ვულკანი

 258
ვულკანი (velcanus-ალი,ცეცხლი-ლათ.) არის დედამიწის ქერქის არხებზე და ნაპრალებზე გაჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნი,რომლითაც დედამიწის ზედაპირზე ამოიფრქვევა ლავა,ფერფლი,ცხელი გაზები,წყლის ორთქლი და სამთო ქანების ნამტვრევები.ვულკანები არსებობს:მოქმედი,დაძინებული  და ჩამქრალი,ხოლო ფორმის მიხედვით: ცენტრალური და ნაპრალებიანი. ვულკანის მექანიზმი  შედგება შემდეგი ნაწილებისგან: მაგმატური კერა(დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში),ყელი,კონუსი და კრატერი.ამჟამად ატქიური მოქმედი ვულკანებია: კლიუჩევსკისა და ავაჩინსკის სოპკა(რუსეთი), ისალკო(სალვადორი), მაუნალოა(ჰავაის კუნძულები), ტახუმულკო(გვატემალა), სანტა-ანა(სალვადორი), ირასუ(კოსტა-რიკა), ვეზუვი,ეტნა(იტალია) და სხვები.
მაგმა(Magma-სქელი საცხი-ბერძ.) არის სილიკატური შემადგენლობის გამდნარი მასა,წარმოქმნილი დედამიწის ღრმა ზონებში.დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვეულ მაგმას ლავა ეწოდება.მაგმა მიისწრაფვის ზედაპირისკენ,ამ დროს გამოიყოფა წყლის ორთქლი და გაზები,რომლებიც ფართოვდება როცა გადაეყრება წინააღმდეგობას,მათი განთავისუფლება ხდება აფეთქების გზით.სწორედ ეს აერის ვულკანის ამოფრქვევა,რომლის დროს დედამიწის ზედაპირზე ამოტანილია მაგმაც.ის სწრაფი გაციების შედეგად გადაიქცევა ვულკანუს წიდად.
ძირითადად 6 ვულკანურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული საშიშროებანი,ესენია: ლავების ნიაღვარი,ფერფლი,ვულკანური ტალახის ნიაღვარი,ვულკანური წყალდიდობა,ალმოდებული ღრუბლები და გამოყოფილი გაზები.
ლავა გაცხელებულია 900-1100 ° C,ის ამოიღვრება პირდაპირ ნაპრალებიდან მიწაზე,ან გადმოიღვრება ვულკანის კრატერიდან და მიედინება მთის ძირისაკენ.ლავის ნიაღვრის საშუალო სიჩქარეა 60 კმ-საათში.ის მიედინება უფრო ჩქარა თუ მთას აქვს დიდი დახრა,საშიშროება წარმოიქმნება მაშინ,როცა ლავის ნიაღვარი მიაღწევს დასახლებულ პუნქტს,ნგრევის გარდა,ის იწვევს ხანძარს.თხელ ლავას მოკლე დროში შეუძლია დატბოროს მნიშვნელოვანი ტერიტორია.
ვულკანური ფერფლი არის ვულკანური აფეთქებებისგან თხელი და მაგარი ლავების დაწვრილმანების და დამტვერიანების პროდუქტი.ყველაზე დიდ ნატეხებს ეწოდება ვულკანური ბომბები.მათი ზომებია რამდენიმე სანტიმეტრიდან 5-7 მეტრამდე.ვულკანურ ბომბებზე უფრო პატარა ზომის ნატეხებს ეწოდება „ლაპილები“,კიდევ უფრო მცირე ზომისას-ვულკანური ქვიშა,ხოლო წვრილ ნაწილაკებს-ფერფლი.ფერფლს ატმოსფეროში შეუძლია მოახდინოს გავლენა კლიმატზე.ფერფლი ანჰგრევს სახლებს,მარხავს მოსახლეობას ნანგრევებში,მისგან გამოყოფილი გაზები წამლავენ ცოცხალ არსებებს,ანადგურებს მცენარეულობას,სპობს შინაურ და გარეულ ცხოველებს,იწვევს შიმშილობას.
ვულკანური ტალახის ნიაღვრები ლავაზე უფრო საშიშია და 100-ჯერ მეტი მსხვერპლის მოტანა შუძლია.ვულკანური ტალახის ნიაღვრებს შეუძლიათ დაფარონ და დატბორონ დიდი ფართობის ტერიტორიები,ხოლო თუ ასეთი ნიაღვარი შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს და მცირე რაოდენობით წყალს,მაშინ ის გადაიქცევა მეწყერად.ასეთი ნიაღვრები მოძრაობენ ძალზე სწრაფად,ადამიანები ვერ ასწრებენ ევაკუაციას,ხოლო თავშესაფარში ყოფნა შიძლება დასრულდეს ცუდად,რადგან თხელი მასა ავსებს მთლ სივრცეს.
ვულკანის ამოფრქვევისას,გამდნარი მყინვარებიდან შეიძლება წარმოიქმნას დიდი რაოდენობით წყალი.
ვულკანის ალმოდებული ღრუბლები ღრუბლები წარმოადგენს გავარვარებული გაზებისა და ფერფლის ნარევს.ვულკანური პროცესებიდან ეს არის ყველაზე საშიში,რადგან მას მოაქვს დიდი რაოდენობის მსხვერპლი.სიკვდილს იწვევს დამწვრობა და გაგუდვა.ასეთი ღრუბლების ტემპერატურა კრატერთან ახლოს 1000 ცელსიუს გრადუსს აღწევს,ხოლო მისგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე 700 ცელსიუს გრადუსს.ის წვავს ხეებს და ადნობს მინას,იწვევს ხანძარს.ფერდობებზე დაშვების დროს ის ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს.
ვულკანური გაზები მომაკვდინებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის.ასეთ გაზებს აქვს სუნი,რადგან შეიცავენ გოგირდოვან ჟანგს,გოგირდოვან წყალბადს,ქლოროვან წყალბადის და ფტოროვანი წყალბადის მჟავებს,რომლებიც იმყოფება გაზის მდგომარეობაში.ასევე ყველგან მონაწილეობს ნახშიროჟანგი და მხუთავი გაზები.ვეზუვი (იტალია)

იტალიის ნეაპოლიტანის ზღვისპირეთის უხვმოსავლიანი მიწები,მზიანი სანაპიროები,საზღვაო და სახმელეთო სავაჭრო გზები,კარგი კლიმატი,საცხოვრებლად იზიდავდა ადამიანებს აპენინის ნახევაკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.ასე წარმოიშვა ამ ადგილებში ქალაქები ნეაპოლი,გერკულანუმი,პომპეი,სტაბინი და მრავალი სოფელი.ამ წარმტაცი მხარის მოსხალეობას ჯერ კიდევ ახსოვდა,რომ დაახლოებით 150 წლის წინათ,სომის მთის ტყიან კალთებში თავს აფარებდა აჯანყებული მონების ბელადი სპარტაკი,მაგრამ მათ დაავიწყდათ,რომ ეს მთა იყო ვულკანი.მათ არ გამოიტანეს სათანადო დასკვნები და არ მოახდინეს რეაგირება 16 წლის წინათ(ჩვ.წ 63 წელს) აქ მომხდარ მიწისძვრაზე,რომელმაც გამოიწვია დიდი ნგრევები.მოსახლეობის წარმოდგენით ეს იყო მიწის სიღრმეში დაძინებული გველეშაპი,რომელმაც გაიღვიძა,დაიწყო კლაკვნა და ამან გამოიწვია ბიძგები. მოსახლეობამ არ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ენერგიულად შეუდგა დანგრეული სახლების აღდგენას.
79 წლის 24 აგვისტოს დღისით სომის მთიდან ზეცაში ავარდა თეთრი ღრუბელი,რომელიც შემდეგ თანდათნ გაშავდა.დაიწყო ამოფრქვევა ვულკანმა, რომლის კრატერიდან დიდი ძალით ამოდიოდა გაზები,ორთქლი,მტვერი,ქვიშა,ქვები და მცირე ნაწილაკებისგან შემდგარი გავარვარებული ლავა და ფერფლი.ამოფრქვევას თნ ახლდა გრგვინვა,გრუხუნი,ელვა,თავსხმა წვიმა,მიზენოს კონცხზე სახლები ირყეოდა ხშირი ბიძგებისგან.ციდან ცვიოდა ფერფლი,პემზის ნაწილაკები.
კაცობრიობამდე მოაღწია თვითმხილველების მონათხრობმა:“მაშინდელი დროით იყო 1 საათი (ახლანდელი დროით დილის 5 საათი),სახლები ირყეოდა,ჩმობნელდა,ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა ქალაქი,ჩვენს უკან მოემართებოდა შეშინებული ხალხი,დავინახეთ თ როგორ ეხეთქებოდა აქეთ-იქით სწორ ადგილზე მიმავალი ურმები,როგორ დაიხია ზღვამ,თითქოს მიწამ უკუაგდო.ცაში ჭექა-ქუხილით ღრუბლებში გაიელვებდა ხოლმე გრძელი და ფართო ელვის მსგავსი ალები…რამდენიმე ხნის შემდეგ გავარვარებული ღრუბელი დაეშვა მიწაზე და ზღვის ზედაპირზე დაიწყო ცვენა ფერფლმა.ჩამოწვა სიბნელე,ისმოდა ადამიანების ტირილი,კვნესა,კივილი,ზოგიერთი ლოცულობდა მომავალი სიკვდილის წინ.ფერფლი ცვიოდა ხშირი მძიმე წვიმის მსგავსად.სიბნელე თანდათნ გაიფანტა და გამოჩნდა ფერფლის სქელი ფენით დაფარული ტერიტორია,თითქოს თოვლის საფარიაო.“
ამავე დროს სომის მთიდან 10 კილომეტრის მანძილზე ქალაქ პომპეიზე ცვიოდა და ცვიოდა ფერფლი.ქალაქის მოსახლეობამ აღარ იცოდა,როგორ მოქცეულიყო,გაქცევით ეშველა თავისთვის თუ შინ დარჩენილიყო.ადამიანები გარბოდნენ,იგუდებოდნენ, ეცემოდნენ და კვდებოდნენ ლავაში,ფერფლში,რაზედაც მეტყველებს ახლანდელი გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანების და ცხოველების ნაშთები. გავარვარებული ლავის ნაკადებში გაქრა ასევე ქალაქები ჰერკულანუმი და სტაბია. ამ ვულკანმა მიიღო სახელწოდება „ვეზუვი“.
ვულკანის ამოფრქვევიდან საუკუნე-ნახევრის შემდეგ,როდესაც გამოყენებული იქნა თანამედროვე ტექნიკა,გაიხსენეს ქალაქი პომპეი,არქეოლოგიური გათხრების საშუალებით  აღმოაჩინეს ის და აღადგინეს ბუნების სტიქიის ეს ტრაგიკული მოვლენები.არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1748 წლიდან და გრძელდება დღემდე. გათხრილია ქალაქის ¾ ნაწილი.ვარაუდობენ,რომ იმ დროისთვის ქალაქში ცხოვრობდა 25000 ადამიანი.დაღუპულად თვლიან 2000 ადამიანს,მაგრამ საბოლოოდ ზუსტი ციფრი დასახელდება არქეპლოგიური გათხრების დამთავრების შემდეგ. ფერფლი ცვიოდა ნელა,ამიტომ ძირითადად დაიღუპა ის,ვინც ვერ მოახერხა გაქცევა. ვეზუვი არ დაწყნარებულა,100 წლის მანძილზე გრძელდება მისი ამოფრქვევები.
1906 წელს „ვეზუვი“ კვლავ ამოიფრქვა.ვულკანის კრატერიდან გადმოღვრილი ლავა მთის კალთებზე მოედინებოდა საათში 16 კმ/სთ სიჩქარით.ლავამ გაანადგურა სოფელი კასაბიანკა და დასახლება ბოსკოტრეკასეს დიდი ნაწილი.ლავამ მიაღწია ანუნციატამდე.სახლები დაფარა მეორე სართულის სიმაღლემდე,მიედინებოდა ქუჩბში და შეაღწია საცხოვრებელ ბინებში,მრავალი სახლის კედლებმა ვერ გაუძლო დაწოლას და დაინგრა.რადგან ლავის სიჩქარე არ იყო დიდი ხალხმა თვს გაქცევით უშველა.
„ვეზუვის “ შემდეგი ამოფრქვევები მოხდა 1944,1957,1959 წლებში,მაგრამ დიდი ზიანი და ზარალი არ გამოუწვევია.
1999 წლის ოქტომბერში ის კვლავ ამოიფრქვა და მისი ამოფრქვევა გრძელდება.

                                                                                              ეტნა(იტალია)
147
იტალიის მოსახლეობას ვულკან ვეზუვზე მეტი ზარალი მიაყენა ვულკანმა ეტნამ ამოფრქვეული ლავების ნიაღვრებით.1964 წლის ამოფრქვევის შემდეგ მისი სიმაღლე გაიზარდა 50 მეტრით და შეადგინა 3323 მეტრი.ეტნის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე არსებობს ძველი კრატერის ნარჩენი,რომელსაც უწოდებენ „ვალე დელ ბოვერს“. ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას უხაროდა,რომ იმ მიმართულებით მიედინებოდა ხოლმე ლავების ნიაღვრები და მათ დასახლებულ პუნქტებს არ ეწმნებოდა საშიშროება.მაგრამ 1928 წელს ამოფრქვეული ლავის ნიაღვარი ჩამოედინა ჩრდილოეთისაკენ,თავის გზაზე გაანადგურა ველები,ვენახები,ფორთოხლის და ხურმის ბაღები,დამარხა ქალაქი მასკალი.ეტნას ლავა ვეზუვის ლავასთან შედარებით უფრო ნელა მიედინებოდა.ადამიანებმა მოასწრეს გაქცევა,მაგრამ მათი საცხოვრებელი სახლები ლავამ გაანადგურა. ეტნას აქვს 270 კრატერი,მის გარშემო ფართობი არის 120 კვადრატული კილომეტრი,წრეხაზში მის გარშემო არის 200 კმ.
1669 წელს ეტნას ამოფრქვეულმა ლავამ მიაღწია ქალაქ კატანიამდე.ქალაქის კედლებმა ლავის გაუძლეს და ნიაღვარი გაემართა იონის ზღვისკენ.დღევანდელ დრომდე მოაღწია ცნობებმა,რომ ლავის ნაკადს მოსახლეობამ ხელოვნური ღარებით შეუცვალეს მიმართულება. ამის შემდეგ ნიაღვარი გაემართა პატერნოსკენ. მოხვდათ. ნელ-ნელა კვლავ კატანიისკენ გაემართა.
ეტნა კვლავ ამოიფრქვა 1979 წელს.ცნობილია,რომ 10 ტურისტს მოულოდნელად თავზე დააცვივდა „ლაპილები“(ფერფლის მსხვილი ნაწილაკები),მათ ვერ შეძლეს თავის დაცვა და ათივე დაიღუპა.ეტნის ქვედა კალთაზე აგებულია სამლოცველო, ვულკანისგან დაღუპულთა მოსაგონებლად და მომავალი თაობის გასაფრთხილებლად.
                                                                                          (იაპონია)
200 წლის 30 მარტს იაპონიის კუნძულ ხონსიუზე 6 კონუსიდან ლავის და ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო ვულკანმა „უსუმ“. ამოფრქვეული ფერფლი ცაში ავიდა 3 კილომეტრის სიმაღლეზე. იაპონიის მთავრობამ მიიღო სასწრაფო ზომები და ვულკანის ახლომდებარე ტერიტორიებიდან წინასწარ გახიზნა 18 ათასი ადამიანი. აკრძალეს ყოველგვარი ტრანსპორტის მოძრაობა.ვულკან „უსუს“ ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1878 წელს,მაშინაც ადამიანები გახიზნეს წინასწარ,ამიტომ დაიღუპა მხოლოდ 3 ადამიანი.
მოქმედი და დაძინებული ვულკანების რაოდენოდა უახლოეს გეოლოგიურ პერიოდში.

წყარო: www.google.ge/

3 thoughts on “ვულკანი

Leave a comment