ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია — მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.

შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად .

დეილ კარნეგი – ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი. მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.
დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში, ხელმოცარულ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში
თვითდაჯერებული გახდა.

წარმოგიდგენთ ციტატებს მისი წიგნიდან:

გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ. დაფასებას და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს, თქვენ დაივიწყებთ ის კი კეთილად მოიგონებს.”

“გულწრფელი ინტერსეი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ”

“გაიღიმეთ”

“ხშირად მიმართეთ ადამიანს საკუთარი სახელით. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე საამურად და ყველაზე საინტერესოდ ჟღერს ნებისმიერ ენაზე”

“ყურადღებით უსმინეთ, მიეცით საშუალება გელაპარაკონ თავიანთ თავზე.
ილაპარაკეთ იმაზე, რაც თქვენს თანამოსაუბრეს აინტერესებს.
კამათში გამარჯვების ერთადერთი გზა დათმობაა.
პატივიცემით მოეკიდეთ თქვენი თანამოსაუბრის აზრს, არასოდეს არ უთხრათ რომ ცდება”

“ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.”

“იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.”

“საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.”

“თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.”

“ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება, გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.”

“ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.”

“ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.”

“პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: “ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?” – შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს”.

წყარო: 1. https://www.google.ge/search?q=%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=gCtZUuj-CsXTtAbfxYDIAw&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1440&bih=809&dpr=1

2. წიგნი .

ჩემი აზრით
ფსიქოლოგია წინამეცნიერული ეტაპია  რომელიც ეყრდნობა ცნობიერების, არაცნობიერების, ქცევისა და პიროვნების კატეგორიებს.  “ადამიანმა საკუთარ თავში რწმენის გაღვიძებისათვის საჭიროა აკეთოს ის რისაც ყველაზე ძალიან ეშინია.”
რადგანმ ეს შიში დაძლევინებს, დაძლიოს სირთულეები.