შოთა ნიშნიანიძე

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი , უნიჭიერესი და  საზოგადო მოღვაწე შოთა ნიშნიანიძე. ქართველი პოეტი, რომელმაც უამრავი ლექსები დაგვიტოვა , და ეს მე ძალიან მახარებს . ქვემოთ ასახული იქნება მისი ცნობები ცხოვრების შესახებ და ფოტო მასალები . ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი .

შოთა ნიშნიანიძე (დ. 18 მარტი1929თბილისი – გ. 1999), ქართველი პოეტი.

სწავლობდა ვაჟთა 37-ე სკოლაში. ფიზიკურად მეტად ძლიერი იყო და სპორტისკენაც ჰქონდა მიდრეკილება. განათლების სამინისტროს ფეხბურთის გუნდში თამაშობდა ცენტრალურ მცველად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს.

მეთერთმეტე კლასში უკვე საკმაოდ ჰქონდა დაგროვილი პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და “ახალგაზრდა კომუნისტში” გამოუქვეყნებია.

1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.

1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.

1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა “მერანის” ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში – მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1976-82 წლებში -ალმანახ “საუნჯის” მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “საუნჯეს”.

მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გქმოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული “მე და შენ” გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.

შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ხარი

აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,
სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა,საცერა თვალები!

წარმართმა გხატე კლდეებზე, ათასმისნური ქარაგმით
და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.

ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი
და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრბის ჭაპანი.

აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,
რომ ქართველს აბჯარ გაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.

სისხლს ღვრიდნენ გუთნის დედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,
გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.

ჩემო ერთგულო წიქარა, ჩემო უთქმელო ღვინია,
უხსოვარ დროდან თქვენს პატრონს მიქვითინ-მიღიღინია.

აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,
საწყალობელად ბღაოდი, როგორც მოხუცი მამაო.

ცხადში ხო მყავდი მეგობრად შემშველებიხარ ზღაპარშიც,
ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.

ფერზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,
დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში.

ძეობა იყო-გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,
ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.

ქორწილი იყო…

ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.

ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით…
დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები…

გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა
ხარივით მსმელი ვაჟკაცი-ხარითვალა და ხარქედა.

ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა-ხარივით გამწევი, მამულის გასახარისად.

ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი.
ჩემი პატარა ქვეყბისთვის მეც ვიყო ხარისოდენი.

ორშაბათს გოგონა გვიცანი

ორშაბათს გოგონა გვიცანი
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი,
ოთხშაბათს წერილი გაუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი აუხსენი
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევ პასუხი მომივიდა
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირა,
თავმოჭრილი ვართქო დავასკვენი
ჰოდა თავის მოკვლაც დავაპირე.
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთა ეს უღმერთო.
ელვამ დამიარა კოჭებამდი
დილა მშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!
უნდა სხვანაირად ვსძლიო სვებედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი არ უღმერთოს მგალობელი.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. wikipedia.org

ვოლტერი

დღეს გთავაზობთ , ფრანგი განმანათლებელი ვოლტერის ბიოგრაფიას . იგი იყო მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი . როგორც ჩემს დღევანდელ გატაცებას ბლოგერობას ავსახავ და ვარ განმანათლებელი, ამიტომ  მინდოდა გადმომეცა  ამ ადამინზე , ასე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ ვოლტერიც  განმანათლებელი იყო რომელიც ზრუნავდა ხალხის ინტელექტზე . ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ მის ბიოგრაფიას .

ვოლტერი (ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე, დ. 21 ნოემბერი1694 – გ. 30 მაისი1778) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი,განმანათლებელი.

ბიოგრაფია

ფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოიჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით1729 წელს ბრუნდებასაფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 17501753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიისსაზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას “ფერნეის პატრიარქსაც” შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომპარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.

ფილოსოფია

ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენსლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგულისინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგრამტურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა.რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავისფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის – “აკეთე სიკეთე”! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.

ფილოსოფიური ზღაპრები

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტისშემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. ka. wikipedia.org

ბრედ პიტი

დღეს გთავაზობთ იმფორმაციას ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მსახიობის ,ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გამოჩენილ ვარსკვლავზე, ბრედ პიტზე.

 ბრედ პიტი 1963 წლის 18 დეკემბერს, ოკლაჰომას შტატში ქალაქ, შოუნში დაიბადა

 მისი სრული სახელი – უილიამ ბრედ პიტია

 ბრედი ძალიან რელიგიურ და კარგ ოჯახში დაიბადა. მამამისი მენეჯერი იყო, დედა კი – მასწავლებელი. სკოლის დასრულების შემდეგ
ჟურნალისტიკაზე სწავლობდა

 მანამ სანამ პიტს სამსახიობო წარმატება ეწვეოდა, ის მძღოლად მუშაობდა ავეჯის გადამზიდად. ასევე რესტორან “El Pollo Loco”-შიც.

 ბრედს ჰყავს ძმა (დუგ პიტი) და ასევე დაც (ჯულია პიტი).

 ადრეულ ასაკში იგი სპრინგფილდში იზრდებოდა (მისურის შტატი), სადაც მისი ოჯახი ბრედის დაბადების შემდეგ მალევე გადავიდა.

 1996 წელს პიტმა კასანდრა პეტერსონს 1,7 მილიონ დოლარად სასახლე უყიდა, რომელიც ვამპირის სტილში იყო გაფორმებული.

 1982 წელს კი 19 წლის ბრედმა ჩიფსი, “Pringles”-ის სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა.

 ბრედ პიტმა მისურის უნივერსიტეტი დაამთავრა.

 ბრედ პიტი იმ ცნობილი და საკმაოდ წარმატებული მსახიობების სიაში შედის, რომლებსაც თავიანთი სამსახიობო კარიერის მანძილზე უმაღლესი პრემია, ოსკარი მიღებული არ აქვთ.

 პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი და შესულია ჰოლივუდის “ა ლისტში”.

 მსახიობს 2000-დან 2005 წლამდე ქორწინება აკავშირებდა ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ჯენიფერ ენისტონთან. ენისტონმა გაყრის შესახებ განცხადება 2005 წლის 25 მარტს შეიტანა, ხოლო 2005 წლის 2 ოქტომბერს ოფიციალურად გაშორდნენ პიტი და ენისტონი ერთმანეთს.

 2005 წლიდან დღემდე კი ბრედ პიტის მეუღლე ანჯელინა ჯოლია, წყვილი არაერთხელ არის დასახელებული ჰოლივუდის საუკეთესო წყვილად. ვარსკვლავურ ოჯახში კი პიტს და ჯოლის 6 შვილი ჰყავთ.

 მსახიობი 4-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, 1996, 2009 და 2012 (2ჯერ) წლებში.

 “ოუშენის თერთმეტი მეგობარი”-ის შესრულებისათვის 2001 წელს, სადაც ბრედ პიტმა რასტი რაიანის როლი შეასრულა ჰონორარის სახით, 30 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო.

 მსახიობი 1994-1997 წლებში გვინეთ პელტროუსაც ხვდებოდა.

 1996 წელს ბრედმა “12 მაიმუნი”-ში შესრულებული როლისათვის “ოქროს გლობუსის” პრემია მიიღო. 1995, 2007, 2009 და 2012 წლებში ამავე პრემიაზე იყო ნომინირებული.

 ბრედ პიტის სამსახიობო კარიერის განმავლობაში მის აქტივში 37 საერთაშორისო ჯილდო და 64 ნომინაცია შედის.

წყარო: 1.www.google.ge

2. wikipedia.com

ახალი ვაქცინა ნემსის გარეშე

დღეს შემოგთავაზებთ , ახალი ვაქცინა ნემსის გარეშე , რომელიც პატარებში და არამარტო პატარებში, დიდებშიც არის ეს პრობლემა. ამიტომ  Mark Kendall_მა გამოიგონა ისეთი  ოთკუტხედი საშვალება რის მეშვეობითაც ხდება ვაქცინის გაკეტება.

|

1853 წელს შოტლანდიელი ექიმის Alexander Wood-ის მეუღლეს საშინელი ტკივილები ტანჯავდა ის კი ეძებდა მორფინს რათა განეკურნა ის, დღეს კი მის შემდეგ 160 წელი გავიდა და შპრიცმა ცოტათი ევოლუცია განიცადა, დადგა დრო სამედიცინო მიღწევების ფურცელი შემდეგ გვერდზე გადავფურცლოთ და გავეცნოთ ახალ მიღწევას რომელიც გამოიგონა ბიოსამედიცინო ინჟინერმა აუსტრალიელმა Mark Kendall-მა ეს არის Nanopatch პატარა ბალიში რომელიც კანქვეშ შეჰყავთ

ის არის პატარა ოთხკუთხედი ბალიშის ფორმის მასში თავმოყრილია 20.000 მდე წამალი რომელიც კურნავს უამრავ დაავადებას, ერთი შეხედვით ის არასერიოზულად აღიქმება მაგრამ უკვე გაუკეთდა რამდენიმე ადამიანს რომლებიც განიკურნენ.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. ucnauri.com

3. http://www.youtube.com

 

 

საოცრად ლამაზი პეიზაჟების ნაკრები


აქ წარმოგიდგენთ ნიჭიერი ესპანელი ფოტოგრაფის იბაი ასევედო ლარანაგას (Ibai Acevedo Larranaga) ემოციურ ნამუშევრებს.
ამ პეიზაჟების ნახვის შემდეგ ნებისმიერ ჰომო საპიენს მოუნდება სამოგზაუროდ წასვლა რათა თვით ნახოს ეს შთამბეჭდავი ადგილები; სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ წინასწარ შეისწავლეთ ის ადგილი….
ფოტოგრაფის – იბაი ასევედო ლარანაგას ნამუშევრები შესაძლოა ბევრი დამწყებისათვის შთაგონების წყაროდ გადაიქცეს… ნამდვილად საოცარი ფერთა გამის ხედვაა ნაჩვენები მის ნამუშევრებში.

ფოტოგრაფმა 18 წლის ასაკში დაიწყო გადაღება, როდესაც სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ამერიკაში. ესპანელი ფოტოგრაფი, რომელიც ძალიან ლამაზად და შთაგონებით იღებს სხვადასხვა ქალაქების , მთების, ხეობების და საზღვაო პეიზაჟებს, ასევედო ლარანაგას ამით თავის ნამუშევრებში შეაქ პოეზიის და მეტ-ნაკლებად იუმორის ელემენტებიც…

პეიზაჟი, მისი თქმით, პირველ რიგში ეს არის შუქი: მოყვარულ ფოტოგრაფთა უმეტესობა ფოტოებს შუადღისას იღებს, როდესაც მზის სხივები ძალიან ხისტია. ამ დროს ფოტოები , როგორც წესი ბრტყელი და ძალიან კონტრასტული გამოდის. მაშინ, როდესაც მზის შუქი ყველაზე რბილი (ანუ სუსტია)) მზის ამოსვლისას და ჩასვლისასაა. ცნობილი ფოტოგრაფი მოითხოვს, რომ ამ დროს გადაიღონ და გადამღები მალევე დარწმუნდება და დაინახავს , რომ ასეთ ფოტოებში სულ სხვა შუქი კიაფობს…

ფოტოგრაფი – ასევედო ლარანაგა კონსულტაციას უწევს მოყვარულ ფოტოგრაფებს: გამოიყენონ კომპასი, რათა დაადგინონ -სად ამოვა ან სად ჩავა მზე, წინასწარ შეარჩიონ ადგილი სად უნდა იდგნენ. მზის ამოსვლისა და ჩასვლის ზუსტი დრო (აზიმუტი) შეიძლება გაიგონ ამ პროგრამის საშუალებით : The Photographer’s Ephemeris , რომელსაც ყველა მოყვარულ ფოტოგრაფს აძლევს ამ პროგრამას…



წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.ucnauri.com

წითელი პლიაჟი ჩინეთში

ყოველ წელს ათასობით ტურისტი ჩადის ჩინეთის პროვინცია ლიაონინგში, რათა ნახონ წითელი პლიაჟი. ეს ხდება შემოდგომაზე, რადგან წყალმცენრეები იწყებენ ჭკნობას და ღებულობენ წითელ ფერს.
ყოველ ზაფხულს იზრდება მწვანე წყლმცენარეები ზღვის მარილიან ნაპირზე და სწორედ იმ დროს, როდესაც დადგება სექტემბერი, წყამცენარეები სწრფად აძლევენ სანაპიროს საკვირველ წითელ ფერს.
სახელწოდება ,,წითელი წყამცენარეები” აერთიანებს დიდი რაოდენობით მცენარეთა სახეობებს. ეს წყალმცენარეები იზიდავს მნახველებს არა მარტო ახლო მდებარე ქალაქებიდან არამედ მსოფლიოს სხვა და სხვა ნაწილიდან, თუმცა არის ტერიტორიები სადაც ტურისტებს ეკრძალებათ შესვლა. მაგრამ ტერიტორია სადაც შეიძლება შესვლა საკმრისია იმისთვის, რომ დააკვირვოს და აღტაცებული დატოვოს მნახველი.
ამ მიკროორგანიზმების დამსახურებით აქვს სახელი წითელი ზღვა. გაზაფხულზე ამ მცენარეებს განსხვავებული შეფერილობა აქვთ მწვანე, ლურჯი და ულტრიისფერი. სემოდგომაზე კი ყველ წითელ ფერს ღებულობს.

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე ძლიერი მამაკაცი პლანეტაზე

ამერიკელმა 31 წლის მძლეოსანმა ბრაიან შოუმ (Brian Shaw) მოიგო შეჯიბრი 2013 წლის კონკურსში მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი „World’s Strongest Man“ , მან მოიპოვა პირველი ადგილი და გახდა ყველაზე ძლიერი ადამიანი პლანეტაზე.

ნახეთ ფოტო-სურათები:



კოლაბორაციონისტი ქალების დასჯა საფრანგეთში

00000ea9_big
გთავაზობთ საფრანგეთში მომხდარ დასჯის პაქტებს, ჩემი აზრით ეს კოლაბორაციონი საშინელია დასქა იყო , რადგან ლახავდნენ ქალბატონების თვითმოყვარეობას. ასევე მინდა ავღნიშნო რომ დღეს დღეობით  ეს პრობლემა გადაჭრილია რაც დიდად მახარებს . ყველა მოქალაქეს აქვს უფლება სიცოცხლის , ამიტომ ქვემოთ მოყვანილ ვიდეო მასალას, სურათებს და იმფორმაციას  გთავაზობთ . აქამდე ჩემთის უცნობი იყო , ამიტომ გირჩევთ გაეცნოთ!

ქალები რომლებიც სიყვარულისთვის დაისაჯნენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციისას შეიქმნა დაახლოებით 15 ათასამდე შერეული გერმანულ-ფრანგული ოჯახი.საფრანგთის განთავისუფლების შემდეგ ფრანგმა ხალხმა ლინჩის წესით გაასამართლა გერმანელ ოკუპანტთა მეუღლეთა და საყვარელთა უმრავლესობა. ქალებს ხოტრავდნენ თავს და ნაცემებს ნახევრად შიშველებს ატარებდნენ ქუჩაში.00000eae_big00000eaf_big00000eb0_big00000eb2_big00000eb6_big00000eb7_big00000eba_big00000ebd_big002parg75-1305221420016sUdsIJ41204co1422903615966-ydmygetarton1430eur10femmes-tonduesilctumblr_mesel3R2Cc1re166lo3_500
თავის გადახოტვრა, საყოველთაო დამცირება და სასტიკი ცემა ყველაზე იოლი სასჯელი იყო ხშირ შემთხვევაში ქალებს უბრალოდ ადგილზევე კლავდნენ ან მათ შიშველ სხეულზე წითელი საღებავით სვასტიკას ახატავდნენ, სახეზე სვასტიკის ფორმის დაღს ადებდნენ და ისე ნახევრად ცოცხლებს ატარებდნებ ქუჩაში.ეს უზნეო ლინჩის წესი მალევე მოედო მთელ დასავლეთ ევროპას.მხოლოდ 2005 წელს მარტო ნორვეგიის მთავრობამ ოფიციალურად მოუბოდიშა უდანაშულოდ დასჯილებს.


წყარო: 1. site.alo.ge

2. http://www.google.ge

3.www.youtube.com

დებატები

დებატები, დებატების ხელოვნება

დღეს გთავაზობთ  ერთერთ თემას დებატებს. ,,დებატები” არის მოვლენა, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, როცა ადამიანებს შორის პირველად წარმოიშვა უთანხმოება. დებატები შეიძლება ყველგან წარმოიშვას… ეს არის კამათი, რომელსაც იმიტომ ატარებენ, რომ მივიდნენ სიმართლემდე. ქვემოთ მოყვანილ იმფორმაციაში თვალნათლად ჩანს თუ რა  არის დებატები. .

 

ფორმალურად კი დებატები სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან, სადაც იგი წარმოადგენდა დემოკრატიის ინსტიტუტის ნაწილს, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთთან შედიოდნენ დებატებში, შემოთავაზებული კანონების ავკარგიანობის შესახებ, მსჯელობდნენ მის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე.

მოქალაქეები დებატებს იყენებდნენ საკუთარი თავდაცვის მიზნით. საკითხის ორივე მხარის არგუმენტირებას, დიდი ინტერესით სწავლობდნენ სტუდენტებიც, რათა უფრო კარგად შეეცნოთ მისი არსი.

ზოგიერთი დებატიორი, რომლებსაც სოფისტებს უწოდებდნენ, მიზნად ისახავდნენ დებატებში გამარჯვებას, ისინი ფოკუსირებდნენ აუდიტორიის სტილსა და მათ დარწმუნებაზე.

სოფისტებს არ ეთანხმებოდა არისტოტელე, რომელიც თვლიდა, რომ კარგი არგუმენტები ხელს უწყობდა სიმართლის დადგენას, ხოლო მთავარი იყო სიმართლე, და არა დებატებში გამარჯვება.

ბერძნების  კვალდაკვალ დებატების ტრადიციებს მიჰყვნენ რომაელებიც.

შუა საუკუნეებში, ევროპაში, განათლება მოიცავდა სახალხო გამოსვლის ცოდნას, რომელიც ორატორული ხელოვნების სახელით იყო ცნობილი, ხოლო დებატებს დიდი როლი ეკავა ამ ხელოვნების გაღრმავებაში, რადგან სტუდენტები პრაქტიკას გადიოდნენ საკუთარი იდეების დაცვასა და საწინააღმდეგო შეხედულებების კრიტიკაში.

მე -XVII საუკუნეში, დებატები ძირითადად ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა.

ძველად, დებატიორთა საზოგადოებები იქმნებოდა უნივერსიტეტებში.

აშშ -ში ХIХ საუკუნის ბოლოს დებატები იმართებოდა აღმოსავლეთ სანაპიროს, დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილსა და კალიფორნიაში.

ორატორთა უმრავლესობა ამზადებდა საკუთარ გამოსვლას დებატების დაწყებამდე და იყენებდა გამზადებულ ტექსტს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.

1920 წლის დასაწყისში, ამერიკული უნივერსიტეტების დებატები ტარდებოდა ერთდროულად, რამოდენიმე უნივერსიტეტს შორის.

ამ დროს მსმენელები თანდათანობით იცვლებოდა მოსამართლეებით. თუმცა მაშინ არ არსებობდა დებატების მკაფიო კრიტერიუმები მოსამართლეებისათვის.

1960 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პირველად შედგა და საქვეყნოდ იქნა ნაჩვენები პირველი სერია ტელედებატებისა – ჯონ კენედისა და რიჩარდ ნიქსონს შორის. ამან დებატებს დიდი პოპულარობა მოუტანა და მათ შემდგომ განვითარებასა და დახვეწას შეუწყო ხელი.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. Aura.ge

იმედის გმირები

საქართველოში, არიან გმირები, რომელთა არსებობაც არ არის ცნობილი და ზოგჯერ მათ თავად არ სურთ გამოჩენა და ისინი ჩუმად თავისთვის, აკეთბენ ამას. ტელეკომპანია ,,იმედის” საშუალებით კი ხალხმა მრავალი გმირი გაიცნო, რომლებიც უანგაროდ აკეთებენ და ეხმარებიან ხალხს, რითაც შეუძლიათ. ამისთვის ,,იმედს” დიდი მადლობა უნდა გადავიხადოთ, რომ დაგვანახა და გაგვაცნო, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სჩადიან გმირობას და ეს მათ სიამოვნებას ანიჭებთ.სიტყვა ,,გმირი” ჩემში ასოცირდება, როგორც ადამიანი, რომელიც უანგაროდ აკეთბს საქმეს, სხვას, რომ მოუტანოს სიხარული.ეს ძალიან დიდი მადლია, რადგან ის ცდილობს, რითაც ჩეუძლია, იმით დაეხმაროს და გაახაროს სხვა.ძალა ერთობაშია!

უცნობი გმირი

შავარშ კარაპეტიანი.პატარა ისტორია მასზე ქვემოთ

1976 წლის 16 სექტემბერს კაშხლის პირას მიმავალი ტროლეიბუსი წყალში გადავარდა და  დახრჩობისთვის განწირული 92 მგზავრი ფსკერისაკენ წაიყოლა.

ამ დროს ტბის ირგვლივ თავის ყოველდღიურ გარბენს ასრულებდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში შავარშ კარაპეტიანი. მან შეამჩნია უბედური შემთხვევა და ამღვრეულ წყალში გადაეშვა. შემდგომ ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო. ფეხებით ჩაამსხვრია ტროლეიბუსის უკანა მინა და დაიწყო გონდაკარგული მგზავრების გამოთრევა. 20 წუთი დაჰყო ყინულიან წყალში და 20 სიცოცხლე გადაარჩინა… თუმცა სინამდვილეში მან მეტი მგზავრი ამოიყვანა, მაგრამ გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ყოველი ამოყვინთვის შემდეგ ჩანდა, თუ როგორ ემატებოდა სხეულზე მინის ნამსხვევებით დასერილი ადგილები.

კითხვაზე –”რა იყო ყველაზე მძიმე?”, კარაპეტიანმა უპასუხა: ” ვიცოდი, რომ მთელი ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ძალა მხოლოდ მგზავრთა გარკვეულ რაოდენობაზე მეყოფოდა. ხილვადობა ნულის ტოლი იყო. ხელის შეხებით ვპოულობდი ადამიანებს და დაუფიქრებლად, დრო რომ არ დამეკარგა, ზევით მოვაცურებდი. ერთ ამოყვინთვაზეც აღმოჩნდა, რომ სავარძლის დასაჯდომი ტყავის ბალიში ამომიტანია. დავყურებდი ამ ბალიშს და საშინელება იყო იმის გაფიქრება, რომ ჩემი შეცდომის საზღაური ვიღაცის სიცოცხლე იყო.”

მეორე დღეს შავარშ კარაპეტიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჰქონდა ფილტვების ანთება, 40 გრადუსი სიცხით, რომელიც შემდეგ სეფსისით გართულდა. ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ, თუმცა  46–ე დღეს ავადმყოფი გონს მოეგო. ფილტვში მრავალრიცხოვანი შეხორცებების გამო ყოველი ამოსუნთქვა ტკივილს უკავშირდებოდა. ექიმებმა სპორტის დავიწყება ურჩიეს, თუმცა მას ამის გაგონებაც არ უნდოდა.

1977 წელს შავარშ კარაპეტიანი გახდა საბჭოთა კავშირისა და ევროპის ჩემპიონი და დაამყარა ახალი რეკორდი, თუმცა ამის შემდეგ მას მაინც მოუწია სპორტის დატოვება ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

იმ შემაძრწუნებელ ოც წუთში მისი მოცურავის ნიჭი დასამარდა, რადგან ადამიანებისადმი სიყვარულის ნიჭი გაცილებით ძლიერი გამოდგა.

წყარო: 1. http://www.google.ge

2.  Verzoti.ge