მუსიკა

მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა:ქორეოგრაფიათეატრალური ხელოვნებაკინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონიაპოლიფონია,ჰეტეროფონია) მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

რა არის ჩემთვის მუსიკა? არ ვიცი, ჩემთვის ძნელია ემოციების და გრძნობების სიტყვიერად გადმოცემა. არ არსებობს თუნდაც ერთი სიტყვა რომელიც ჩემს მუსიკასთან დამოკიდებულებას აღწერს. მე მჯერა მუსიკის ძალის. მჯერა რომ მას მშვიდობის და არეულობის მოტანა შეუძლია, შეუძლია ატირებული გააცინოს და გაცინებული აატიროს. ის არაფერია ადამიანის გარეშე და ადამიანი არაფერია მის გარეშე.. ვუსმენ ყველანაირი ჯანრის მუსიკას თუმცა უპირატებოსას ვანიჭებ იმას  რაც ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს დგას და არა იმას რაც მოდაშია..
ჩემთვის მუსიკა ცხოვრების ნაწილია.

წყარო: 1. www.google.ge

2. http://ka.wikipedia.org

3. http://www.youtube.com/