ჩემს შესახებ

მოგელასმებით მეგობრებო. მე ვარ მანანა ყელბერაშვილი, მარნეულის რაიონის #5 საჯარო სკოლიდან. ეს ჩემი პირველი ბლოგია სახელწოდებით ”განმანათლებელი ახალგაზრდა.” პირველ რიგში ალბათ შეამჩნევდით რომ გვერდს არ აქვს კონკრეტული და ერთი მიმართულების სახელწოდება, რაც მაძლევს საშუალებას შევეხო ყველა თემას რომელიც ჩვენი განათლებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. შევეცდები რომ ეს თემები იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და რაც მთავარია მისი წაკითხვისას იღებდეთ ცოდნასა და სიამოვნებას, თუმცა ეს საქმე ნამდვილად არაა იოლი და ალბად ბევრ დაბრკოლებას შევხვები მაგრამ ვიმედოვნებ რომ ჩემს ჩანაფიქრს ბოლომდე მივაღწევ. ეს საქმიანობა ნამდვილად შემყოლია და ამას ბლოგის შექმნის პირველივე დღესვე მივხვდი. მეტი რა ვთქვა, ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ ჩემი პოსტები.

ინკლუზიური განათლება

გულისხმობს განათლებისადმი იმგვარ მიდგომას, როცა განათლების სისტემა უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. ინკლუზიური განათლების ფარგლებში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება იმ ბავშვებზე, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების .მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად. სასკოლო სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ვინ არის პასუხისმგებელი ამ საკითხების კოორდინირებაზე.

„ინკლუზიური განათლების მოდელი ეფუძნება რწმენას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება და მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი პოტენციალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“

თანამედროვე სამყაროს განსაკუთრებული სწრაფვა დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობისკენ მხოლოდ ახირება რომ არ არის და აუცილებლობას წარმოადგენს, მრავალი ფაქტით დასტურდება. დემოკრატია ნორმად წოდებული უმრავლესობის ინტერესებს ახორციელებს და ამავე უმრავლესობით იმართება. აქ მედლის მეორე მხარედ უმცირესობის წარმომადგენლები გვევლინებიან და უნდა ვაღიაროთ რომ მათი ინტერესების დაცვა ხშირად ვერ ხერხდება.

ასეთივე უმცირესობას წარმოადგენდნენ ჯერ ინვალიდად, მერე შშმდ, მერე სსმდ წოდებული ადამიანები, რომელთა ინდივიდუალურობა იმდენად გამოკვეთილია, რომ მათ მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს. სსმ ადამიანების თანდათანობით მომრავლებამ მათი უფლებების აღიარების და დაცვის, ნორმასთან მიმართებაში მოყვანის საკითხი აქტიურად დააყენა. გაჩნდა ინკლუზიური სწავლების იდეა, რომელიც წესით ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში უნდა მუშაობდეს იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ამ განსხვავების შემჩნევა და აღიარება ნორმად მიჩნეული სეგმენტის შიგნითაც უნდა ხდებოდეს. ინკლუზიური სწავლება არ უნდა გულისხმობდეს ნორმის და პათოლოგიის ინტეგრირებას. ინკლუზიური სწავლება აქცენტს უნდა აკეთებდეს თითოეული ადამიანის ინტეგრირებაზე ჯგუფში. ისეთი ჯგუფის, სამყაროს შექმნაზე, სადაც თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვა და შესაძლებლობების აღიარება   მოხდება მიუხედავად იმისა ნორმად ვიწოდებით თუ სსმდ.

თანასწორუფლებიანობა თანაბარი შესაძლებლობების არსებობას არ გულისხმობს და შესაბამისად თანასწორუფლებიანობის იდეის პრაქტიკაში განხორციელება რთულია. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება მიდრეკილია მას, ვისაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს მეტი უფლება მიანიჭოს. ეს ის შემთხვევაა, როცა ნორმის წარმომადგენელთა უფლებები ირღვევა. ინკლუზიური განათლება, როგორც თითოეული ჩვენგანის უფლება, ნებისმიერი რესურსის სწორედ ჩვენს შესაძლებლობებზე მორგებას გულისხმობს. როცა საზოგადოების სულ მცირე ერთ წევრს აქვს შეზღუდული გარკვეული შესაძლებლობა, ყველაფერი   რაც ამ საზოგადოებისთვის იქმნება, იმ ერთის შესაძლებლობაზეც უნდა იყოს მორგებული. იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, გვერდიგვერდ უნდა იყოს კიბეები და პანდუსები. იქ, სადაც მხედველობა დაქვეითებული ადამიანები ცხოვრობენ უნდა იყოს ადაპტირებული ქვეითთა შუქნიშნები, ბიბლიოთეკები… როცა პრეტენზია გვაქვს თანასწორუფლებიანობაზე უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს ამ უფლებებით სარგებლობას.

ინკლუზიური განათლება ნებისმიერი საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს და გარკვეულ სირთულეებსაც აწყდება. ინკლუზიური განათლების უმნიშვნელოვანესი შედეგი ბავშვის სოციალური ინტეგრაციის, მეტყველების, ქცევის გაუმჯობესებასთან ერთად თვითშეფასების ამაღლებაცაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელი ბავშვები ეჩვევიან განსხვავების პატივისცემას და მიღებას, უფრო ემპათიურები ხდებიან, უჩნდებათ სურვილი დაეხმარონ ერთმანეთს. თუმცა იდეალური მოდელი სწორედ იმიტომ არის იდეალური, რომ მხოლოდ ფურცელზე არსებობს. რეალურად განხორციელებულ ინკლუზიას კი როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები აქვს. სირთულეები, რომელიც ინკლუზიურ განათლებას თან ახლავს არცთუ უმნიშვნელოა; სსსმ ბავშვები მკვეთრად განსხვავდებიან ნორმისგან და შესაბამისად მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. სჭირდებათ სპეციალურად გადამზადებული მასწავლებელი, რომელიც შეძლებს და ისე ააწყობს სასწავლო პროგრამას, რომ როგორც სსსმ ბავშვის, ისე დანარჩენების უფლებები დაცული იქნება. თითოეულ მოსწავლეს დაეთმობა თანაბარი დრო და თანაბრად მიეცემა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების განსავითარებლად.

თეორია ინკლუზიის შესახებ   რომ კარგია, ამაზე ცალსახად შეიძლება შევთანხმდეთ და ისიც უდავოა, რომ ყველა სკოლა ვალდებულია მიიღოს სსსმ ბავშვი, თუ ასეთი მიმართავს მას.   თუმცა პრობლემის მოგვარების იდეალური საშუალების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ერთია რა უნდა იყოს და მეორე რეალურად რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. მართალია ერთი(ორი) სკოლისგან მიღებულ მონაცემებს ვერ განვაზოგადებთ, თუმცა ის, რომ თუნდაც ერთ სკოლაში არსებობს პრობლემა, უკვე საყურადღებოა.

51-ე და 55-ე საჯარო სკოლების ფსიქოლოგებთან საუბრისას ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ;

„სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები რთული ქცევის მქონე მოსწავლეებს იგნორს უკეთებენ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ გამოვლენას და მათთან მუშაობას.   მიუხედავდ იმისა, რომ მასწავლებლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, ფაქტია, რომ ეს არ არის   საკმარისი. გაცილებით გრძელვადიანი გადამზადების კურსია საჭირო, რომ მასწავლებლებმა კარგად გაიგონ სისტემის მნიშვნელობა და სერიოზულად მოეკიდონ ამ ბავშვებთან მუშაობას.

როგორც 2011 წელს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის დროს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა განაცხადა „ორი თვის წინ შევხვდი ბავშვს, რომელიც სამი წელია ინკლუზიაშია და მხოლოდ წელს დაინტერესდა მასწავლებელი, მას ლაპარაკი შეუძლია თუ არა. საქმე ის არის, რომ ჩვენ ყველას დაბალი მოთხოვნები გვაქვს. ბავშვის სკოლაში შესვლა საკმარისი გვგონია, არადა ხშირად ის შეიძლება გარიყული იყოს. ცალკე მერხთან იჯდეს და არავინ ეკითხებოდეს როგორ გრძნობს იქ თავს.

ამ ბავშების მიმართ მასწავლებლების თუ კლასელების ჯანსაღ დამოკიდებულებასთან ერთად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობებს და რომელიც ქართული სკოლების ერთერთი უმთავრესი პრობლემაა.

„_ სკოლას არ აქვს პანდუსები, არ გვაქვს ლიფტი, არ არის ადაპტირებული საპირფარეშოები, სკოლას არ გააჩნია რესურს ოთახი, რომელიც აუცილებელია ამ ბავშვებთან დამატებითი მუშაობისთვის. ზედმეტი საუბრის გარეშე, პირდაპირი შეიძლება იმის თქმა, რომ სკოლაში ადაპტირებულ გარემო არ არის.

„განათლების სამინისტრომ გამოგვიყო   გრანტი, საკმაოდ დიდი თანხაა და კარგ ოთახს გავაკეთებთ, სადაც კომპიუტერიც გვექნება, სათამაშოებიც, მასალებიც, უკვე ნაყიდი გვაქვს ორი ინვალიდის სავარძელი, მაგრამ სკოლაში პანდუსები არ გვაქვს. იმიტომ რომ ეს სკოლა არ ითვლებოდა ინკლუზიურ სკოლად, ახლაც ეს ყველაფერი დირექტორის სურვილით მოხდა…

დღეს ყველა სკოლა მზად უნდა იყოს ნებისმიერი ბავშვის მისაღებად და თავის გასამართლებელ არგუმენტად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ის, რომ სკოლისთვის ინკლუზიურის სტატუსი ოფიციალურად არავის მიუნიჭებია. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არაა. არის შემთხვევები, როცა სკოლა ყველა პირობას ქმნის სსსმ ბავშვების მისაღებად, მაგრამ სკოლამდე მიღწევა რთულდება ქალაქში, იგივე პანდუსების არარსებობის გამო, მშობლის არასწორი დამოკიდებულების გამო, საზოგადოების მხრიდან სსსმ ადამიანებისთვის იარლიყების მიწებების გამო.

ამ და სხვა ფაქტებზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება უფროა. იდეალურ შემთხვევაში   საზოგადოების წევრები აცნობიერებენ პრობლემას, აღიარებენ მის არსებობას და მზად არიან მის გადაჭრაზე იმუშაონ. ასეთ საზოგადოებაში ინკლუზიური განათლებაც უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. წესით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა სკოლიდან უნდა დავიწყოთ. ინკლუზიური განათლება საქართველოში, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ 2006 წლიდან ითვლის წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს.

1. http://www.youtube.com/
2. http://education.ge
3. http://www.google.ge

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. რუსული ოკუპაციიდან 89 წელი გავიდა. 1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის შესახებ. წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ ომი უნდა შენიღბულიყო და რუსეთის წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ როგორც იმ მუშებისა და გლეხების მხარდამჭერი ძალა, რომლებიც თითქოს აუჯანყდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას.

თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში.

25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია დედაქალაქში შემოიჭრა. იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა და სამხედრო-ოკუპაციური რეჟიმის დამყარება დაიწყო.

ქვეყნის გასაბჭოების გასაპროტესტებლად დღეს ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

25 თებერვალი, 1921წ.

თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

წყარო: 1. http://www.youtube.com/

2. http://www.google.ge/search?q=1921+%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+25+%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&hl=ka&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=Z5IrUbacEcX-4QSqooDoCg&ved=0CAcQ_AUoAQ&biw=1440&bih=777

3. wigni