პარიზი

პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2004 წლის მონაცემებით 2.144.700 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 9,9 მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი – 11,5 მილიონი (1999).

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

სახელი

პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum, (ფრანგ. Lutèce ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან “პარიზიო”, რაც “მუშა ხალხს” ან “ხელოსნებს” ნიშნავს.

პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, როგორიცაა “სიყვარულის ქალაქი”, მაგრამ ყველაზე განთქმულია “La Ville-Lumière” (“სინათლის ქალაქი”). ზედმეტსახელი “სინათლე” მიიღო უფრო პირდაპირი გაგებით, როდესაც პარიზი გახდა ევროპის ერთ–ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ქუჩები გაზის სანათებით ჰქონდა განათებული. 1817 წლიდან Passage des Panoramas იყო პარიზის პირველი გაზით განათებული გამზირი.

მე–19 საუკუნის შუა ხანებიდან, პარიზი ცნობილი იყო როგორც Paname ([panam]), პარიზულ სლენგში. (Ltspkr.pngMoi j’suis d’Paname,ე.ი. “მე ვარ პანამიდან”).

მცხოვრებლები ცნობილი არიან როგორც პარიზელები, ხოლო ფრანგულად Parisiens ([paʁizjɛ̃]) და Parisiennes. პარიზელებს ასევე ეძახდნენ Parigots ([paʁiɡo]) და Parigotes, ტერმინი პირველად გამოყენებული იქნა 1900 წელს, პარიზის რეგიონის გარეთ მცხოვრებთა მიერ.

წყარო: 1. https://www.google.ge/search?q=%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=ce1bUuDoDsTnswbgkYC4Aw&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1440&bih=809&dpr=1#facrc=_&imgdii=_&imgrc=E-KNLwkp9H1imM%3A%3B9yOQ_tUJ1flmLM%3Bhttp%253A%252F%252Fweek.ge%252Fuploads%252Fposts%252F2012-05%252F1337074218_322f91a1edc3-1.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fweek.ge%252Findex.php%253Fnewsid%253D13519%3B1000%3B750

2. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა

მცხეთობა, სვეტიცხოვლობაკვართის დღესასწაული — ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში,სვეტიცხოველში14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასწმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებსელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ სვეტიცხოვლობას! უფლის წმინდა კვართის სურნელება და მადლი მოფენოდეს თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს ! …

წყარო: 1. http://www.youtube.com/watch?v=Tfn78AojshU

2. https://www.google.ge/search?q=%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=qeZbUry1M8estAb-j4H4Dw&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1440&bih=809&dpr=1#facrc=_&imgdii=s1TNMgSZkkHpvM%3A%3BsAFYtArmJ2jEOM%3Bs1TNMgSZkkHpvM%3A&imgrc=s1TNMgSZkkHpvM%3A%3Bcl1Pia4ePRav3M%3Bhttp%253A%252F%252Fs59.radikal.ru%252Fi166%252F1010%252Fcf%252Fb374013b81b4.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fclub.geurasia.org%252Flofiversion%252Findex.php%253Ft20178.html%3B320%3B225

3. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90