”Guns N’ Roses”-განს როუს

დღეს  გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ჩემი საყვარელი და ცნობილი როკ ჯგუფი ” Guns N’ Roses” . ეს როკ ჯგუფი ერთ-ერთი ცნობილი
ჯგუფია , რომელსაც გაჩნია დიდი ისტორია .

Guns N’ Roses — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს ანჯელეში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლი მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი – შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მძიმე როკ-ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Apetite For Descution 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle  გამოყენებულია კლინტ ისტვუდის  1988 წლის ფილმში სასიკვდილო სია.

ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-ანების და ადრეული 1990 წლების მძიმე როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი  წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, Guns N’ Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო მგლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.

ექსლ როუზი .

უილიამ ექსლ როუზი (დაბადების სახელი – უილიამ ბრიუს როუზი, დ. 1962 წლის 6 თებერვალს) — ამერიკელი მუსიკოსი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯგუფის Guns N’ Roses  ლიდერი და წამყვანი ვოკალისტი. იგი ამჟამად არის ამ ჯგუფიდან დარჩენილი ერთადერთი ორიგინალური წევრი.

როგორც Guns N’ Roses -ის ვოკალისტმა, როუზმა მოიპოვა დიდი წარმატება და აღიარება.1980-1990-იან წლებში მან, ჯგუფთან ერთად, რამდენიმე რეკორდი დაამყარა, განსაკუთრებით – კონცერტებზე ბილეთების გაყიდვის მხრივ. 2001 წლამდე იგი არ ჩნდებოდა მასმედიის წინაშე. მოგვიანებით იგი გამოჩნდა Guns N’ Roses -ის შემადგენლობაში ფესტივალზეRock in Rio და დრო და დრო მართავდა საკონცერტო ტურებსაც. მისი უკანასკნელი პროექტი იყო ალბომი და ტური Chinese Democracy (2008). ეს ალბომი 10 წლის მანძილზე იწერებოდა.

გამოცემამ Hit parader  როუზი დაასახელად ყველა დროის საუკეთესო მეტალ ვოკალისტების სიის #11 პოზიციაზე, ხოლო ჟურნალმა როლინგ  სტროუნი – ყველა დროის 100 საუკეთესო ვოკალისტის სიის #64 პოზიციაზე. გამოცემამ Roadrunner ექსლი დაასახელა მეტალის ისტორიის ჯგუფები 50 საუკეთესო ლიდერის სიის #4 პოზიციაზე. რესურსმა Musicradar მას 2010 წელს უწოდა ყველა დროის #1 წამყვანი ვოკალისტი.

ალბომის პირველი სიმღერა ”Welcome To The Jungle ..