12 -მიზეზი იმისთვის, რომ არასდროს დანებდეთ

დღეს ბოლო დღეა მეგობრებო, ამით მთავრდება ბლოგერების კონკურსი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისთვის, ყოველი თქვენი კომენტარი და დადებითი შეფასება ჩემთვის ახალი და უფრო საინტერესო პოსტის დადების სტიმულს მიჩენდა. ძალიან ბევრი რამ შევიძინე თქვენთან ურთიერთობით და მე მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი ემოციები და ფიქრები თქვენთვის გამეზიარებინა. დღეს კი მინდა ბოლო ფოსტი შემოგთავაზოთ ”12 -მიზეზი იმისთვის, რომ არასდროს დანებდეთ”.  მთავარია თქვენი თავის რწმენა გქონდეთ .  ისევ ისევ  შემოგთავაზებთ ახალ იმფორმაციებს , რადგან ბლოგის დასაწყისში ავღნიშნე რომ ეს ყოველდღიური წერა ძალიან შემყოლია, ამიტომ არ შემიძლია რომ არ ვწერო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვედში დგომისთვის, ყველანი ძალიან მიყვარხართ.

12 მიზეზი იმისთვის, რომ არასდროს დანებდეთ

1. სანამ ცოცხალი ხართ ყველაფერი შესაძლებელია
ერთადერთი პატივსაცემი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება დანებდეთ არის თქვენი სიკვდილი. იქამდე სანამ ცოცხალი ხართ(ჯანმრთელი და თავისუფალი), თქვენ გაქვთ არჩევანი, რომ გქონდეთ მცდელობები საბოლოო წარმატებამდე.

2. იყავით რეალისტი
რამის ათვისების შესაძლებლობა პირველივე ჯერზე ძალიან მცირეა, თქვენ დაუშვებთ შეცდომებსაც. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე.

3. თქვენ ძლიერი ხართ
თქვენ უფრო ძლიერი ხართ ვიდრე გგონიათ. ერთი პატარა წარუმატებლობა არ არის საკმარისი, რომ შეჩერდეთ თქვენი წარმატების მიღწევის პროცესში, არ არის საკმარისი ასევე 10, 100 და 1000 წარუმატებლობაც.

4. გამოავლინეთ საკუთარი თავი
თუ თქვენ არ გინდათ იყოთ ცნობილი, როგორც ვიღაც სხვა, ეს სისუსტეა და მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ნებდებით. გამოდით და აჩვენეთ საკუთარი თავი მსოფლიოს, ასევე საკუთარ თავსაც. თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ იმასაც, რის გაკეთებასაც აპირებდით. თქვენ განიცდით წარუმატებლობას მხოლოდ მაშინ, როცა ნებდებით.

5. კეთდებოდა ეს ადრე?
თუ ვინმე სხვამ შეძლო ამის გაკეთება, თქვენც შეძლებთ. მაშინაც კი თუ მსოფლიოში მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გსურთ თქვენ. ეს უნდა იყოს საკმარისი მიზეზი თქვენთვის, რომ არასოდეს დანებდეთ.

6. გჯეროდეთ თქვენი ოცნებების
ნუ უღალატებთ საკუთარ თავს. ცხოვრებაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც გვეუბნება, რომ გვინდა შეუძლებლის მიღწევა. არავის არ მისცეთ უფლება დაგინგრიოთ ოცნებები.

7. თქვენი ოჯახი და მეგობრები
უფლება მიეცით ადამიანებს, რომლებიც გიყვართ, გახდნენ თქვენი შთამაგონებლები იმაში, რომ გააგრძელოთ წინსვლა. შეიძლებ მოგიწიოთ შეხედოთ რამეს სხვა კუთხიდან, მეტი ისწავლოთ, მეტი პრაქტიკა მიიღოთ, მაგრამ არასოდეს დანებდეთ.

8. არიან ადამიანები, ვინც უარეს სიტუაციაშია ვიდრე თქვენ
სწორედ ახლა არის ბევრი ადამიანი, ვინც გაცილებით უარეს სიტუაციაში პირობებშია, ვიდრე თქვენ ახლა. გინდოდათ უარი გეთქვათ 5 კილომეტრის გარბენაზე? იფიქრეთ ადამიანებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სიარული და იმაზე, თუ რა ბევრს მისცემდნენ იმისთვის, რომ შესძლებოდათ 5 კილომეტრის გარბენა ყოველ დღე.

9. გააუმჯობესეთ ჩვენი სამყარო
როცა მიაღწევთ ყველაფერს, რისი მიღწევაც გსურდათ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი წარმატება, რომ შეცვალოთ რამე მსოფლიოსთვის ან სხვა ადამიანებისთვის.

10. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას
არასოდეს არ მისცეთ არავის უფლება გითხრათ საწინააღმდეგო. თქვენ იმსახურებთ ბედნიერებას და წარმატებას. შეინარჩუნეთ ეს განწყობა და არასოდეს დანებდეთ, სანამ არ მიაღწევთ დანიშნულების ადგილამდე.

11. შთააგონეთ სხვები
იყავით შთაგონების წყარო სხვებისთვის, არ დანებდეთ. ვინ იცის, რას შეიძლება მიაღწიოს ვინმე სხვამ იმის გამო, რომ თქვენ არ ნებდებით არასოდეს და ამითი შთააგონებთ სხვებს იმისთვის რომ არ დანებდნენ.

12. თქვენ უკვე ისე ახლოს ხართ
ნაწილობრივ, როცა გრძნობთ რომ გინდათ დანებდეთ, თქვენ ხართ ახლოს იმასთან, რომ გქონდეთ დიდი წინსვლა. ნებისმიერ მომენტში თქვენ მუდამ წარმატებას გაშორებთ მხოლოდ ერთი პაწაწინა თმის ღერი.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. site.alo.ge

ლიბერალიზმი

გთავაზობთ ძალზე საინტერესო თემას ”ლიბერალიზმი”  . ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს სიტყვა გხვდება , ამიტომ მინდა გაგაცნოთ . თოთოეულ ჩვენგანს აქვს უფლება გააკეთოს თავისუფლათ თავის გადაწყვეტილი აზრი , რათქმაუნდა თუ ის კანონს არ დაარღვევს . ყველა ვართ თანაბარ უფლებიანი მოქალაქეები , ამიტომ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება არც უნდა შევიწროვდეს და არც ზღვარს არ უნდა გასცდეს. ამიტომ დააპიქსირეთ თქვენი აზრი და იაქტიურეთ .

ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგიაფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში(ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მრავალი ლიბერალი მხარს უჭერს მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით. ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც პრიორიტეტს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თაფისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად. მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადისმიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.

13 სექტემბერს “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში” ჟუნრალისტმა ზვიად ქორიძემ წაიკითხა ლექცია “ლიბერალიზმი და თავისუფლება (ილია ჭავჭავაძე)

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.wikipedia.org

3. http://www.youtube.com

პოეზია

დიდი პიქრის შემდეგ გადავწყვიტე შემომეთავაზებინა ”პიეზია” . ალბათ პატარაობის ან დიდობის ასაკში დაგიწერიათ ლექსი ეს ყველაფერი პოეზია რომელიც ყველა ადამიანში არსებობს. ამიტომ მინდა გაეცნოთ ვრცლად.  ვეცდები გაგამხიარულოთ და განტვირთვის საშვალება მოგცეთ .იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრები . ყურადღებისთის გმადლობთ .

პოეზია (ბერძნ.: ποίησις „ვქმნი“) — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობაარისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაშიდრამაშისიმღერასა და კომედიაში.[1]

1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.

2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულრიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად – სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.

პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როდესაც სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.

პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბატონობდა, ხოლო მხატვრული პროზის ხელოვნებად ჩამოყალიბების შემდეგ იგი აგრძელებს მის პარალელურად არსებობას. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსის სტრიქონად ორგანიზებული მეტყველება, რიტმულ-ინტონაციური პერიოდულობა, რომელიც ნათლად აირეკლა ლექსითი მეტყველების ლათინურ სახელწოდებაში: versus – „უკან დაბრუნება“ (იგულისხმება ლექსითი სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი, პერიოდული განმეორებისთვის).

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.wikipedia.org

3. http://www.youtube.com

ალბერტ აინშტაინი

დღეს გადავწყვიტე, შემომეთავაზებინა ყველასათვის ცნობილი ადამიანის იმპორმაცია ალბერტ აინშტაინი. ყველას გაგვიგია ან მოგვიკვრია ყური მის სახელისთის ან გვარსთის , ან პიზიკის გაკვეთილზე, წიგნში და საერთოდ ცხოვრებაში. მინდა გაგაცნოთ უკეთესად და გავიგო თქვენი პირადი აზრები . იმსჯელეთ და იაქტიურეთ.

ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი1879ულმიგერმანია — გ. 18 აპრილი1955პრინსტონიაშშ) — ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენაფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკისსტატისტიკური მექანიკისა დაკოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტისმისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

ელექტროტექნიკის ბიზნესის გაკოტრების გამო აინშტაინების ოჯახი იტალიაში, ქალაქ პავიაში (მილანთან) გადაბარგდა. ალბერტი მიუნხენში დარჩა გიმნაზიის დასამთავრებლად, თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ 1895 წლის გაზაფხულზე ნაცნობი ექიმისგან მიღებულ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გიმნაზიას ტოვებს (მშობლების უკითხავად) და ოჯახთან იტალიაში გადადის. ამ ფაქტის გამო მას საშუალო სკოლის დამთავრების დიპლომი არ მიუღია. იმავე წელს ის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ციურიხი) ცდილობს ჩაბარებას, თუმცა მიუხედავად მათემატიკისა და მეცნიერების გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა, ის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იჭრება და ინსტიტუტში ვერ ხვდება. ამის შემდგომ ოჯახი მას აარაუში, შვეიცარია, აგზავნის საშუალო სკოლის დასამთავრებლად და 1896 წლის სექტემბერში ის დიპლომს იღებს. ამ პერიოდში ის პროფესორ იოსტ ვინტელერის ოჯახში ცხოვრობდა. ოჯახის ქალიშვილი მარია მისი პირველი სიყვარული გახდა. მოგვიანებით ალბერტის და მაია ამ ოჯახის ძეზე, პოლზე ქორწინდება, ხოლო მისი მეგობარი მიშელ ბესო კი მათ მეორე ქალიშვილს ანას ირთავს. აინშტაინი საბოლოოდ წარმატებით აბარებს შესასვლელ გამოცდებს ციურიხის ტექნიკურ ინსტიტუტში და ოქტომბერში ციურიხში გადადის, მარია კი ამ პერიოდში ოლსბერგში მიდის მასწავლებლად. იმავე წელს აინშტაინი უარჰყოს ვიურტენბერგის ქვეშევრდომობას და „მოქალაქეობის“ გარეშე რჩება. პოლიტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი ცოტა ხანს მასწავლებლობდა. 1901 წელსშვეიცარიისქვეშევრდომობა მიიღო. 1902 ბერნის საპატენტო ბიუროში ტექნიკის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგანაც ის თვლიდა რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა.

პროფესიული კარიერა და მოღვაწეობა

აინშტაინი 1911 წელს

1909-1911 წლებში აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია19111912 – პრაღის გერმ. უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1912 კვლავ ციურიხის პოლიტექნიკუმის პროფესორია. 1913 აინშტაინს ირჩევენ პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1914 გადადის ბერლინში, სადაც წლების მანძილზე ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორია. გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ (1933), აინშტაინმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა პრუსიის აკადემიის წევრობაზე და აშშ-ში გადასახლდა. აქ იგი მიიწვიეს პრინსტონის ფუნდამენტურ გამოკვლევათა ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა.

1901-1903 გამოქვეყნდა აინშტაინის პირველი შრომები, რომლებიც კაპილარული მოვლენებისა და თერმოდინამიკის სტატისტიკის დასაბუთების საკითხებს შეეხებოდა. ფიზიკაში ახალი ეპოქა შექმნა 1905 გამოქვეყნებულმა ოთხმა ნაშრომმა. აინშტაინმა მაქს პლანკისკვანტური ჰიპოთეზა სინათლის ენერგიაზეც გაავრცელა და წამოაყენა სინათლის კვანტების ჰიპოთეზა, რომლის თანახმად სინათლე შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნაწილაკების ნაკადი. ეს იდეა საფუძვლად დაედო გამოსხივების კვანტურ თეორიას.

აინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი; განავითარა ბროუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარაფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. წინააღმდეგ კლასიკური ფიზიკის დებულებისა, სივრცის, დროისა და ერთდროულობის აბსოლუტურობის შესახებ, მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამით საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.

შემდეგ აინშტაინმა დაადგინა ენერგიისა და მასის ურთიერთდამოკიდებულება, რომლის თანახმადაც ყოველი სხეულის ენერგია დაკავშირებულია მასასთან შემდეგნაირად: E = mc² , სადაც m მასაა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე. ეს თანაფარდობა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია. 1907 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც მყარი სხეულების სითბოტევადობის საკითხებში პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას იყენებს და ამით საფუძველს უყრის სითბოტევადობის თანამედროვე კვანტურ თეორიას.

1907-16 იგი მუშაობს ფარდობითობის ზოგადი თეორიის შექმნაზე. ეს თეორია არაინერციული სისტემისათვის ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებაა. აინშტაინი ემყარება გრავიტაციული და ინერციული მასების ტოლობის ექსპერიმენტულ ფაქტს და გამოთქვამს ფარდობითობის ზოგად პრინციპს, რომლის თანახმად ბუნების კანონები ათვლის ერთი სისტემიდან ათვლის ნებისმიერ სისტემაზე გადასვლისას ინვარიანტული უნდა იყოს. ამით აინშტაინმა გააიგივა ინერცია დაგრავიტაცია, რამაც შესაძლებლობა მისცა შეექმნა გრავიტაციული ველის ახალი თეორია. ამ თეორიის თანახმად, გრავიტაციული ველი შედეგია სივრცე-დროის კონტინუუმის გამრუდებისა, რაც მატერიალური სხეულებითაა გამოწვეული.

აინშტაინმა გამოიყვანა გრავიტაციული ველის განტოლებები, რომელთა საშუალებითაც ახსნა ერთი ასტრონომიული მოვლენა — მერკურის პერიჰელიუმისსაუკუნეობრივი გადანაცვლება, რაც ორი საუკუნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, და იწინასწარმეტყველა ორი ახალი მოვლენა — სინათლის სხივის გადახრა დიდი მასის მქონე სხეულის მახლობლად გავლისას და ატომის მიერ გამოსხივებული სინათლის სიხშირის შემცირება ძლიერ გრავიტაციულ ველში. ორივე ამ მოვლენის ექსპერიმენტულმა შემოწმებამ დაადასტურა აინშტაინის მოსაზრებები. აინშტაინმა გრავიტაციული ველის განტოლებები მთელი სამყაროს მიმართ გამოიყენა და ამით საფუძველი ჩაუყარა რელატივისტურ კოსმოლოგიას (1917). აინშტაინის, ნიდერლანდელი ვილემ დე სიტერის, საბჭოთა ფიზიკოს ალექსანდრე ფრიდმანის, ბელგიელი ჟორჟ ლემეტრისა და სხვების შრომებმა რელატივისტური კოსმოლოგია თანამედროვე ფიზიკისა და ასტრონომიის ერთ-ერთ მოწინავე დარგად აქცია.

1916 აინშტაინი აქვეყნებს მნიშვნელოვან შრომას, რომელშიც გამოჰყავს პლანკის კანონი გამოსხივებისათვის სპონტანურ და ინდუცირებულ გამოსხივებათა ალბათობის განხილვის საშუალებით. აქ გამოთქმული იდეები საფუძვლად დაედო თანამედროვე კვანტურ რადიოფიზიკას. 1921 აინშტაინს ფოტოელექტრულ ეფექტზე დაწერილი შრომებისათვის ნობელის პრემია მიენიჭა. 1924 იგი აქვეყნებს ინდოელი ფიზიკოსის შატენდრანათ ბოზეს სტატიას „პლანკის კანონი და სინათლის კვანტების ჰიპოთეზა“, რომელიც მას ავტორმა გამოუგზავნა. ამ სტატიის იდეის საფუძველზე მან განავითარა ბოზე-აინშტაინის სტატისტიკა იდეალური აირისათვის. ამ შრომაში ავტორმა პირველად მიუთითა ახალ მოვლენაზე, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა ბოზე-აინშტაინის კონდესაციის სახელწოდებით. ამავე შრომაში აინშტაინმა აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლუი დე ბროილის იდეას ნაწილაკების ტალღური ბუნების შესახებ, და განავითარა სინათლის კვანტების ორმაგი — კორპუსკულური და ტალღური ბუნების იდეა.

დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო. აინშტაინი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც, საერთოდ, თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული. ფიზიკის და, კერძოდ, კვანტური თეორიის პრინციპული საკითხების გასარკვევად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აინშტაინისა და ბორის დისკუსიას.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აინშტაინმა ბ. ჰოფმანთან და ლ. ინფელთან ერთად შექმნა ნაშრომები, რომლებიც მიეძღვნა გრავიტაციული ველის განტოლებებიდან მოძრაობის განტოლებათა გამოყვანას. აინშტაინის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა არ იყო თანამიმდევრული. თუ ახალგაზრდობაში იგი ერნსტ მახისფილოსოფიის გავლენას განიცდიდა და აშკარა პოზიტივისტურ აზრებს გამოთქვამდა, შემდეგ გადაჭრით გამოვიდა პოზიტივისტური ფილოსოფიის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, აინშტაინი მაინც ვერ გახდა მატერიალისტი, ვინაიდან გნოსეოლოგიური პრობლემების განხილვისას ხშირად ეკლექტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო. აინშტაინი იყო დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი.

წყარო; 1. http://www.google.ge

2. http://www.wikipedia.org

3. http://www.youtube.com

გენდერული თანასწორობა

გადავწყვიტე დღეს შემომეთავაზებინა, როგორც ყოველთის თქვენთის დამაინტერესებელი და ყურადღების მისაქცევი თემა , ყველასთვის გამოსაყენებელი და საჩირო თემა გენდერული თანასწორობა ანუ თანაბარი უპლებები. დღეს–დღეობით საქართველოში და არამარტო საქართელოში , ეს პრობლემა მწვავედ  იჩენს თავს .
უამრავი ტრენინგები და ღონისძიებები ტარდება ამ თემის შესახებ , გირჩევთ დაესწროთ და არ გამოტოვოთ , მე პირადად დასწრებული ვარ,  უამრავი იმპორმაცია შევიძინე  რითიც დღეს თქვენ გაცნობებთ , მადლობას ვუხდი ღონისძიების პრეზენტატორებს რადგან მათ მართლაც  შეძლეს და გააკეთეს მაქსიმუმი, აღრფრტოვანებული დავრჩი. მე კი ისღა დამრჩენია რომ წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ . იმსჯელეთ და იაქტიურეთ ! .

გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.
სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2008 წლის მონაცემებით ცხოვრობს 2303,7 ქალი და 2078,4 მამაკაცი.
ეს რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას. ჩემი აზრით გენდერულ თანასწორობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად უნდა იყოს განხილული გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაგ: რელიგია, მენტალიტეტი,ტრადიციები. ცოტა რთულია ქართულ რეალობაში გადაჭრით ვისაუბროთ, რომ გენდერული თანასწორობა უნდა არსებობდეს სრული გაგებით. რთულია ქართველი მამაკაცის თავმოყვარეობას გადააბიჯო და დაარწმუნო,რომ ის ქალზე მაღლა არაფრით არ დგას. მართალია კონსტიტუცია გვასწავლის, რომ “ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა,რელიგიისა და ა.შ” მაგრამ ჩვენი რელიგია ყოველთვის წინ აყენებდა მამრობით სქესს. ასევე ჩვენი მრავალი ტრადიცია ეწინააღმდეგება გენდერულ თანასწორობას. მიუხედავად ყველაფრისა, აშკარად იგრძნობა პროგრესი ქალების საზოგადოებაში ინტეგრაციის. მგონი არ იქნება ურიგო, თუ უფრო მეტი უფლებები და საკუთარი რეალიზაციის საშუალება ექნებათ ქალებს (ქართველი ქალების უმეტესობას). ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა იყვნენ ქალი და მამაკაცი თანასწორნი?

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციით
განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და
შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებებსა და
გარანტიებს, განსაზღვრავს მათი განხორციელების სამართლებრივ
მექანიზმებს და პირობებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში, ადგენს გენდერული თანასწორობის დარღვევისათვის
სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს.

მუხლი 2. კანონის მიზნები

კანონის მიზანია უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის მიღწევა, სათანადო
პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების,
თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი
შეუწყოს სქესის ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის თავიდან
აცილებასა და აღმოფხვრას.

მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:

ა) გენდერი _ სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური
ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ

შეხედულებებს ქცევისადმი დამოკიდებულებების, პიროვნულ
თვისებების, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების
შესახებ.
ბ) გენდერული თანასწორობა _ ადამიანის უფლებათა ნაწილი,
რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლება-
მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას
პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
გ) დისკრიმინაცია _ სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება,
გამიჯვნა ან/და შეზღუდვა, რაც გამოხატულია უფლებებისა და
ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით,
შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული
უარყოფით და ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი დისკრიმინაცის
ფორმით.
დ) პირდაპირი დისკრიმინაცია _ ნორმატიული აქტის,
პროგრამის თუ სხვა საჯარო პოლიტიკის საფუძველზე პირის სქესის
ნიშნით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება.
ე) ირიბი დისკრიმინაცია _ ნორმატიული აქტი, პროგრამა თუ
სხვა საჯარო პოლიტიკა პირდაპირ არ მიუთითებს დისკრიმინაციაზე,
მაგრამ მისი განხორციელება დაკავშირებულია დისკრიმინაციული
შედეგის დადგომასთან.
ვ) თანასწორი შესაძლებლობები _ ქალისა და მამაკაცის
უფლებებისა და თავისუფლებების რეალური თანასწორობის მიღწევის
საშუალებებისა და პირობების სისტემა.
ზ) გენდერული მეინსტრიმინგი _ საზოგადოებრივი და
პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული
თანასწორობის პრინციპების დანერგვა და გატარება.

თ) თანასწორი მოპყრობა – სამსახურში მიღებისას,
დაწინაურებისას, პროფესიული სწავლებისას, შრომისა და
სოციალური პირობების დადგენისას, საოჯახო სამართლებრივ
ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების
სხვა სფეროებში ორივე სქესის პირთა თანაბარი უფლებებისა და
შესაძლებლობების დადგენა და აღიარება, სქესის ნიშნით პირდაპირი
და ირიბი დისკრიმინაციის დაუშვებლობა.
ი) დროებითი სპეციალური ზომები – დროებით
ღონისძიებათა ერთობლიობა, აუცილებელი სტრუქტურული,
სოციალური და კულტურული ცვლილებები, რომელიც მიმართულია
გენდერული თანასწორობის მიღწევის დაჩქარებისკენ, სქესის ნიშნით
დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ზეგავლენის
გამოსწორებისათვის.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.ucnauri.com

3. http://www.youtube.com

შოთა რუსთაველი


დღეს ყველასათვის ცნობილ და უნიჩიერეს ადამიანის ბიოგრაფიას  წარმოგიდგენთ, XII – XIII სს. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი პოეტი. ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთადერთი პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რომელშიც გამოხატულია ქართველი ერის უმშვენიერესი მისწრაფებანი, უმაღლესი იდეალები. ამიტომ მინდა რომ უკეთესად გაგაცნოთ შოთა რუსთაველზე ყველაფერი.

შ. რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ შემონახულა, მაგრამ მრავალი ხალხური და ლიტერატურული გადმოცემის თუ სამეცნიერო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევარები ასკვნიან, რომ “ვეფხისტყაოსანის” ავტორი, სახელად შოთა, თამარ მეფის თანამედროვე, დიდგვაროვანი პირი, იყო ჰერეთის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი (აქედან ზედწოდება – რუსთაველი), საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი, რომელმაც ხანდაზმულობაში შეაკეთებინა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს.

ვარაუდობენ, რომ “ვეფხისტყაოსანი” 1189–1207 წლებშია დაწერილი. მასში ასახულია XI–XII საუკუნეების საქართველოს სინამდვილე. რუსთაველის რელიგია ქრისტიანობაა. იგი XII საუკუნის ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს მკვიდრია, აღიარებს ღმერთის არსებობას და სულის უკვდავებას, იცის და ეყრდნობა ბიბლიას.

დღეისათვის “ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე არის თარგმნილი.

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XVXVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I(იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVIIXVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 17571758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინაიერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთანდაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 11601165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლისდავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.codna.ge
3. http://www.youtube.com

ეკოლოგია

ეკოლოგია–ერთერთი მწვავე პრობლემაა არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მოკლედ რომ ვთქვად ეს პრობლემა მთლიან მსოფლიოს ეხება. დღეს შემოგთავაზებთ ეკოლოგიური ფრობლემების გადაჭრის გზებს. ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს მეგობრებო

ეკოლოგია (ბერძნ. oikos – სახლი, გარემო, და logos – შეცნობა, სწავლა) ბიოლოგიის ნაწილია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი “ეკოლოგია” ზოგჯერ ცნების “გარემოს დაცვა” აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც “ეკოლოგია” აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო “გარემოს დაცვა” – ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

არსებობს ტერმინის “ეკოლოგია” კიდევ რამდენიმე განმარტება:

მთა რუვენზორის ვეგეტაცია, უგანდა

  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
  • ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
  • ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
  • ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ეკოლოგია.იმ საფრთხეებთან ერთან, როგორიცაა ტერორიზმი, ომები, ტოტალიტარული მმართველობის ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებენ თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებს, ეკოლოგია წამყვან ადგილს იკავებს. ეკოლოგიური საფრთხეების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია გამონაბოლქვი, რომელიც გამოიყოფა ადამიანისთვის კომფორტული და თანამედროვე მსოფლიოსთვის აუცილებელი ტრანსპორტის მოხმარებისას, რომლის რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ამიტომ, როგორც მსოფლიო პოლიტიკის, ისე მანქანის მწარმოებელი კომპანიებისთვის მთავარი ამოცანაა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემუშავება, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს დღეს არსებულ ავტომობილებს. არსებობს ინოვაციური, კონცეპტუალური მანქანები, რომლებსაც მომავლის მანქანებს უწოდებენ, თუმცა მათი მოხმარების პერსპექტივა დაახლოებით ათი წელია. ასევე აქტუალურია ალტერნატიული საწვავი საშუალებებისა და ელექტროენერგიის გამოყენება.

    რამდენიმე ხნის წინ ტელევიზიით ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს სახელმწიფო აპარატის მხოლოდ ელექტრომობილებით მომარაგებას. ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ კეთდება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რამდენიმე მინისტრთან ერთად, თვითონ მართავდა ელექტრომობილს და ამ სიახლეზეც თავად პრეზიდენტმა ბრძანა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება და საქართველო გახდება ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე მსოფლიო ეგიდით. ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ქვეყნის ინტეგრაცია მსოფლიოსთან ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც, შესაძლოა, მოგებიანად ითვლებოდეს საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით, არამედ ის ცდილობს ინტეგრირება მოახდინოს და გახდეს მსოფლიოს თანასწორუფლებიანი და, შესაძლოა, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც ჩართულია მსოფლიოს გლობალური პრობლემების მოგვარებაში. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს უნიკალურ სტრატეგიულ და კულტურულ მნიშვნელობას, ეს ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ყოველი ქვეყანა დედამიწის ნაწილი და ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ყველა ერთად უნდა ზრუნავდეს იმ გარემოზე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

    ამ კონცეფციის ნაწილია იმ ახალი მანქანების წარმოება, რომლებიც ალტერნატიულ საწვავ საშუალებებს იყენებენ. ამჟამად არსებობს ე.წ. მწვანე, ჰიბრიდული ტიპის მანქანები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს. თბილისში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი საკმაოდ მაღალია და ჯერჯერობით არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ზუსტი პროგრამა და სტრატეგია, ჰიბრიდული მანქანები უკვე იყიდება და 500 მომხმარებელი, ნებსით თუ უნებლიეთ, უფრო მეტად ზრუნავს ქალაქის ეკოლოგიაზე. რას წარმოადგენს ჰიბრიდული მანქანა, რა ხდება თბილისში და, საერთოდ, საქართველოში ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით – ამ საკითხებზე გვესაუბრება „ტოიოტა ცენტრ თბილისის” დირექტორი ირაკლი გურჩიანი. „ტოიოტა ცენტრი თბილისი” ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ე.წ. მწვანე ანუ ჰიბრიდულ მანქანებს.

    ირაკლი გურჩიანი: „ტოიოტამ” 2000 წლიდან დაიწყო ჰიბრიდული ძრავის მანქანების წარმოება, რაც ითავსებს ბენზინის ძრავას და აკუმულატორს, რომელიც ავტომატურად იტენება. მოძრაობის დროს ის ავტომატურად ტენის აკუმულატორს და მანქანა მუშაობის დროს ისე გადადის ერთი რეჟიმიდან მეორეში, რომ მფლობელს არავითარი პრობლემა არ ექმნება; მას არ სჭირდება სპეციალური გადართვა. დღეს „ტოიოტა” უკვე მესამე თაობის ჰიბრიდულ მანქანებს აწარმოებს. მესამე წელია საქართველოში შემოსულია ჰიბრიდული მანქანები, თუმცა, მაღალი ფასის გამო ის ნაკლებად იყიდება. ამიტომ ამერიკიდან შემოვიტანეთ ხუთი წლის მანქანები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 300-400 ასეთი მანქანა გაიყიდა.

    – რამდენად ეკონომიურია ჰიბრიდული მანქანები, თუ ითვალისწინებს ქართველი მომხმარებელი მის ეკონომიურობას და ჩვენს ეკოლოგიურ პირობებს?

    – სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებელი ამაზე არ ფიქრობს. ის ჯერ არ არის დაინტერესებული გარემო პირობების გაუმჯობესებით და თავისი წვლილის შეტანით ამ საკითხში. მისთვის მთავარია პირველადი შენაძენის დროს გადახდილი თანხა. თუმცა, ჰიბრიდული მანქანები იმდენად ეკონომიურია ბანზინის მოხმარების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით, რომ შედარებაც არ შეიძლება სხვა მანქანებთან. მაგალითად, ჰიბრიდული ანუ მწვანე მანქანა, როგორც მას უწოდებენ, წლიურად 10 000 დოლარის ეკონომიას აკეთებს. ის ყოველ 100 კილომეტრზე (ქალაქგარეთ) ხარჯავს 2-4 ლიტრ ბენზინს. კილომეტრაჟი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია გზის ხასიათზე – სწორია ის თუ მთაგორიანი. ამავე დროს, როგორც უკვე ვთქვი, მანქანა ერთი რეჟიმიდან ავტომატურად ისე გადადის მეორეზე, რომ მძღოლი ამას ვერც კი ამჩნევს – მხოლოდ მწვანე ნათურა მიუთითებს მუშაობის რეჟიმს. ჰიბრიდული მანქანა ეკოლოგიურად სუფთაა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მცირე რაოდენობის საწვავს ხარჯავს, არამედ ბენზინის მოხმარების შემთხვევაში 1 კუბურ მეტრ ჰაერზე გამოყოფს მხოლოდ 84 მგ მავნე ნივთიერებებს, ანუ ნახშირორჟანგს, როცა ევროპული სტანდარტით დაშვებულია 150 მგ მავნე ნივთიერების გამოყოფა.

    – თქვენ ბრძანეთ, რომ ჰიბრიდული მანქანების წარმოების 11 წლის განმავლობაში დღეს უკვე მესამე თაობის მანქანებს აწარმოებენ. რას ნიშნავს მესამე თაობა და რა გაუმჯობესებაა წინა თაობებთან შედარებით?

    – თავდაპირველად მწვანე ანუ ჰიბრიდულ მანქანებს ჰქონდათ მოხმარების სამწლიანი გარანტია. შემდეგ იგი გაიზარდა 10 წლამდე. დღეს კი მას მუდმივი გარანტია აქვს. 2013 წლიდან „ტოიოტა” ოფიციალურად აცხადებს მხოლოდ ჰიბრიდული მანქანების წარმოების შესახებ. ეს იქნება სრულყოფილი მანქანა, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერი გეოგრაფიული პირობებისთვის. თბილისი მთაგორიანი ქალაქია, მთელ საქართველოშიც ბევრია რთული რელიეფის გზა. ამიტომ ეს მანქანა გამოიცადა საქართველოს გზებზე და ის იდეალური აღმოჩნდა ყველა სახის რელიეფისთვის.

    – რა დამოკიდებულება აქვთ ამასთან დაკავშირებით ბენზინის მწარმოებელ ქვეყნებსა და კომპანიებს? დღეს აშკარაა ტენდენცია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წარმოებისკენ, რადგან დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა ზრუნვას საჭიროებს. რამდენად ითვალისწინებს „ტოიოტა” იმ ფაქტს, რომ ჰიბრიდული მანქანა ძვირია?

    – კომპანიებისთვის, რომლებიც ბენზინს აწარმოებენ ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ისინი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ მსგავსი ტენდენციის დაბლოკვას და იმის პროპაგანდას, რომ ბენზინის ალტერნატიული საწვავი საშუალებები არ არსებობს. მაგრამ მსოფლიო მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისკენ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისა და დედამიწისთვის. დიდი მსოფლიო პოლიტიკა სწორედ აქეთკენაა მიმართული. ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ავტომობილის არსებობის დაახლოებით 100 წლის მანძილზე დედამიწის საწვავის მარაგი, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში გროვდებიდა, თითქმის ამოიწურა. დღევანდელი გათვლებით, დედამიწის წიაღში დაახლოებით 30-35 წლის მარაგია დარჩენილი. დედამიწა ამ მარაგს აღადგენს, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თუ მილიონობით წლის განმავლობაში დაგროვილი მარაგი 100 წელიწადში დაიხარჯა, ცხადია, ახალი მარაგი ვერ იქნება ეკონომიკისთვის მყარი დასაყრდენი. ეს ეკონომიკური საკითხია, რომელიც სულაც არ არის ჰარმონიაში დედამიწის ბუნებრივ ბალანსთან. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია. ის განიცდის ევოლუციას, ხდება ცვლილებები. არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროს მომხდარი მიწისძვრები და მათი სიძლიერე სწორედ ამ ბალანსის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული (სხვა ფაქტორებთან ერთად, რა თქმა უნდა). ამავე დროს ადამიანი და მსოფლიო პოლიტიკა უკვე სერიოზულად ფიქრობს დედამიწის ეკოლოგიაზე. ამიტომ ყველა ინოვაცია, რომელიც ინერგება საავტომობილო ინდუსტრიაში, განიხილება როგორც სამომავლო სტრატეგია საზოგადოებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის.

    – რა ინოვაციებია ამჟამად მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში ამ თვალსაზრისით და რა მომავალი აქვს ელექტრომობილებს?

    – ახლახან ვიყავი საავტომობილო მსოფლიო გამოფენაზე ჟენევაში, სადაც წარმოდგენილი იყო კონცეპტუალური მანქანები, მათ შორის, ელექტროავტომობილები. თუმცა, მათ ჯერ კიდევ ათწლიანი პერსპექტივა აქვთ. ელექტროავტომობილი ძალიან პატარაა, ერთი დატენვის შემთხვევაში გადის მხოლოდ 30-60 კმ-ს. დატენვის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. სრული ბატარეა გადის მხოლოდ დაახლოებით 40 კმ-ს. წარმოიდგინეთ, რომ თბილისიდან ქუთაისში ჩასასვლელად დაგჭირდეთ ორდღენახევარი. დატენვას სამი საათი სჭირება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ პერსპექტივაა. მსგავსი მანქანების ინფრასტრუტქურა ძალიან ძვირი ჯდება. ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია, ტოკიოში მხოლოდ ერთი სადგურია, სადაც ელექტრომობილის დატენვა შეიძლება.

    – თუ არსებობს საწვავის სხვა ალტერნატივები?

    – მე გახლდით „ტოიოტას” ქარხანაში იაპონიაში, სადაც შიდა ტერიტორიაზე გამოიყენება მანქანები, რომლებიც წყალზე მუშაობენ. ამ შემთხვევაში გამოიყოფა მხოლოდ ორთქლი და ის სრულიად უსაფრთხოა ბუნებისა და ეკოლოგიისთვის. არსებობს მცენარეულ ნედლეულზე დამზადებული საწვავი, თუმცა, ამ შემთხვევეაშიც წვის დროს გამოიყოფა გარკვეული ნივთიერებები.

    – ბენზინის წვის შედეგად მიღებული გამონაბოლქვის გარდა, რა ეკოლოგიურ საფრთხეებს შეიცავს ავტომობილი?

    – არის კიდევ რამდენიმე მიზეზი, რაც აბინძურებს ჰაერს და საფრთხეს უქმნის ეკოლოგიას. ეს არის საბურავები. მანქანის მოძრაობისა და საბურავის ხახუნის შედეგად მასალა იშლება და ჰაერში იფრქვევა ნაწილაკები, რომლების აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ წამყვანი კომპანიები, როლებიც აწარმოებენ საბურავებს, მუშაობენ ტექნოლოგიის დასახვეწად. არის ეკოლოგიისთვის საშიში სხვა ფაქტორიც, რომელსაც მანქანა ქმნის: დამუხრუჭების შედეგად ფირფიტები, რომლებიც ეხახუნება ერთმანეთს, იშლება და ჰაერში აფრქვევს ადამიანისთვის სახიფათო ნაწილაკებს. საშიშია ზეთიც. დაძველებული ზეთი, რომელიც შეიძლება დაიღვაროს, ბუნებაში რჩება იგივე სახით და აბინძურებს გარემოს. თუმცა, ამერიკაში შეიმუშავეს აპარატი CLEAN BURN, რომელიც ზეთს, რომელიც უკვე გამოუსადეგარია, ამუშავებს და მიიღება სითბო. „ტოიოტა ცენტრ თბილისმა” შეიძინა CLEAN BURN-ის აპარატი და მას ვიყენებთ გათბობისთვის, რადგან რეალურად დავდექით პრობლემის წინაშე – გამუდმებით გვიგროვდებოდა ათ ტონამდე ზეთი. დღეს ეს ზეთი ბუნებისთვის აღარ არის საშიში. მეტიც, მას სასარგებლო მასალად გადავამუშავებთ, ისე რომ ბუნებას ზიანი არ ადგება.

    – რა მდგომარეობაა საქართველოში ტრანსპორტის ეკოლოგიური პოლიტიკის თვალსაზრისით? რამდენად ითვალისწინებს მომხმარებელი მანქანის ეკოლოგიურობას და რამდენად გაიზარდა მანქანების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში?

    – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მანქანების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა. დღეს მათი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 200 000-ს აღწევს. საქართველო ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისგან ყველა კრიტერიუმით და ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ეკოლოგიური პოლიტიკის შემუშავება ჰქვია.

    დავიწყოთ იმით, რომ ევროპაში ხუთი წლის მანქანა უკვე მოძველებულია, მისი ტექნიკური დათვალიერება და მომსახურება იმდენად ძვირია, რომ ევროპელს არ უღირს ძველი მანქანის შენახვა და ტარება. ახალი მანქანა, ყველა პარამეტრით, ბენზინის გამონაბოლქვი იქნება ეს თუ საბურავები და სხვა კრიტერიუმები, რაც უკვე დავასახელეთ, ეკოლოგიურად შედარებით სუფთაა და უფრო უსაფრთხოა გარემოსთვის. ამავე დროს ევროპული ბენზინის სტანდარტი ძალიან მაღალია და მისი გამონაბოლქვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენთან ყველა ეს კრიტერიუმი იგნორირებულია. ევროპაში მოძველებული მანქანები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც ჩამოდის და იყიდება. საქართველოში მოხმარებაშია 25 წლის მანქანები, რომელთა კრიტერიუმი ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფულია. აქ არ მოქმედებს ტექნიკური დათვალიერების ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა ევროპასა და განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში. ასე რომ, მომხმარებელი არ არის შეზღუდული, მისი ფინანსური დანახარჯი არ იზრდება და სანამ მთლიანად არ გამოვა წყობიდან, მანქანა მოხმარებაშია. დღეს თბილისში 10 000 ტაქსი მოძრაობს. მათი მუშაობიდან სახელმწიფოს არავითარი შემოსავალი არა აქვს. კარგი ინიციატივაა ახალი სამარშრუტო მიკროავტობუსების შემოყვანა, რასაც მერია ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით თბილისი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოს ქალაქებს შორის. ჩემი აზრით, საჭიროა მსგავსი ინიციატივის განხორციელება ქალაქში მოძრავ ტაქსებთან დაკავშირებითაც, რომელთა მუშაობა სრულიად გაუკონტროლებელია. ჰიბრიდული მანქანის უპირატესობა უდიდესია ყველა თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ ის ორ რეჟიმში მუშაობს და, შესაბამისად, ბენზინის გარეშე მუშაობისას გარემოს დაბინძურების პროცენტი ნულია, ბენზინზე მუშაობის დროსაც ის მიუთითებს მწვანე შუქით – მძღოლი ყოველთვის ხედავს, რომ ის არ აბინძურებს ჰაერს. მხოლოდ სიჩქარის მომატების შემთხვევაში მწვანე ფერი იცვლება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ დროს მეტი გამონაბოლქვი გამოიყოფა. მწვანე შუქის სიჩქარეა 130-140 კმ/საათში. მეტი სიჩქარის დროს შუქი იცვლება, მაგრამ ეს ქალაქში თითქმის გამორიცხულია.

    საქართველოში არ შემოდის მაღალი, ევროპული სტანდარტის ბენზინი და გაუმჯობესების მიზნით არც ამუშავებენ მას. საქართველო მოიხმარს აზერბაიჯანულ ბენზინს, რომელიც ძალიან დაბალი ხარისხისაა. ეს ბენზინი მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანში გამოიყენება. ბენზინგასამართ სადგურებზე არის მაღალი ფასისა და ხარისხის ბენზინი, მაგრამ მე, როგორც მომხმარებელი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეესაბამება ხარისხს და ფასს, რადგან ხარისხს არავინ აკონტროლებს, მონიტორინგი არ არსებობს.

    – რამდენად ეკოლოგიურია თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები?

    – ეს არის უკრაინული BOGDAN-ის წარმოების ავტობუსები, რომელთაც, ხუმრობით რომ ვთქვათ, ევროპაში საზღვარზეც არ შეუშვებენ.

    – არის თუ არა გარემოსთვის საფრთხე უკვე წყობიდან გამოსული მანქანა და როგორ შეიძლება მისი გადამუშავება ისე, რომ ბუნებას ზიანი არ მიადგეს?

    – წყობიდან გამოსული მანქანა, შეიძლება ითქვას, რომ ნედლეულია. ლითონს გადაამუშავებენ, გადაადნობენ და ეს უკვე ახალი მასალაა ახალი მანქანის წარმოებისთვის. გადაამუშავებენ საბურავებსაც. ასე რომ, წყობიდან გამოსული მანქანა არ არის ნაგავი, რომელმაც შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს გარემოს.

    – აწარმოებს თუ არა „ტოიოტა” საბურავებს და თუ არის გათვალისწინებული ეკოლოგიური ფაქტორი ამ შემთხვევაში?

    – არა. „ტოიოტა”, ისევე როგორც მანქანის მწარმოებელი ყველა სხვა კომპანია, სარგებლობს იმ კომპანიების პროდუქციით, რომლებიც აწარმოებენ საბურავებს. ესენი არიან წამყვანი ბრენდები, რომლებიც გამუდმებით მუშაობენ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ გაუმჯობესებაზე. „ტოიოტა” იყენებს DUNLOP-ის, BRIDGESTONE-ის, YOKOHAMA-ს საბურავებს. „ტოიოტა ცენტრი თბილისი” ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც საქართველოში შემოყავს ჰიბრიდული ანუ მწვანე მანქანები.

    – თქვენ ბრძანეთ, რომ ქართველი მომხმარებელი ნაკლებად ითვალისწინებს მანქანის ეკოლოგიურ მახასიათებლებს, ჰიბრიდული მანქანის ეკონომიურობას და დაინტერესებულია პირველ ეტაპზე ნაკლები ფასის გადახდით. თვლით თუ არა რომ, ის ნაკლებადაა ინფორმირებული, გეგმავთ თუ არა ამის საკითხის პოპულარიზაციას, რათა ქართველი მომხმარებელი მეტად დაინტერესდეს ეკოლოგიური ფაქტორით და მისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გაიზარდოს?

    – რა თქმა უნდა. ჩვენ ვაპირებდით მსგავსი კამპანიის ჩატარებას, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა და კატაკლიზმებმა, რომლებიც ბოლო დროს მოხდა, ხელი შეუშალა ამ გეგმებს. სექტემბრიდან ვგეგმავთ აქტიური კამპანიის წამოწყებას ამ მიზნით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2013 წლიდან „ტოიოტა” ოფიციალურად აცხადებს, რომ აწარმოებს მხოლოდ ჰიბრიდულ მანქანებს. ის ფაქტი, რომ ჰიბრიდული მანქანა ძვირია, აღარ იქნება გადამწყვეტი – ახლა მათი რაოდენობა მცირეა, რაც ბუნებრივად იწვევე ფასის მატებას. თუმცა, რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფასიც დარეგულირდება.

    – რამდენ პროცენტს შეადგენს ამჟამად ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა საქართველოში და როგორი იქნება მათი გავლენა ქალაქისა და ქვეყნის ეკოლოგიაზე?

    – აქ პროცენტებზე საუბარი ზედმეტია. სულ ერთი წელია ვყიდით ჰიბრიდულ მანქანებს და მათი რაოდენობა 500-ს არ აღემატება. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ მათი პროცენტული რაოდენობა გაიზრდება, ეკოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან ბენზინის მოხმარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.

    წყარო: 1. http://www.google.ge

    2. http://www.icode.ge

წმინდა გიორგი

დღეს გიორგობაა და არ შემიძლია არ შევეხო ამ თემას. გიორგობა–ქრისტიანულ სარწმუნოებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია.ამიტომ გთავაზობთ იმფორმაციას . გაეცანით . მისი მადლი და ძალა გფარავდეთ მეგობრებო.

წმინდა გიორგი (დაახ. 275 – 23 აპრილი303) – კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით და ამჟამად რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინგლისისეთიოპიისსაქართველოსდა ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

ბიოგრაფია

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაშიIII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.

წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დეოკლიტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.wikipedia.org

3. http://www.youtube.com

სულიერი ცხოვრება

დღეს მინდა გაგაცნოთ ყველასათვის  საინტერესო და ასევე ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი” სულიერი ცხოვრება”. ყველას გაგვაჩნია სულიერი ცხოვრება, ზოგიერთი  შეძლებისდაგვარად ახერხებს მას ზოგი კი მთელ თავის ცხოვრებას უთმობს უფალს და სულიერ სიმშვიდეს. ამიტომ გისურვებთ და  იმედი მაქვს რომ ყველა ვიპოვით ჩვენს თავში სულიერებას და სიმშვიდეს , სრულიად საქართველოს ვუსურვებ გაძლოერებას და რწმენის ამაღლებას ,  ასევე მინდა  დავლოცო  უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე , ვუსურვებ ჯამრთელობას მხნეობას ! საქართველო გაბრწყინდება !  უფალი გფარავდეთ ჩემო კარგებო.

 

ტაძარში, ღვთის მადლით, მრევლის მატება ყოველდღიურად შეინიშნება. მიუხედავად ამისა, ყველას სულიერი წინსვლა, განვითარება და ყოველთვის მადლის მოხვეჭა როდი ხდება. ადამიანს სულიერი თვალი ხშირად დაბნელებული აქვს და საკუთარ თავში მხოლოდ მომაკვდინებელ ცოდვებს ხედავს, იმას, რაც თვალნათელია და რომლის არდანახვაც ადამიანისთვის, სულ თუ სინდისი არ უარყო თავისი ბიწიერი ცხოვრებით, შეუძლებელია. ჩვენ თავიდანვე ვართულებთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას, ვყალიბდებით ფარისევლებად, მცნებების გარეგნულ აღმსრულებლებად. ვცდილობთ, სხვასაც და ჩვენ თავსაც მოვაჩვენოთ, რომ რწმენასთან მიმამრთებაში სწორი მიდგომა გვაქვს. თუ რა არის ამის მიზეზი, როგორ უნდა მოხდეს ადამიანის სულიერი ცხოვრების წინსვლა და რა ეტაპების გავლაა საჭირო ღვთისაკენ სავალ გზაზე, გვესაუბრება დმანისის სიონის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი დიონისე გვიმრაძე:

“ჩვენ მრავალჯერ გვითქვამს, რომ გონიერი ადამიანები ვართ, ამიტომ რასაც ვაკეთებთ წინასწარ განვსჯით და შესაბამისად, ჩვენი საქმიანობის შედეგს ველით. თუ ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებას შეეხება, სულიერებაში, მითუმეტეს, მეტი განსჯა, დაკვირვება და ცოდნა გვჭირდება შედეგის მისაღებად. კიდევ ერთხელ თვალი გადავავლოთ სულიერების იმ გზას, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვვლოთ.

ჩვენი მიზანია დავდგეთ ღვთის მარჯვნივ, განვიღმრთოთ და ვიყოთ ღმერთთან ერთობაში. თუმცა ისიც ვიცით, რომ მადლის გარეშე განღმრთობა ვერ მოხდება. საჭიროა მადლი სულისა წმიდისა, რომელიც მხოლოდ თავმდაბალ ადამიანებს ეძლევათ. თავმდაბლობის მოპოვება შესაძლებელია ჩვენი უღირსობისა და უსუსურობის დანახვით. საკუთარი თავის შეცნობისათვის კი საჭიროა მცნებების დაკვირვება და შინაგანი აღსრულება.

ყოველი ადამიანი, რომელიც არ დადის ღვთის ტაძარში, თავს ვერ ცნობს, ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, სისუსტეებს, ვნებებსა და მანკიერებებს. მისი სულიერი განვითარება ვერ ხდება, მზერა მხოლოდ გარეთაა მიმართული, სხვაში ეძებს ცუდს და არა – საკუთარ თავში.

ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიან, ორ ძირითად ნაწილად შეგვიძლია დავანაწევოთ: არის კატეგორია ადამიანებისა, ვინც პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა, არ იყო მომაკვდინებელ ცოდვაში და მეორენი, რომელნიც ამა თუ იმ ცოდვის მონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ამის გამო მოხდა მათი ტაძარში მოსვლა.

პირველი, პატიოსანი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც იცავენ სამოქალაქო წესრიგს, მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ ყველას, ერთი შეხედვით, არ არიან მოჩხუბრები, მოუწესრიგებელნი, თითქოს სათქმელიც არაფერი აქვთ და აღსარების თქმაც უჭირთ. გარკვეული პერიოდი მხოლოდ მექანიკური აღსარებით შემოიფარგლებიან იმის გამო, რომ ეზიარონ.

მეორე კატეგორიის ადამიანები ცოდვის გამო აღმოჩნდებიან ეკლესიაში. ისინი თავად ვერ ებრძვიან ვნებებს, ამავდროულად, საკუთარ თავში ხედავენ მანკიერებებს, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორც შემდგომში უკვე მორწმუნე ადამიანი. ამიტომ თუ, ვთქვათ, მემთვრალეობის ცოდვის ქვეშ მყოფი ადამიანი ეკლესიაში მოსვლის შემდეგ გადალახავს ამ ცოდვას, ის შეიძლება ეკლესიასაც დაშორდეს, რადგან თავის თავში სხვას ვერაფერს ხედავს, ეკლესიასთან შეხების მიზანი კი უკვე აღარ არსებობს. ამ კუთხით რომ განვიხილოთ, სნეული, მომაკვდინებელ ცოდვაში მყოფი ადამიანი თითქოს უფრო სინანულშია, მალეც უახლოვდება ღმერთს, ვიდრე პატიოსანი ადამიანი, რადგან ის აღვსებულია თავმოყვარეობით, პატივმოყვარეობითა და ამპარტავნებით.

ფაქტი ერთია: რის გამოც არ უნდა მოვიდეთ ღვთის სახლში, ეს არ იქნება პირობა იმისა, ვიყოთ მუდმივად ეკლესიის წიაღში. თუ ეკლესიაში პატიოსნებამ მოგვიყვანა, ცოდვების დანახვა კი არ დავიწყეთ ჩვენში, პატივმოყვარეობა უფრო გაგვიძლიერდება, რადგან ახლა თითქოს ეკლესიურებიც გავხდით. ამიტომ დიდი შესაძლებლობაა, ადამიანი ამპარტავნებაში ჩავარდეს. ეკლესიური ცხოვრებით ღმერთს კი არ დაუახლოვდეს, პირიქით, დაშორდეს. ცოდვის გამო ეკლესიაში მოსული ადამიანი, თუ ამ ცოდვას გადალახავს, შესაძლოა ამპარტავნებაში ჩავარდეს, თავი მიღწეული პროგრესით განადიდოს.

რა არის იმისათვის საჭირო, რომ ეკლესიასთან ყოველდღიური კავშირი გვქონდეს?

ეკლესიაში მოსული თითოეული ადამიანი ემორჩილება ღვთისაგან დადგენილს წესს მისი მცნებების შესრულების სახით. მართალია, ყველა ვცდილობთ მის აღსურელებას, მაგრამ კითხვაზე: სულიერად ყველა ვითარდება, იზრდება?! – ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გვექნება. მნიშვნელოვანია, რომ მცნებების აღსრულება მოხდეს არა გარეგნული კუთხით, არამედ შინაგანად და ეს უნდა გავითავისოთ. ვიცით ათი მცნება. ქრისტე ამბობს: გესმა თქვენ: არა კაც კლა. მან განმარტა, რომ კაცისმკვლელობა ნიშნავს არა პირდაპირ ადამიანის მოკვლას, არამედ იმასაც, რომ ვინმეს განურისხდე, უსურვო ბოროტება, მიაყენო შეურაცხყოფა. უფალი ამბობს: გესმა თქვენ: არა იმრუშო. არა მე გეტყვით თქვენ, ვინაც შეხედოს დედაკაცს გულისთქმით, მან უკვე იმრუშა მასთან. ესეც მიანიშნებს, რომ მთავარი არა საქმით აღსრულება, არამედ ფიქრები, ზრახვები და სურვილებია. ასევე, გესმა თქვენ: გიყვარდეთ მოყვასი თქვენი და გძულდეთ მტერი თქვენი, მაგრამ მე გეტყვით, გიყვარდეთ მტერი თქვენი, აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და ყველას ყველაფერს პატიობდეთ.

დავუკვირდეთ, ჩვენ რომელ მცნებას აღვასრულებთ?! თუ მათ გარეგნული და პირვანდელი სახით შევხედავთ, შესაძლოა არც მკვლელობის, არც მრუშობის ცოდვას ჩავდივართ. ერთი შეხედვით, თითქოს მტერიც გვიყვარს და ვერავინ დაგვიმტკიცებს ადამიანის სიძულვილს. თუ ამით შემოვიფარგლეთ, მაშინ ჩვენი ღვთისმსახურება, ეკლესიური ცხოვრება უფრო მეტად დაგვაშორებს ღმერთს. სამოქალაქო კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ადამიანებს შორის ურთიეთობას, გარეგნული კოდექსია და საერთოდ არ გვთხოვს შინაგანს, თუ რა ფიქრები და ზრახვები, სურვილებია ჩვენში. გვეუბნებიან, ნუ დაარღვევ წესრიგს, ნუ შებღალავ სხვის უფლებას. თუ ღვთის მცნებებსაც ასე შევხედავთ, მას დავაკნინებთ, უფრო ამპარტავანნი, პატივმოყვარენი გავხდებით და ღმერთსაც დავშორდებით.

როგორ უნდა მოვახერხოთ სულიერი წინსვლა?

უნდა ჩავეძიოთ სწორედ შინაგან მცნებებს, მის დანიშნულებას, ვიფიქროთ მის დაცვაზე, უფრო მეტად გავითავისოთ და აღვასრულოთ რჯული ქრისტესი. საჭიროა, ჩავუღრმავდეთ ჩვენს თავს და ნელ-ნელა გავერკვევით, რანი ვართ. თუ მანამდე მხოლოდ საქციელით ვიწონებდით თავს, მივხვდებით, რომ შინაგანად ვერც ერთ მცნებას ვასრულებდით, თურმე როგორი ცოდვილი, უღირსი ადამიანები ვყოფილვართ.

სულიერი ზრდისათვის ვიწყებთ მცნებების შინაგანად აღსრულებას, რაც იწვევს იმის გამოაშკარავებას, რომ მე ვარ ძალიან ცოდვილი, ყველანაირი ცოდვის ჩამდენი პოტენციურად, გულითაც და სურვილებითაც. ამიტომ არ ვარ ღირსი, ვუწოდებდე ჩემს თავს პატიოსან, ღირსეულ ადამიანს. რითი უნდა მოვიწონო თავი, როცა ყველანაირი ცოდვის აღმსრულებელი ვარ?! შესაბამისად, თურმე რამდენი რამ მქონია აღსარებაში სათქმელი, ზოგჯერ კი არაფერს ვამბობთ, ეს იმიტომ, რომ მცნებებს გარეგნულად აღვასრულებთ. მიყვარს მტერი?! – არ მიყვარს. ვუსურვებ მას ცუდს?! – ვუსურვებ. მსურს, ყველა მემსახურებოდეს და პატივს მცემდეს?! – მსურს. მსგავსი, უამრავი შინაგანი მანკიერება გამოვლინდება ჩვენში. ამ დროს ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გლოვას. თუ თავი მანამდე ყოვლისშემძლე ეგონა, რომ ზოგიერთ ცოდვას არ ჩაიდენდა, აღმოაჩენს, თურმე ამ ცოდვებით ყოფილა დაავადებული.

საკუთარი თავის დანახვამ შესაძლოა უიმედობამდე მიიყვანოს ადამიანი…

ადამიანი ამ დროს საკუთარ თავს ხედავს არა ისეთს, როგორც მანამდე საზოგადოებაში მოჰქონდა თავი, არამედ რეალურად რაც არის. ცხადია, მძიმეა და მტკივნეული, როცა ის საკუთარ არსებაში ხედავს ამდენ სიბინძურეს, მაგრამ ეს მისია და არა სხვისი. თუმცა ღვთის მცნებების აღსრულების სურვილით ანთებულებს სულიერი თვალი აგვეხილება. ჩვენ წინ ფარდა გადაიშლება და დარჩება მხოლოდ ჩვენი მანკიერება მთელი თავისი სისავსით. ამიტომ რაც დრო გადის, აღსარება უნდა იცვლებოდეს და თუკი ჩვენ სწორად განვვითარდებით, შესაბამისად, ჩვენი აღსარება იქნება არა გარეგნული ცოდვებით დამძიმებული, არამედ მთლიანად შინაგანი ვნებების გამოაშკარავება და გამოთქმა.

ხშირად ჩვენი მცდელობაა შევამციროთ ცოდვები, თავი მოვაწონოთ მოძღვარს. თუ სულიერი თვალის ახილვით მეტად უნდა ვხედავდე ჩემს ცოდვებს, მაშინ როგორ ვამცირებ მათ?! ეს არ ეხება გარეგნულ ცოდვებს, რომელიც არათუ უნდა შევამციროთ, საერთოდ უნდა მოვსპოთ. როგორ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი ჩხუბობდეს, ვინმეს შეურაცხყოფდეს, იპარავდეს, მრუშობდეს და ა.შ… გარეგნული ცოდვების შემდგომ უნდა ჩავღრმავდეთ შინაგან ცოდვებში და ამ მხრივ უნდა გამდიდრდეს ჩვენი აღსარება. ეს იქნება სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, საფუძველი სულიერი წინსვლისა.

როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს საკუთარ თავში დაინახავს, მას იმედგაცრუება, უსასოება დაეუფლება. ხშირია ფიქრები, თურმე როგორი ვყოფილვარ და ახლა რაღა მეშველება?! ეს არ უნდა დავუშვათ. ქრისტე კაცობრიობის ცოდვებისა და უსჯულოების გამოსახსნელად მოვიდა. თუ ადამიანმა თავისი სნეულება დაინახა, ქრისტე მისთვის მოსულა. ამ დროს არათუ უიმედობა, არამედ სწორი, გულმხურვალე ლოცვა და ღმერთისადმი მინდობა გვმართებს, რათა ჩვენი უსჯულოებით სავსე გული შევამსუბუქოთ.

წმიდა მამები ამბობდნენ: მე ვარ ყველაზე ცოდვილი, თუკი ვინმე ყოფილა, არის ან იქნება ამ ქვეყანაზე. ისინი კარგად ხედავდნენ საკუთარ თავს. სულ რამდენიმე წამითაც რაიმე მზაკვარი აზრის მოსვლა მათთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ჩვენ კი დღის განმავლობაში უამრავ აზრს ვიღებთ, ვერც კი ვაცნობიერებთ ცოდვას ისე აღვასრულებთ. მას შემდეგ, რაც დავინახავთ საკუთარ თავს მცნებების აღსრულების გზით, არ უნდა წარვიკვეთოთ სასო, იმედით უნდა აღვენთოთ ღმერთის მიმართ. ვინაიდან ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩვენით გადავლახოთ ყველაფერი ის, რითაც დატანჯული, დასნეულებული ვართ?! გვჭირდება ძალა, ენერგია, მადლი, რათა შევიმოსოთ მადლმოსილებით, დავემსგავსოთ ღმერთს. ქრისტე გვეუბნება: იყავით ისეთივე სრულყოფილი, როგორც მე-ო. სრულყოფილება მდგომარეობს მადლმოსილებაში. თვინიერ ჩემსა არა ძალგიძს ყოფა არცა ერთი, – უფლის ამ სიტყვების გათავისება და ღმერთისადმი მინდობა უნდა ხდებოდეს თითოეული ადამიანის მიერ.

მამა დიონისე, როგორ ვისწავლოთ თავმდაბლობა?

ადამიანი საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ ნელ-ნელა მდაბლდება. აღარ ჰგონია თავი ყველაზე უკეთესი, რომ ყველა უნდა ემსახუროს, პატის სცემდეს. მან უკვე იცის, არ არის ღირსი ამგვარი ღირსებისა, პატივისა. რაც უფრო მეტად დავინახავთ ჩვენს უსუსურობას და მანკიერებას, მით მეტად დავმდაბლდებით. თავმდაბალ ადამიანს კი ეძლევა ღვთის მადლი. – რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, – გვეუბნება წმიდა წერილი, – ხოლო რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. და კიდევ, ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი. თუ თავმდაბლობას მივაღწევთ, მოგვეწევა მადლიც. თუ ჩვენ ვერ ვგრძნობთ მადლს და არც გვიგვრძნია, მაშინ თავმდაბლობამდე არ მივსულვართ, საკუთარი თავი ჯერ არ დაგვინახავს, რადგან მცნებებს შინაგანად არ აღვასრულებთ.

საკუთარ თავსა და მცნებებზე შინაგანი დაკვირვებით ვხედავთ ჩვენს უსჯულოებას, უმანკოებას, ვითხოვთ ღმერთისგან ძალას, რომელიც მადლის სახით შემოდის ჩვენში და ნელ-ნელა ვემსგავსებით უფალს. ეს არის სულიერი ცხოვრების წინსვლის მარტივი ამოცანა და მიზანი.

ამგვარი გახლავთ მართლმადიდებელ წმიდა მამათა მიერ მოცემული სწავლება სულის ცხონებისა და სულიწმიდის მადლის მოხვეჭის შესახებ. მათი შემოქმედება სწორედ სულიერი წინსვლის ამ გზას ეფუძნება, მთლიანად ამ სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. ამის აღსრულებისკენ მოგვიწოდებენ ჩვენ, რადგან ღმერთისკენ სავალი სხვა გზა არ არსებობს.

მამაო, კიდევ ერთხელ განგვიმარტეთ, რა ეტაპების გავლა უწევს ადამიანს ღვთისაკენ სავალ გზაზე?

იმისათვის, რომ მიიღოს მადლი, ადამიანმა უნდა იაროს ტაძარში, მცნებები აღასრულოს შინაგანად და არა გარეგნულად. ამ შემთხვევაში მას აუცილებლად აეხილება შინაგანი თვალი, დაინახავს უამრავ მანკიერებას, ცოდვას, ვნებას, უსჯულოებას საკუთარ თავში. ასევე, მეორეს მხრივ, – თავის უძლურებას ამ მანკიერებებთან ბრძოლაში და შემდგომ ამისა ითხოვს. საჭიროება წარმოიშვება მადლისა, მაგრამ თუ არ დავიმდაბლებთ თავს ამ უსჯულოებით და უიმედობას მივეცემით, ვერც ამ მადლს მივიღებთ. გახსოვთ, იუდამ სცოდა და მას რომ მოენანიებინა, იმედი რომ გასჩენოდა, ღმერთი აპატიებდა და თუ ჩვენც ასე უიმედობაში ჩავვარდებით, არც ჩვენ მოგვეცემა შენდობა, წყალობა… ვინც დაიმდაბლებს თავს, ის ამაღლდება და მადლსაც ის მიიღებს, რითაც შემდგომ უნდა განვიღმრთოთ. უნდა დაიწყოს ღმერთთან დაახლოების პროცესი, რომელსაც დასასრული არ გააჩნია. რაც მეტად დავიმდაბლებთ თავს, მით მეტად აგვამაღლებს ღმერთი, მეტი მადლი მოგვეცემა და მით მეტად მოხდება ჩვენი განღმრთობა. ღმერთმა მოგვანიჭოს ამ გზის სწორად განვლის საშუალება.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.ambioni.ge

3. http://www.youtube.com

ტეპუი

დღეს მინდა შემოგთავაზოთ,  ძალზე საინტერესო , ულამაზესი და ჩემი აზრით დაკარგული სამყარო . ალბათ ნახვის შემდე ყველას გაგიჩნდებათ სურვილი  იმყოპებოდეთ იქ ,  მე პირადად დიდი სურვილი მაქვს ვნახო ეს საოცრება , მას ხომ ”ღმერთების სახლს” უწოდებენ. გაეცანით  და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.

ტეპუი —  მთები, რომელიც ვრცელდება გვიანის ზეგანზე მეტწილად ვენესუელის ფარგლებში. სიტყვა „ტეპუი“ პემონის მშობლიურ ენაზე აღნიშნავს „ღმერთების სახლს“. პემონის ტომი უმთავრესად გრან-საბანის ტერიტორიაზე სახლობს. ტეპუი რელიეფში გვხვდება როგორც იზოლირებული ობიექტი, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ენდემური მცენარეულობა და ცხოველთა ნაირსახეობა. აღსანიშნავია სერა-ნებლინა, აუტანა, აუიანტეპუი და რორაიმას მაგიდა მთები.

ტეპუის ტიპის მთები როგორც წესი ამაღლებულები არიან ჯუნგლების თავზე და აგებული არიან კამბრიუმამდელი კვარციანი ქვიშაქვების ბლოკებით. აუიანტეპუი დასაბამს აძლევს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჩანჩქერს — ანხელს, რომლის სიმაღლე 1054 მეტრია.

 

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.site.alo.ge