ეგვიპტის პირამიდები

ეგვიპტის პირამიდები — ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII-საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ჯოსერის პირამიდა

პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირიიმხოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა, (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა) როგორც ჩანს,მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმხოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმხოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო… აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა.. იმხოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია.

ჯოსერის პირამიდა ძირითადად,საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.

გიზის პირამიდები

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს “პერანგი” აღარ არსებობს. გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე…

File:All Gizah Pyramids.jpg
გიზის პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია,სიგრძე კი 60 მეტრი.

წყარო:1. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

2.https://www.google.ge/search?q=%E1%83%92%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=I6dWUsb5I9GKswbvt4HoCA&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1440&bih=809&dpr=1

იაკობ ხუცესი

იაკობ ცურტაველი (ხუცესი) — V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალიჰაგიოგრაფი. ავტორია “შუშანიკის მარტვილობისა” (“წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.

იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. “შუშანიკის მარტვილობით” იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.

იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა დადრამატული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. “შუშანიკის მარტვილობა” ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს “შუშანიკის მარტვილობის” მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე ეწდაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს940-ისა.

ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად – კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა1978), ფრანგულად – ს. წულაძემინგლისურად – ე. ფულერმა, გერმანულად – ნ. ამაშუკელმაესპანურად – მ. იშტვანოვიჩმა. ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი. იუნესკოსგადაწყვეტილებით 19791983 აღინიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.

წყარო: 1. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91_%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

2. https://www.google.ge/search?q=%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%91+%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=taRWUvKQEcLctAbVz4AI&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1440&bih=809&dpr=1

ლაშარობა

76554f9666ee[1]

ლაშარობა წელს 17–18 მკათათვეს მოხდა; იგი ორი დღე გრძელდება. სალოცავად მოსულნი იყვნენ: თუშები, ფშაველები, ქისტები, ხევსურები და ბარელი ქართველები სოფ. ყვარელიდამა და ქართლიდამ. ბარელნი, ვისაც კი შეთქმული ჰქონდა, იყვნენ ჩაცმულნი თეთრს ტანისამოსში, ფეხშიშველნი. მოსვლის უმალვე გაიხადეს თეთრები, დაყარეს გალავნის პირას, სადაც ორმოა გაკეთებული. აუარებელი ცხვარი, კურატი იკვლის და იმათი სისხლი გალავნის წინ, მისასვლელს ადგილს, გაკეთებულს ორმოში ჩადის. ქისტები სავაჭროდ მოდიან, მოაქვსთ გასაყიდად ნაბდები, ქუდები, და თუ ხელი მოემარჯვათ, იქურდბაცაცავებენ კიდეც. თუმცა ხევისბერები ემდურებოდნენ მლოცავის სიცოტავეს, მაგრამ ხალხი მაინც ბევრი იყო: ლაშარის გორზე დაუტევლობის გამო, ბევრნი გორის ძირს, ჭალაში დაბინავებულიყვნენ.

870da7a06ff2[1]

ლაშარის ჯვარი ბევრით არ განსხვავდება ფშავლების სხვა სალოცავისაგან. გალავნის წინ სდგას ყორის ოთხკუთხედი, რომელზედაც წმინდის გიორგის ხატი და ჯვარი ასვენია და ზედვე სდგას სააიაზმე. მისულს მლოცავს მღვდელი ამთხვევს ჯვარს და ასხურებს აიაზმას, ხოლო ხევისბერი ასრულებს თავისს თანამდებობას ერთგულად, შეუშფოთებლად, თუმცა კი ხანდახან შეშფოთდება ხოლმე. ეს შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ხევისბერი საკლავის ხოცვისაგან, კვლისაგან იღლება და გული უწუხდება; მაშინ ხევისბერის მოვალეობას იმისივე თანამოძმე ხევისბერი ასრულებს.
გალავანს შიგნით იმყოფება საჯარე, სადაც ხევისბერების მეტი ვერავინ შევა. საჯარე ყორისაა და ზედ სიპი ქვები ახურია; საჯარის სამხრეთით აშენებულია ყორისავე საზარე, რომელსაც თავზედ კაცის სიმაღლედ მოკალული სპილენძის გუმბათი ადგას. ამ გუმბათზე ჰკიდია ზარი, თავზედ ჯვარი ადგია. ჯვარს ტოტებზე პატარ-პატარა ზარები ჰკიდია. ეს პატარა ზარები გადაბმული არის ჯაჭვისფრად ერთმანეთზე და იმითია შემოსარტყლული საზარე. საზარეზე არის მიყუდებული ლაშარის ჯვრის დროშა. ამ ადგილს წინად ყოფილა აშენებული ლაშა გიორგისაგან ეკლესია წმინდის გიორგისა სახელზედ, რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმინდის გიორგის შეუწირავს. ეს გარემოება ხალხს დავიწყებია, შეწირული და შემწირველი გაუერთებია და კიდეც გაუღმერთებია. მეორე გორაზე არის აშენებული თამარ დედოფლის სალოცავი მშვენიერს ადგილზე; ამ დღეობას კიდევ „ღელეობა“ ჰქვიან. ორივე სალოცავს ერთად „მოდე-მოძმე“-თ (და-ძმანი) ეძახიან. ლაშა გიორგი თამარის ძმა ჰგონია ხალხსა.
წინანდელმა ფშაველმა კარგად იცოდა გარემოება ამ საქმისა, მაგრამ დღევანდელს ვერ გაუგია კარგად. გამრუდება სიმართლისა გავლილის ხნის ბრალია და იმ ზეპირგადმოცემისა, ხევისბერების პირით რომელიც მოგვითხრობს, რომ თამარს ქმარი არა ჰყოლია, წმინდა ქალწული ყოფილაო. ეს სიცრუე თამარის სახელის განსადიდებლადაა ნახმარები, თითქოს ქმრიანობა კი უშლიდეს სიწმინდეს და ამცირებდეს თამარის სახელსა და დიდებას. როგორც ლაშარს, აგრეთვე თამარ დედოფლის სალოცავში იკვლის მამალი საკლავი და მხოლოდ ის გარჩევაა, რომ პირველს არ უკვლენ ციკნებს და მეორეს – კი; თამარს მწევრებისათვის მოუნდებაო. ხევისბერებს აგრეთვე ჩვეულებად აქვსთ ქერის მობნევა ლაშარის მიდამოზე, ლაშარის ჯვარის ცხენს მოუნდებაო; ჰკრეფენ კომლზე სამ-სამს აბაზს ამავე საგნისათვის.
ზემოდნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხარჯად სდებია ხალხს ცხვარი მამრობითის სქესისა, ციკანი და ფულადაც ყოფილა გარდასახადი. გარდაცვალებულს, თავისს დიდებულს მეფეს, იმეორებს რა ამ ჩვეულებას, ხალხი პატივსა სცემს და იმის სულის შეწყალებასა და შემწეობას მოელის. ხევსურეთში, სოფ. ხახმატში, სადაც არის სალოცავი წმინდის გიორგისა და ხახმატობა ანუ „ათენგენობა“ ჰქვიან, არის „მწევრის საფლავი“, რომელსაც განსაკუთრებით ციკნებსა სწირავენ; დაჰკლავს შემწირველი ციკანს და გაუტყავებლად დასტოვებს. ამასთან ისიც კი უნდა შევნიშნოთ, რომ ხალხი თხას „ეშმაკის გაჩენილს“ ეძახის, უწმინდურ ცხოველად მიაჩნია. ხალხი მყეფარს მეტის ღირსად არა ჰხდის. სწორედ ამ ჩვეულებაზედ ითქმის ქართული ანდაზა: – „საფერი საფერს შემოჰხვდა, თათარი ურიასაო“.
გალავანში ხევისბერები უჩვენებენ ადგილს, სადაც „ბერმუხა“ მდგარა, შეერთებული ცასთან ოქროს შიბით; ეს მუხა მოუჭრევინებია ზურაბ ერისთავს, რომელსაც ხალხი სულძაღლობით იხსენიებს დღესაც… დიდი ტანჯვა-წვალება უნახავს იმისგან მთის ხალხს და განსაკუთრებით ფშაველებს. ჯერ თავის ყმებისათვის უბრძანებია ვითომც მოჭრა ამ მუხისა, მაგრამ ცული არ მიჰკარებია, ვერ მოუჭრიათ. ბოლოს დაუბარებია ყველა თემის ფშაველი და თვითოეულისათვის მოუთხოვია ესწავლებინა ხერხი, საშუალება, რითაც კი შეიძლებოდა მუხის მოჭრა. არავის არ უსწავლებია ზურაბისთვის წამალი, რისთვისაც ყველასთვის სხვადასხვა უწმინდური ცხოველი უჭმევია. ბოლოს ერთს უკანა-ფშაველს გაუყიდია თავისი სალოცავი: კატის სისხლით მოუსვრია მუხა, ანგელოზი მოჰშორებია ხატსა, სწყენია, არ ეგონა, თუ ფშაველი მოღალატე აღმოჩნდებოდა, ხე გაუჭრია ცულსა, მუხა წაქცეულა და ჯაჭვი – შიბი ოქროსი ცაში აკეცილა. იმ მოღალატის გვარი აღარ არსებობს. მას შემდეგ გასტეხია საქართველოს იღბალი და ფშავის ბედიც უკან და უკან წასულა. აი ხალხური ლექსიც ამ ამბავზედ:

იჩივლა ლაშარის ჯვარმა
ღვთის კარზე თავის პირითა:
„ხმელს გორზედ მედგა ბერმუხა,
მორთული ოქროს შიბითა;
სულძაღლმა ერისთვისშვილმა
გადმამიბრუნა ძირითა“,
სანამდე იმის ძე არი,
ის ამააგებს ჭირითა.

მუდამ წელს ბარელების მოსვლა სალოცავად ლაშარის ჯვრისა უმიზეზო არ არის. აშკარაა, რომ ისინი გადასახლებულნი არიან ფშავიდამ და არ ივიწყებენ თავისი მამაპაპის ძველს სალოცავს. ეს დასაჯერებელია მით უმეტეს, რომ ფშავში არის სოფ. ყვარა. გადასახლებულთ თავისის სოფლის სახელი თან წაუღიათ. ხალხიც ამტკიცებს ამ გადასახლებას და მიზეზად ზურაბს ასახელებს, რომელსაც დაუწიოკებია ხალხი და გაუბნევია, დაუქსაქსია. მხოლოდ თუშების ლაშარში სალოცავად სიარულის მიზეზი სხვაა.

18680_4e253b436c36b[1]

როგორც ზეპირგადმოცემა და ხალხური ლექსები მოგვითხრობს, ფშავლებსა და თუშებს ერთ დროს ჰქონიათ ერთმანეთში მტრობა. ერთს მათგანს, სახელდობრ თილისძეს, შეუგროვებია ჯარი და გამოლაშქრებულა ფშავის დასარბევად. თუშებს ეს გამოლაშქრება ძლიერ ძვირად დასჯდომიათ და მარტო იმათი სარდალი თილისძე გადარჩენილა ცოცხალი და ამბავი „თუშების დალევისა“ იმას წაუღია. ხალხური ლექსი ნათლად ჰხატავს ამ შემთხვევას:

თუშთა ქნეს სამღთო წოვათა,
საღმერთოდ დაკლეს ცხვარიო:
ღმერთო, შენ ჩაგვასწავლნოდი
სახოშარონი გზანიო.
ცხენთა ხოშარას ჩასულთა
არაგვ დალიეს წყალიო, და სხვ.

თილისძე შინ მოდის, დედა მოეგებება წინა და ჰკითხავს:

– მოხვედა, თილის ობოლი,
რა ამბავ მაიტანია?
– ერთ მე მოგივედ, დედაო,
სხვა ბევრი ვერ მოდიოდა,
წყურვილის შაწუხებული
მხედარი ჩამოდიოდა;
დაგვლივნა ხოშარის გორმა,
იქ წყლის არ გამოდენამა,
ვიწრო-ვიწრომა ხევხუვმა,
მოკლედ ფშავლების დენამა,
წოწკურაულის ისარმა
უწყალოდ გადმოდინარმა,
ნაკვეთაურის ფრანგულმა,
სანათაურის ენამა,
მათურელთ ვაჟებისამა
გორისპირთ ჩამოდენამა, და სხვ.

ადგილი, სადაც თუშებსა და ფშავლებს ბრძოლა ჰქონიათ, წყლიანია, მაგრამ თილისძე მაინც თავსა მართლულობს იმითი, რომ წყურვილმა შეგვაწუხა თუშები და ფშავლებმა იმიტომ გვძლიესო. ამ შუღლზედ კიდევ სხვა ლექსია ხალხური:

თუშნო, ხოშარას ნუ ჩახვალთ,
ხოშარა ეკლიანია;
შიგ სამნი მგელნი ბუდობენ,
სამნივე ლეკვიანია;
თუ ჩახვალთ, ვეღარ ამოხვალთ,
გიორგი ეტლიანია (წმიდა გიორგი).

ჩვენ ამ უკანასკნელს სტრიქონზე უნდა შევსჩერდეთ, რადგან ამ სტრიქონშია დაფარული მიზეზი, რომლის გამოც თუშები სალოცავად ლაშარის ჯვარს მოდიან. თუშებს თავისი დამარცხება, როგორც ფშავლებს გამარჯვება, – მიუწერიათ ლაშარის ჯვრისათვის (გიორგი ეტლიანი). თუშებმა ლაშარის ჯვრის ძალა მხოლოდ ეხლა შეიგნეს. პირველად თუშების სარდალი, თილისძე, მოდის ფშავლებთან შესარიგებლად და ლაშარის ჯვრის წინ თავის მოსადრეკად, თან მოჰყავსთ „სამხვეწროდ“ „თეთრი ქორა ხარი“ (რქათეთრი ხარი). მთის ხალხს ჩვეულებად აქვს, რომ როდესაც ერთს მეორესთან მძიმე დანაშაული მიუძღვის და დამნაშავე „სახვეწრით“ – საკლავით, სასმელით მიდის და შეურაცხყოფილს სთხოვს შეწყნარებას, პატიებას, უეჭველად მიიღებს. ეს ჩვეულება დღესაც მოქმედობს მთის ხალხში. ხასიათი, შინაარსი ამ ჩვეულებისა ისაა, რომ დამნაშავე შეურაცხყოფილს საკლავს რომ უკლავს, პატარა ხატად ჰხადს. საკლავის შეწირვა ხომ ღვთისა და ღვთისშვილების (ხატები) მოსამადლიერებელი საშუალებაა. საკლავით შეხვეწნა დიდი ხვეწნაა, რომლითაც სისხლიც კი დაიურვების. თილისძეს არამც თუ ცხვარი, ხარი მოჰყავს „სამხვეწროდ“ ხატთან და თემთან შესარიგებლად, ალბათ იმიტომ, რომ დიდ დამნაშავედ ჰგრძნობს თავისს თავს.

ლაშარს მოვიდა თილისძე,
გულდიდად დაჯდა ხარიო;
შამოეხვივნენ ფშაველნი,
როგორც ბატონსა ყმანიო:
– შენ აქ არ მოგევალოდა,
დიდი ჰქენ ცოდვა-ბრალიო:
დასწვი, დასდაგე ხოშარა,
ცამდინ აუშვი ალიო;
ცრემლად ატირე ქალ-რძალი
კალოდ გაჰლეწე მკვდარიო;
ნაკვეთაურის ჭერხოსა
შენ შახსენ რკინის კარიო,
– მაცალეთ, ლაღნო ფშაველნო,
მალოცეთ თქვენი ჯვარიო.
„სამხვეწროდ“ მამიყვანავის
თეთრი ქორაი ხარიო, და სხვ.

ეს დღეა პირველი დღე თუშების ლაშარს სალოცავად მოსვლისა. შემდეგ და შემდეგ თუშებში ლაშარში სალოცავად სიარული ჩვეულებად დადებულა. ლაშარის ჯვარი გათქმულია სიმდიდრით – „ზინათით“, განძეულობით. ვერცხლეულს, თასებს, ვერცხლის სინებს სწირავენ მლოცავნი. ქართველთა მეფეებისაგანაც ბევრია, თურმე, შემოწირული თასები, რომელთა შორის აქებენ თამარ დედოფლისაგან შემოწირულს, იმისისავე სახელისა და ღირსების ზედ წარწერით, მაგრამ საუბედუროდ ხევისბერები არავის არ აჩვენებენ და არც ასწავლიან ალაგს, სადაც ეს თასები ინახება. არც კი გასამტყუნარნი არიან ამ შემთხვევაში, რადგან ბევრმა სხვადასხვა ხელმა ბევრი ვერცხლეული გაალაგა ლაშარის ჯვრისა. ვახუშტი (იხ. გეოგრაფიული აღწერა საქართველოსი, გვ. 296–298) მოგვითხრობს: „ხოლო ხევსურეთის ამოსავლის მთას იქით არს ფშავი, რომელსა შუაში უდის თეთრი არაგვი (დღეს ფშავის არაგვი ჰქვიან) და მოერთვიან ხევნი აღმოსავლით დასავლეთიდამ. აქა ფშავსა შინა არს ეკლესია ლაშასაგან აღშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი, ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯვარს. აქვსთ სასოება მასზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავი, ვერც ხევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო, ანუ ვერცხლი, ვერარაიდ იხმარებენ თავისად, არამედ მიუძღვნის ლაშას ჯვარს“. ეს ცოტა გადაჭარბებით აქვს ვახუშტს ნათქვამი: ჯერაცა აქვსთ ფშავლებს ზოგს ძველი კაცური სამკაული „აშურმები“. მართალია, ბევრს სწირავდნენ ხატსა, მაგრამ არც თვითონ იკლებდნენ მამაკაცნი და დედაკაცნი ვერცხლს სამკაულად. ლაშარის ჯვარს აქვს თავისთვის მამულები, ზვრები კახეთში, სოფლებს ახმეტასა და მატანში. ამ ზვრების საკეთებლად ფული ხალხიდამ კომლეურად იკრიბება. ღვინო ამ ზვრებისა – „კულუხი“ დღეობისათვის მიაქვთ და სახალხოდ ისმევა. კულუხი წინათ ვერცხლის თასებით ისმეოდა, მაგრამ დღეს ხევისბერები აღარ აჩენენ ამ თასებს, რადგან მოპარვისა ეშინიანთ.

ფშაველი ისე არც ერთს დღეობაში, ხატობაში არ არის განებივრებული, როგორც ლაშარის დღეობაში. ყველაფერი ხელს უწყობს ამ სინებივრეს. ლოთობს ფშაველი, მაგრამ იშვიათად „ფოთობს“, თუმცა კი ყაყანით ყაყანებს; ყველანი დიდნი და პატარანი პაპიროზს შეექცევიან. პაპიროზთან ერთად ისყიდება ჩაი, მაგრამ ეს შეცდომაა, უფრო მართალი იქნება ვსთქვა, ციკორი. მუშტარი მაინც არა სწუნობს ამ გაჩაიებულს ციკორს და, როგორც ფუტკარი თაფლს, ისე ედება. სასმლისაგან გაჟინთული ფშაველი, რომელსაც დედამიწაზედ აღარ უდგა ფეხები, ხანდახან თავის „დიდს ბატონსაც“ გაეხუმრება ხოლმე. კახური ჭაჭანაური სარწმუნოებისაგან აშენებულს ციხეში დაპატიმრებულს გონებას დაიხსნის ხოლმე. მაშინ ფშაველი იმღერის:

ფშაველთა ლაშარის ჯვარი
ნეტარ არ დაუბერდაა?
ამბობენ დაბერებასა,
ნეტარ არ მაუკვდებაა?!

ხალხურს მოშაირეს ლამაზადა აქვს დახატული სურათი ლაშარობისა: იგი დასცინის კიდეც იმათ, ვინც მეტისმეტად გართულან ამ დღეობახატობებით და თავის სახლსა და საქმეს კი აკლდებიან:

ამ ზაფხულს ლაშარს ვიყოდი,
არაყსა ვსომდი, ვბიჭობდი,
პირში პაპიროზ მეჭირის,
რატიშვილზედა ვსდიდობდი.
საცა ბუზიკანტ აჩქამდის,
წინ-წინ მე გადავფრინდოდი;
გავიყარნოდი დოინჯი,
წელშია გავიდრიცოდი;
შამაქის გულის წაწალმა,
მხრებშიაც შავიჩიკოდი;
ის აღარ მაგონდებოდა,
ზამთარო მამიხვიდოდი;
ამკიდეს ნეკრის კონაი,
დამჭკიმის, დავიჭმიხოდი,
ჩემი კვირისა ყვიროდის,
მე რო საბძელსა ვხდიდოდი;
რა ვქენ, ამ თავ მოსაკვდავმა,
რად არ ღამითაც ვთიბდოდი!

წყარო: 1) http://vaja.3owl.com/

2) http://www.google.ge/search?q=%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&hl=ka&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=zaEnUeiqI8iOtQbwxYD4Ag&ved=0CAoQ_AUoAQ&biw=1440&bih=777

3) http://www.youtube.com/

ბედიის მონასტერი

_Сухум,_1913_г.)

ისტორია

ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და შექმნა “საყდრად საეპისკოპოსოდ”.

ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.

ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის – ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება.

200px-Bediacup

250px-Bedia_Church

ბედიის საეპისკოპოსო საუკუნეების განმავლობაში შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.

დავით აღმაშენებელმა საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის სიმბოლოდ ბედიელ მთავარეპისკოპოსს სვიმეონს ბედიელ-ალავერდელის საპატიო წოდება მიანიჭა, რითაც აღმოსავლეთ-ქართული და დასავლეთ-ქართული უძლიერესი სალოცავების ერთიანობას გაუსვა ხაზი.

მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ ბედიის სამონასტრო კომპლექსში შექმნა წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა განახლება-რესტავრაცია, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის მონასტერში დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი-დედოფალი გურანდუხტი.

არქიტექტურა

გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული. შიგნით წყობა უხეშია, ეტყობა, იმთავითვე იყო კედლების მოხატვა გათვალისწინებული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი – ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი. მოხატულობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება – XIII-XIV საუკუნეებს და უფრო გვიანდელ ხანას (ზოგი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის ფენაც შეინიშნება), მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდილოეთი შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის სამრეკლო.

დღევანდელი მდგომარეობა

2010 წლის 18 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა 9 საათიანის “კურიერი”–ს პირველივე სიუჟეტი მიუძღვნა ბედიის მონასტრის დღევანდელ მდგომარეობას. ტელეკომპანიის თქმით, მონასტერში დაწყებულია “სარესტავრაციო სამუშაოები”, რომელიც ძეგლისთვის შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. აფხაზეთის ტელევიზიით – “Абаза”, გადაცემული ვიდეო–კადრებიდან ჩანს, რომ გადაღებილია მონასტრის კედლები და ისტორიული ფრესკები – ბაგრატ III–ს გამოსახულება. ტელეკომენტატორის სიტყვებით, ეს ფაქტი სეპარატისტების მხრიდან ბედიაში ქართული კვალის წაშლას ემსახურება. კადრებიდან ისიც ჩანს, თუ როგორ აკურთხებს ტაძარში სეპარატისტების ცეცხლსასროლ იარაღს უკანონო “აფხაზეთის ეკლესიის” თვითგამოცხადებული მეთაური ბესარიონ აპლია, დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრ სერგეი შამბას თანდასწრებით. შამბა იქვე მიცემულ ინტერვიუში ამბობს: “ჩვენი ამოცანა ამ მონასტრის აღდგენაა და ეს უბრალო საქმე არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ამ მონასტერს “ბარბაროსებისგან” (ე. ი. ქართველებისგან) იცავდა”.

B5749937-EC48-4955-969B-8747042EC124_mw1024_n_s[1]

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტები განმარტავენ, რომ არასწორი რესტავრაცია ტაძრის უნიკალურ სახეს, უნიკალურ ორნამენტებსა და კედლებზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ფრესკებს გაანადგურებს. უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე თვლის, რომ ე. წ. “რესტავრაცია” არის იარაღი იმ ქართული კვალის წასაშლელად, რომელიც მძლავრად ჩანს ამ ბრწყინვალე ქართულ ძეგლზე. მისივე თქმით, აღნიშნული “რესტავრაცია” გამოიწვევს სრულიად შეუქცევად პროცესებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ასევე ყურადღება გაამახვილეს ვენის კონვენციის დარღვევაზე. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და კულტურული ძეგლები ხელშეუხებელია. სპეციალისტები ტაძრის აღდგენის პროცესში ქართველი რესტავრატორების ჩართვას ითხოვენ.

bediis-monasteri1[1]

საქართველოს კულტურის სამინისტროში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბედიის მონასტრის აღდგენას ისტორიული ძეგლის მითვისების მცდელობად აფასებენ. ძეგლის აღდგენა კოლოსალურ თანხებს ითხოვს და არასწორი რესტავრაცია მას უფრო მეტ ზიანს მოუტანს, რადგან მათ არც შესაბამისი ფინანსები გააჩნიათ. კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ცხადაძემ ბედიის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა, როგორც სავალალო.[1]

2011 წლის ოქტომბერში მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შემდეგ რუსული რესტავრაცია ბედიის მონასტერსაც ემუქრება. სარესტავრაციო სამუშაოებს ქალაქ ვლადიმირიდან კომპანი “Тектоник”-ი ჩაატარებს.[2]

წყარო: 1) http://ka.wikipedia.org/wiki/

2) http://www.google.ge/search?q=%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90&hl=ka&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=l14rUdDsIueM4gThk4HQDQ&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1440&bih=777

3)youtube,com

ნოე რამიშვილი

240px-Noeramishvilipic[1] ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი (დ. 1881 – გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის, მენშევიკური ფრთის წარმომადგენელი. ცნობილი იყო ასევე პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ.

Jordania_Noe_04_recto[1]

კარიერა

1902 წელს შევიდა სოციალ–დემოკრატების პარტიაში, II ყრილობაზე პარტიის გაყოფის შემდეგ იყო მენშევიზმის აქტიური მხარდამჭერი. რსდმპ V ყრილობაზე (ლონდონი, 1907) აირჩიეს ცკ–ის წევრად მენშევიკებისგან. 1910 წელს რსდმპ საოლქო კომიტეტის წევრი თბილისში. რეაქციის წლებში რამიშვილი ლიკვიდატორი, ხოლო I მსოფლიო ომის დროს „ობორონეცი“ იყო. თებერვლის ბურჟუაზიულ–დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ კავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოების ცენტრის თავჯდომარე, ქართველ მენშევიკთა ცკ–ის წევრი და მენშევიკური გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრად 1917-1918 წწ, იმავე წლის 22 აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად.

26 მაისს, აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ. სადაც იმავე წლის 24 ივლისს შეცვალა ნოე ჟორდანიამ, ხოლო ნოე რამიშვილი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინსტრად, პარალელურად 1919-1921 წწ განათლებისა და სამხედრო მინისტრი და დამფუძნებელი კრების წევრია.

p1020661[1]

ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა თავისი მკაცრი რეაქციის გამო 1918 და 1919 წწ გლეხთა გამოსვლებზე, რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო ორგანიზებული. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის თებერვალ–მარტში, რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, თუმცა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შუწყვეტია. იყო 1924 აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი.

რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში. 1930 წელს, ის მოკლეს პარიზში ქართველი ემიგრანტის მიერ, ბოლშევიკების დავალებით.

Ramishvili_Noe_01_recto[1]

წყარო: 1) http://ka.wikipedia.org/

2) http://www.google.ge/search?q=%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%94+%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E