გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონ ტაბიძე–ერთერთი ყველაზე ნიჭიერი და პატივსაცემი პიროვნება ქართულ პიოეზიაში. იგი ცნობილია, როგორც „მეფე-პოეტი,“ თანამედროვე ქართული პოეზიის ფუძემდებელი, და ალბად ყველა თუ არა უდიდესი ნაწილი დამეთანხმებით იმაში რომ მის ლექსებში მართლაც იგრძნობოდა ის რაც სხვაგან არა. მე მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება გაგაცნოთ მისი ბიოგრაფია. თუმცა დარწმუნებული ვარ მის შესახებ აქამდეც მრავალი გსმენიათ, მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ჩემი პოსტი დაგეხმარებათ გაიგოთ აქამდე უცნობი დეტალები მის შესახებ.. გმადლობთ ყურადღებისთვის.

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში — გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნისქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლისმღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა დაპეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა “არტისტულმა ყვავილებმა” ავტორს “გენიალური გალაკტიონისა” და “პოეტების მეფის” სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა “გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს”. 1924 წელსიგი იყო ჟურნალ “მნათობის” ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები “კავკასიონი”, “ბედი ქართლისა” და ა.შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია “მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში”, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

გალაკტიონ ტაბიძე – ”შერიგება”

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.youtube.com

3.ka.wikipedia.org

 

6 thoughts on “გალაკტიონ ტაბიძე

  1. ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტია 🙂 წარმატებებს გისურვებ, კარგ პოსტებს დებ!

    • udzllieresi poeti, romelmac uamravi, ulamazesi da gamorcheuli leqsebi daweraa .. yochagg asee gagrdzelee dzalian sianteresoo impormacieb vigebb 🙂

  2. დღითიდღე მაოცებ, ძალიან კარგად გაქვს გამახვილებული ყურადღება თითოეულ ფოსტზე . წარმატებები .

  3. ჩემი საყვარელი პოეტია 🙂 ყველაზე კარგი შემოქმედია, როცა კითხულობს ადამიანი, მის ნაშრომს, ადვილად ითავისებს და იძირება მის ნაწარმოებში… ძალიან საინტერესოა 🙂 მიხარია, ამ გენიალურ პოეტზე, რომ გაამახვილე ყურადღებააა 🙂

  4. komentarebidan gamomdinare, chans ro yvelas uyvarda galaktion tabidze mat shoris meccc 🙂 bumberazi pirovneba , kargiaaa momwonxarr dzann asee gagrdzele 🙂

Leave a comment