ტრეფიკინგი

დღეს შევეხები ერთ–ერთ მწვავე პრობლემას, რომელიც არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოშია წამოწეული წინა პლანზე–ტრეფიკინგი, ადამიანით ვაჭრობა და ერთ–ერთი მძიმე დანაშაული.იმედია ჩემი პოსტი დაგეხმარებათ იმაში რომ თავად არ გავხდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

ტრეფიკინგი — ადამიანებით ვაჭრობა.

ტრეფიკინგის მსხვერპლი უმარტივესი განმატებით არის ადამიანი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით. ეს დანაშაული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოიცავს ბევრ კანონდარღვევას, მათ შორისაა ადაიანის უფლებების შეზღუდვა, გაუპატიურება, წამება. ტრეფიკინგი არღვევს ადამიანების თავისუფლების უსაფრთხოებას, რადგან პირი ამ დროს იმყოფბა არაადამიანური მონობის პროცესში.

დღესდღეობით არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ სპეციალურ ღონისძიბებს ატარებენ. ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციით.
ნებისმიერ დროს,ნებისმიერ სიტუაციაში,საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ყველაზე აქტუალური თემა ადამიანის ყოფითი პირობებია, მისი მიზნები და შედეგები,რომლებიც ხშირად სავალალოა გაუცნობიერებელ ქმედებათა გამო.
ჟამთასვლა უმეტესწილად ადამიანის მსოფლმხედველობასა და მისწრაფებებს ვერ ცვლის. დროთა სვლის შესაბამისად იცვლება მოთხოვნილება და გარკვეული შეხედულება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ის უცვლელია, ადამიანის გაცხოველებული სწრაფვა ხორციელ ნდომათა დასაკმაყოფილებლად. მაცდუნებელ წინადადებასთან ბრძოლაში ყოველთვის მარცხდება სული და გონება, რადგან ხორცი ისწრაფვის მისკენ და ლახავს ადამიანური გრძნობების საზღვარს…

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.wikipedia.org

4 thoughts on “ტრეფიკინგი

  1. dzalian aqtualuri temaa:) samwuxarod bevrni xdebian trefikingis msxverplni… 😦 es dzalian cudia… 😦 kargia, rom am temazec gaamaxvile yuradgeba, dzalian maxarebs 🙂 yochaaax 🙂

  2. ყველაზე დიდი პრობლემა ! მეც ვურჩევდი ჩვენს მოქალაქებს რომ ნუ გახდებიან ამ საფრთხის მსხვერფლნი. მართლაც კარგი თემააა!

Leave a comment