ობოლ ბავშვთა სახლები და თავშესაფრები

შემოგთავაზებთ უპატრონო ბავშვთა სახლის  ბავშვებზე. ჩემთის პირადად ეს თემა ძალიან მტკივნეულია. იმედია თითოეულ მათგანს ექნება უზრუნველი და კარგი მომავალი, რადგან გამოიძებნება ისეთი ადამიანები რომელებსაც  შეუძლიათ დაეხმარონ და გვერძი დგომა გაუწიონ .ქვემოთ მოყვანილ იმფორმაციას  გაეცანით და დააპიქსირეთ თქვენი აზრი.

ამჟამად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო”(დირექტორი თამარ მახარაშვილი) ახორციელებს რეორგანიზაციას (ლიკვიდაცია, გამსხვილება, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლების ჩამოყალიბება) მისდამი დაქვემდებარებულ ინსტიტუციებში.

სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს ინსტიტუციური დაწესებულებების ნაცვლად ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდა. ამას ემსახურება ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება, გაშვილება ან მინდობით აღზრდაში გადაცემა. ამ ღონისძიებების შედეგად ბავშვთა სახლების რაოდენობა შემცირდა 46-დან 16-დე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვეყნის მასშტაბით 37 მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნა, რომლებიც გამართული ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სათანადოთ მომზადებული დედობილ – მამობილის მეშვეობით უზრუნველყოფენ 254 მზრუნველობამოკლებული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდას.

37 მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან 17 (134 ბავშვით) იმყოფება სახელმწიფო დაფინანსებაზე, ხოლო 20 (120 ბავშვით) დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი 2012 წელს უნდა დასრულდეს.

ღღევანდელი მონაცემებით საქართველოში სულ 27 ინსტიტუციაა. მათ შორის:

ბავშვთა სახლი 16

ჩვილ ბავშვთა სახლი 2

დღის ცენტრი 2

კრიზისული ცენტრი 1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი 2

ხანდაზმულთა პანსიონატი 2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) პანსიონატი 2

ინსტიტუციებში სულ 1405 პირია განთავსებული. მათ შორის:

  • ჩვილი 109
  • ბავშვი (6-დან 18 წლამდე) 192
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 79
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი 107
  • ხანდაზმული 212
    წყარო: 1.  www.google.ge

    2. http://www.genesis.org.ge/orphanages2.htm

13 thoughts on “ობოლ ბავშვთა სახლები და თავშესაფრები

  1. სრულიად მართალი ხარ ჩემო მეგობარო, ეს ბავშვებიი ისევე როგორც ჩვენ მათაც აქვთ სრულყოფილების და მოტხოვნის უნარი . უფალმა დაიპაროს ეს უსუსური ბავშვები და რაც მთავარია თბილ ოჯახში მოხვედრას ვუსურვებ 🙂 .

  2. უფალმა დალოცოს და გადმოხედოს ამ ბავშვებს. მახარებს რო საქართველოში დღეს–დღეობით ეს თემა არ ავიწყდებათ ასევე შენც, ბევრ საიტზე არის უპატრონო ბავშვებზე და ეს ჩეთვის ძალიან დიდს ნიშნავს, მიუხედავად იმისა რომ მათ ეს არაფერში ეხმარებათ . ყოჩაღ .

  3. Chemi azrit saxelmwifom uproo kargad unda miaqcion yuradgeba da uzrunvelyos mati momavali , miuxedavad imisa ro bevri tavshesapari tavisi xarjebit inaxaven bavshvebs da ragac naxevar procents igeben saxelwiposgan ..

    • შეგეწინააღმდეგები ნათია, რადგან სახელმწიფო აფინანსებს ყველა ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფარს და ასევე ძალადობით მიყენებულ ქალბატონებს , სადაც არის ცენტრი და იქ არიან , ეს ცენტრი არის გორში და თბილისში . ამის მიხედვით ვერ ვიტყვით რომ სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს. რათქმაუნდა კარგი იქნებოდა უფრო თუ მიეხედება ამ საკითხს საქართველოში რადგან ეს მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი არ არის აქ უპირველეს ყოვლისა მშობლების ბრალია .

Leave a comment