ar aviwyebb moqalaqebs ro saqartveloss bunebac arsebobss ! da kide sxva mnishvnelovan temebs maxarebss dzaliann ! : ) )

  5. კარგია , როცა ისეთ თემებს ეხები რაც მეტად აქტუალურია და გასაგები და რაც მთავარია დავიწყებას არ აძლევ ხალხს მნიშვნელოვან თემებზე , წარმათებები 🙂

Leave a comment