გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე–ერთერთი ყველაზე ნიჭიერი და პატივსაცემი პიროვნება ქართულ პიოეზიაში. იგი ცნობილია, როგორც „მეფე-პოეტი,“ თანამედროვე ქართული პოეზიის ფუძემდებელი, და ალბად ყველა თუ არა უდიდესი ნაწილი დამეთანხმებით იმაში რომ მის ლექსებში მართლაც იგრძნობოდა ის რაც სხვაგან არა. მე მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება გაგაცნოთ მისი ბიოგრაფია. თუმცა დარწმუნებული ვარ მის შესახებ აქამდეც მრავალი გსმენიათ, მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ჩემი პოსტი დაგეხმარებათ გაიგოთ აქამდე უცნობი დეტალები მის შესახებ.. გმადლობთ ყურადღებისთვის.

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში — გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნისქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლისმღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა დაპეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” ავტორს “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა “გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს”. 1924 წელსიგი იყო ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები “კავკასიონი”, “ბედი ქართლისა” და ა.შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია “მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში”, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

გალაკტიონ ტაბიძე – ”შერიგება”

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.youtube.com

3.ka.wikipedia.org

 

ქეთევან დედოფალი

ქეთევან წამებული- პიროვნება რომელმაც არაფერი დაიშურა იმისთვის რომ ქრისტიანული რელიგია დავიწყებას არ მისცემოდა.ძნელია ვინმეს ღვაწლს შევადაროთ მისი ასეთი თავდადება სარწმუნოებისათვის, თუმცა აქ აღსანიშნაია შუშანიკ წანებული აბო თბილელი და სხვანი ..

ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624) — კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე,აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.

თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.

რამდენადაც ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბასმა, აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ვერ გადაწყვიტა (იგულისხმება ქვეყნის სრული გამაჰმადიანება და დამორჩილება) 1613 წელს ძლიერი ლაშქრით მოადგა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარს. ქეთევან დედოფალი რომელიც თავის ახალგაზრდა ვაჟთან მეფე თეიუმრაზ ერთად ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას, საზღვარზე შეხვდა შაჰ-აბასს და სცადა მისი გადარწმუნება, რომ მის ლაშქარს ქვეყანა არ აეოხრებინა. შაჰმა თავიდან თავის ნამდვილ განზრახვაზე უარი განაცხადა, ცოტას წავინადირებ და უკან დავბრუნდებიო. როდესაც ქეთევანი უკან ბრუნდებოდა, მას დაეწია შაჰის ლაშქარი და დაატყვევა. ამის შემდეგ შაჰ-აბასის ჯარი შემოიჭრა აღმოსავლეთ საქართველოში რასაც შედეგად მოჰყვა თეიმურაზ მეფის გადასვლა იმერეთში, შაჰის ლაშქარმა ქვეყანა ააოხრა და ტყვედ წაიყვანა 60 000-მდე ქართველი ირანში. აღმოსავლეთ საქართველოში მან თავისი გამგებელი დანიშნა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფალი იმყოფებოდა ირანის ორ სხვადასხვა ქალაქში, ჯერ განჯაში და მერე აშრაფში, ხოლო 1620 წლიდან გადააგზავნეს შირაზში თავის 40 თანმხლებ პირთან ერთად, რომელსაც მართავდა გამაჰმადიანებული ქართველი იმამყული-ხან უნდილაძე. შირაზში ყოფნისას ქეთევან დედოფალმა კონტაქტი დაამყარა კათოლიკე მისიონერებთან. ქართველი კათოლიკე მღვდლის მიხეილ თამარაშვილის პირად არქივში დაცულია პორტუგალიელი მისიონერის, ავგუსტინელი ბერის პატრი ამბროზიოს რელაცია „ქართველი მეფის დედის, ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილი ირანის შაჰის ბრაძანებით“. პატრი ამბროზიოს თქმით ქეთევანი შირაზში ცხოვრობდა როგორც შინა პატიმრობაში მყოფი ტუსაღი, ხანდახან იმამყული-ხან უნდილაძეს თუ ესტუმრებოდა ხოლმე. იგივე პატრი ამბროზიო თავიდან იმედოვნებდა, რომ ქეთევანი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, მიუხედავად ძალზე დადებითი ურთიერთობისა ქართველ დედოფალსა და კათოლიკეებს შორის, პატრის ეს იმედი არ გამართლდა.

ურთიერთობის გამწვავებას ქეთევან დედოფალსა და შაჰ-აბასს შორის თავისი მიზეზები ჰქონდა. რამდენიმე ხნით ადრე შაჰ-აბასსმა შემოუთვალა იმამყულიხან უნდილაძეს, რომ ქეთევანი ან უნდა გამაჰმადიანებულიყო და გამხდარიყო მისი მეუღლე, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისი უხვად დასაჩუქრება, ან არადა მას საშინელი სიკვდილი ელოდა. ამავე დროს გათვალისწინებული იყო, ქეთევანთან ერთად მძევლად მყოფი თეიმურაზის ორივე ვაჟის დასაჭურისება. ამის გამო იმამყული-ხანი 3 თვის მანძილზე ინახავდა შაჰის ბრძანებას და ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა ქეთევანი რომ დამორჩილებოდა შაჰის ბრძანებას და ამ გზით თავი გადაერჩინა. მეფე თეიმურაზის მიერ აღწერილ პოემაში ქეთევანის წამებაზე, სეფიანთა ეს ქართველი მოხელე ორ ცეცხლს შუა არის ჩავარდნილი. მის ამ თხოვნაზე ქეთევანს შემდეგი სიტყვებით უპასუხია: „ფრიად მადრიელ ვარ და მაქებელ კაცობრიობითსა ლმობასა მაგას შენსა, ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის, მაგრამ შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა“.

სომეხი მემატიანე არაქელ თავრიზელი, იკვლევდა რა შაჰ-აბასის ამ გადაწყვეტილების მოტივებს, აღნიშნავდა, რომ შაჰს ჰქონია საუბარი გამაჰმადიანებულ ქართველებთან რომლებიც ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იმავდროულად მათი დედები ქრისტიანობას ინარჩუნებდნენ. შაჰისთვის ეს ფენომენი მიუღებელი და თანაც აუხსნელი რჩებოდა. ამაზე მათ უპასუხნიათ შაჰისთვის, რომ მათი დედები სწორედ ქეთევან დედოფლის მაგალითით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ახალ რჯულზე არ გადადიოდნენ. შაჰს ამის შემდეგ გულში ჩაუდია შურისძიება. შურისძიებას რაც შეეხება მას საამისოდ ასევე სხვა საფუძვლებიც ჰქონდა: 1) ქეთევანის როლი კახეთში პროირანულად განწყობილი უზურპატორის, კონსტანტინე მეფის დამარცხებაში. 2) 1615 წლის კახეთის აჯანყება 3) 1618 წელს მეფე თეიმურაზის და ქართველთა ჯარის მონაწილეობა ოსმალებთან ერთად ერთ ანტიირანულ სამხედრო კოალიციაში, როდესაც მათ შემოუტიეს სეფიანთა ირანს და ლამის აიღეს არდებილი, სეფიანთა დინასტიის აკვანი. 4) 1622 წელს თეიმურაზის ჩასვლა სტამბოლში სადაც ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ანტი ირანული კოალიციის შესაქმნელად. 5) შაჰს ასევე აღიზიანებდა თეიმურაზის კავშირები რუსთთან. როგორც ცნობილია თეიმურაზი რუსეთის სამეფო კართან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რათა, მოსკოვს თავის მხრივ აემოქმედებინა ყველა დიპლომატიური საშუალება ირანში მძევლად მყოფი დედისა და შვილების გასათავისუფლებლად.

ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სიტყვებით, შაჰის წინადადებაზე: „ქეთევანმა უარი განაცხადა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი საოცრად ურყევი სიმტკიცითა და გამბედაობით“. იგივე შარდენი ვარაუდობს, რომ ქეთევანის შერთვა შაჰს მხოლოდ და მხოლოდ თეიმურაზზე შურისძიებისთვის უნდოდა. ბაროკოს ეპოქის გერმანელი პოეტის ანდრეას გრიფიუსის დრამაში „კატარინა ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“ მცდარი შეხედულებაა წინა პლანზე წამოწეული, თითქოს შაჰ-აბასის გაბოროტება, ქეთევანის მხრიდან მისი უარყოფილი სიყვარულის შედეგი იყო. არადა ისტორიულად ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 20 წლის წინ ქეთევანის ასული ჰყავდა ცოლად შერთული.

ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს.

ქართველი მემატიანე ბერი ეგნატაშვილი თავის „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ წერს: „ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი (იმ დროინდელ საქართველოში „ფრანგი“ ზოგადად კათოლიკეს აღნიშნავდა) და აიღეს წმინდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თვისთათანა“ ქართველი მემატიანე აქ სწორედ პორტუგალიელ მისიონერებს გულისხმობს.

პატრმა ამბროზიომ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე დღეში მართლაც ამოთხარეს ქეთევანის საფლავი და მოიპოვეს წმინდანის ნეშტი. მაგრამ მისი ჩატანა საქართველოში მხოლოდ 1628 წლის ივნისის დამდეგს მოხერხდა. ანუ თითქმის სამი წლის შემდეგ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ასევე ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). საქართველოში პატრმა ამბროზიომ მეფე თეიმურაზს პირადად გადასცა ქეთევანის წმინდა ნაწილები, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძარში იქნა დაკრძალული.

ქეთევანის წამებას შედეგად მოჰყვა საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის ჯერ არნახული აღზევება. ამის შედეგი იყო 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც განადგურებულ იქნა სეფიანთა ირანის ლაშქარი შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან, ყარჩიხა-ხანთან ერთად, შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის პირზე მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი იმდენად დაზარალდა, რომ ფაქტიურად ბრძოლისუნარიონობა დაკარგა.

ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა „გურჯისტანის“ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც გულისხმობდა როგორც ელიტის ისე ქვეყნის მთელი მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას.

მეფე თეიმურაზი თავის პოემაში ქეთევანს დედოფალს ათქმევინებს შემდეგ სიტყვებს: „შვილსა ჩემსა თეიმურაზსა ძლევა მიეც მტერსა ზედა, ღვაწლთა ჩემთა აღმწერელი, ედემს დასვი ტახტსა ზედა.“ ხოლო თავად მეფე თეიმურაზს კი მწარედ აღმოხდება თავისი დედის წამების გამო: „მე ავაზაკი, შემცოდე ახლოს არ ვიყავი ვინანი, მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი.“

წყარო:1.  www.google.ge

2.  ka.wikipedia.org

3. http://www.youtube.com