ლურჯი ადამიანი

საავადმყოფოში გარდაიცვალა მსოფლიოსი ერთადერთი ლურჯი ადამიანი (2 ფოტო)

დღეს გთავაზობთ , საავადმყოფოში გარდაცვლილ პოლ კარასონის შესახებ . ძალიან უცნაურ და საინტერესო იმფორმაციას . გაეცანით და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება.

მსოფლიოში ცნობილი ლურჯკანიანი ამერიკელი პოლ კარასონი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას პრესაში პაპა სმურფს და ლურჯ ადამიანს ეძახდნენ.

კარასონი ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა კვირაში გულის შეტევით მოხვდა. მამაკაცს პნევმონიის დიაგნოზი, მოგვიანებით კი ინსულტი დაუდგინეს.

კარასონი ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც წინა კვირაში გულის შეტევით მოხვდა. მამაკაცს პნევმონიის დიაგნოზი, მოგვიანებით კი ინსულტი დაუდგინეს.

კარასონის კანი ლურჯი 15 წლის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც დერმატიტის სამკურნალოდ კუსტარული წარმოების კოლოიდური ვერცხლის მიღება დაიწყო. შედეგად მამაკაცი არგიროზით (კანის, ლორწოვანი გარსისა და სხვადასხვა ორგანოს პიგმენტაცია ვერცხლოვანი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად) დაავადდა და მისმა კანმა მონაცრისფრო ლურჯი შეფერილობა მიიღო.

პოლ კარასონი მედიის ყურადღების ცენტრში 2008 წელს მოექცა, მას შემდეგ, რაც NBC News-ის ტელეგადაცემაში საკუთარ ავადმყოფობაზე ისაუბრა.

გადაცემაში პოლი მოყვა, რომ რადგან ადამიანები მის გარეგნობაზე არაადეკვატურად რეაგირებენ, მას საცხოვრებლად ორეგონის შტატიდან კალიფორნიაში გადასვლა მოუწია. მაგრამ იქაც იგი ზედმეტ ყურადღებას იპყრობდა, ამიტომ მამაკაცი ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდა.

საავადმყოფოში გარდაიცვალა მსოფლიოსი ერთადერთი ლურჯი ადამიანი (2 ფოტო)

წყარო: 1. http://www.ambebi.ge

7 thoughts on “ლურჯი ადამიანი

  1. მართალაც რომ გასაოცარია .
    არ ვიცოდი ასეთიი ადამიანებიც თუ არსებობდნენ ! : )

Leave a comment