ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები — კონცეფცია ადამიანების უნივერსალურ უფლებათა, ან სტატუტის შესახებ, მიუხედავად იურისდიქციისა ან სხვა გარემოებებისა, როგორიცაა ეთნიკური წარმოშობა, ეროვნება და სქესი.

ადამინის უფლებათა არსებობა, მართებულობა და შინაარსი დღემდე დებატების საგანია ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებაში. იურიდიულად ადამიანის უფლებები განისაზღვრება საერთაშორისო კანონითა და კონვენციებით, შემდეგ კი მრავალი სახელმწიფოს ადგილობრივი კანონებით. მიუხედავად ამისა, მრავალი ადამიანისთვის ჰუმანურ უფლებათა დოქტრინა კანონის ფარგლებს სცილდება და ქმნის ფუნდამენტურ მორალურ ბაზისს თანამედროვე გეოპოლიტიკური წესრიგის რეგულირებისთვის. მათთვის ეს დემოკრატიულ იდეალებს წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია — საერთაშორისო აქტი, მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. დეკლარაციაში გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები. დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირთადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.

დეკლარაციის მიღების დღე – 10 დეკემბერი – ადამიანის უფლებათა დღედაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო მასშტაბით.

ნარკომანია

რა არის ნარკოტიკი? რომელი ნივთიერება შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკად და რომელ მათგანს იყენებენ ყველაზე ხშირად? ამ და სხვა საინტერესო საკითხზე “ამბიონს” ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და ნარკოლოგი დავით ანდღულაძე (საპატრიარქოსთან არსებული წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი) ესაუბრა:

“ტერმინი “ნარკოტიკი” ბერძნული წარმოშობისაა (Narkoticos) და ნიშნავს დამაძინებელს, გამაბრუებელს; თუმცა მალე ამ ცნებაშინარკომანიგაერთიანდა ისეთი საშუალებებიც, რომელთა მთავარი მახასიათებელი სულაც არ არის ძილის გამოწვევა ისევე, როგორც მრავალი საძილე საშუალება არ არის ნარკოტიკი.

საქართველოს კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” ნარკოტიკად მიიჩნევა მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება, ან მისი შემცველი პრეპარატი, რომელიც შეტანილია გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის თანდართულ სიებში. ასეთია განმარტება კანონის ენაზე, ხოლო ჩვენ ნარკოტიკი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს ფსიქიკურ აქტივობაზე და იწვევს ფსიქიკური ან/და ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში ნარკოტიკებს შორის აღმოჩნდება ალკოჰოლი, თამბაქო და ყავა.

გარკვეულ კონტექსტში მართლაც ხშირად მოიხსენიებენ ჩამოთვლილ ნივთიერებებს “ლეგალურ ნარკოტიკებად”, რადგან მათ გამოყენებას არ კრძალავს კანონი მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია მათი მავნე ზემოქმედება, იზღუდება მათი რეკლამირება და ასევე – ხელმისაწვდომობა არასრულწლოვანთათვის.”

რომელი ნარკოტიკია ყველაზე საშიში ადამიანისთვის?

ნარკოტიკისგან მომდინარე საშიშროება შეიძლება ორი სხვადასხვა კუთხით შევაფასოთ. ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის მავნეობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, რაც განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებებსა და სიკვდილს. სტატისტიკური კვლევის მიხედვით, ამ ნივთიერებების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მრავალჯერ აღემატება ყველაზე აგრესიული, კუსტარულად დამზადებული პოპულარული ნარკოტიკების – მეტამფეტამინების (მაგ.: ვინტი) და დეზომორფინის, იგივე “ნიანგის” მიერ გარდაცვლილთა რაოდენობას.

მეორე მხრივ კი ხსენებული კუსტარული ნარკოტიკები იმდენად მძიმე და შეუქცევად ცვლილებებს იწვევს ნარკომომხმარებლებში, რომ მათი გამოყენების ინდივიდუალური შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე თამბაქოს, ან ალკოჰოლის მოხმარებისა. რადგან აღნიშნულ ნარკოტიკებს გაცილებით მცირე რაოდენობის ადამიანები მოიხმარენ ალკოჰოლთან და თამბაქოსთან შედარებით, შესაბამისად, მათ მიერ გამოწვეული ზიანის დონე უფრო დაბალია ზოგადად სოციუმისთვის.

შიდცი

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი — მდგომარეობა რომელიც ვითარდება აივ-ინფექციის (ინგლ. Acquired Immune Deficiency SyndromeAIDS) ფონზე და ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური და არაინფექციური დაავადებებით. არსებითად არის აივ-ინფექციის ბოლო სტადია.

შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

პერინატალური გადაცემა

პერინატალური გადაცემა ეწოდება აივ–ით ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული დედიდან ახალშობილის დაინფიცირებას. ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედის ორსულობის პერიოდში, მშობიარობის დროს და ძუძუთი კვებისას, რადგან დედის რძეც შეიცავს ვირუსს.  ამ დროს მასპინძელი ორგანიზმის ანუ ბავშვის ინფიცირების რისკი სხვადასხვა, როგორც ვირუსთან, ასევე დედისა და ახალშობილის ორგანიზმთან დაკავშირებული ფაქტორების მიხედვით არის 20-28%.  1994 წელს კვლევამ აჩვენა, რომ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა ზიდუვოდინითმკურნალობა. ამის შემდეგ ორსული ქალების ტესტირებისა და შემდეგ მკურნალობის შედეგად პერინატალურად ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. 

2008 წლის მონაცემებით შვეიცარიაში არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მთელ ევროპაში კი პერინატალური გადაცემის რისცხვი ნულს უახლოვდება. ანალოგიური სიტუაციაა ჩრდილოეთ ამერიკაშისუბ-საჰარის აფრიკაში 2008 წელს აივ-ით ინფიცირებული ორსულების 45%-მა გაიარა შესაბამისი მკურნალობა და იქ დაახ. 390 000 (210 000–570 000) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ეს სიტუაციის თვალსაჩინო გამოსწორებაა, თუგავითვალისწინებთ იმას, რომ 2004 წელს მკურნალობა მხოლოდ 9%-მა გაიარა.

ინფიცირებული ბავშვების დიდი უმრავლესობა პერინატალური გზით ინფიცირდება. დანარჩენები წარმოადგენენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ან დაინფიცირებული სისხლის მათ ორგანიზმში მოხვედრის შედეგად ინფიცირებულთ.

აივ იმფექციის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს . ზოგიერთი ავტორის აზრით, შიდსის გამომწვევი ვირუსი ახალი არ არის – იგი დიდი ხანია არსებობდა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ უკანასკნელ წლებში აფრიკიდან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში, ხელი შეუწყო მის გავცელებას.

ყველაზე გავცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინეტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთი სახეობაში(მწვანე მაიმუნები, მაკაკები) ხანძლივი დროის მანძილზე ფარტოდ იყო გავცელებული აივ ვირუსის წინამორბედი, რომელიც საშიში არ იყო ადამიანისათვის . შემდგომ, მუტაციის ან სხვა ფაქტორის შედეგად, მაიმუნის ვირუსი გავცელდა ადამიანებშიც . ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი(მივ), რომელიც მათში იწვევს შიდცის მსგავს დაავადებას .

აღსანიშნავია, რომ აივ – ვირუსი აღმოჩენილია 50-იან წლებში აღებული ზაირის, უგანდის, და ზოგიერთი სხვა აფრიკული ქვეყნის მცხოვრებთა სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, გაყინული ინახებოდა. 60-იან წლებში აფრიკაში აღწერილია დაავადება, რომელიც კლინიკური ნიშნებით შიდცს მოგვაგონებს.

კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შიდცის ვირუსი, როგორც ბიოლოგიული იარაღი, ხელოვნულად შეიქმნა ამერიკის სამხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში. ეს ვერსია განსაკუთრებით პოპულარული იყო ყოფილი საბჭოთა კავსირის ხემძღვანელთა შორის. იგი თავიდანვე ნაკლებ დამაჯერებელი იყო, ამჟამად კი მთლიანად უარყოფილია.

 

 

გვიყვარდეს ცხოველები

შინაური ძაღლი ( ლათ. Canis lupus familiaris ) – რუხი მგლის ქვესახეობა, ძაღლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებულიძუძუმწოვარი ცხოველიკატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.

ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.

ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს.  2001 წლის მონაცემებით, 400 მილიონზე მეტი ძაღლია მსოფლიოში.

მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.

კატა

შინაური კატა (Felis silvestris catus) — კატისებრთა ოჯახისა მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს . ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატები შეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია (უყვარს ნადირობა), ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.

კვება

კატები არიან ხორცისმჭამელი ცხოველები. მგლებისძაღლებისმელიების და სხვა ზოგიერთი მტაცებლებლისგან განსხვავებით კატები არიან ყველაფრის მჭამელები. მიჩვევის შემთხვევაში კატას შეუძლია გახდეს ვეგეტარიანელი, თუმცა ჩვეულებრივ მოითხოვენ ხორცს. მათ ბრჭყალებს შეუძლია საჭმლის დაჭრა. კატებს აქვთ მოკლე ნაწლავები (როგორც ყველა ხორცისმჭამელს). ზოგჯერ ისინი მუცელს ისუფთავებენ რწყევით, თუმცა ეს შეიძლებ იყოს დაავადების მომანიშნებელიც. კატის კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ხორბლის ყლორტი.

კატებს რომლებსაც შეუძლიათ გარეთ გასვლა ცდილობენ მოიპოვონ საკვები, როგორიცაა თაგვები და მცირე ფრინველები.

ტიტინიდან მეტყველებამდე

მეტყველების დაწყება სულ მცირე ორი ინდივიდის ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ბავშვი მეტყველებას მაშინ იწყებს, როდესაც სურს რაიმე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მიზნის მისაღწევად სხვას მიმართავს. ბავშვის ამეტყველება რთული პროცესია და მშობლებისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბავშვის ამეტყველება ორ ძირითად მოვლენას უკავშირდება, ესენია:
• ბავშვის მიერ გამოყენებული მოძრაობების გაგება
• ბავშვის მიერ სიტყვების წარმოთქმა
ხოლო ბავშვებში მეტყველების განვითარება სამ მნიშვნელოვან ეტაპად იყოფა:
1. მოსამზადებელი, ანუ ღუღუნის პერიოდი (2-4 თვე) _ ამ ასაკში ბავშვები დადებით ემოციებს ბგერებით გამოხატავენ და მათ არანაირი შინაარსობრივი დატვირტვა არ გააჩნიათ, ხოლო 5 თვის ასაკისათვის წარმოთქმული სიტყვები უფრო მრავალფეროვანი და დიფერენცირებულია. 7 თვისთვის კი პატარა ცალკეული მარცვლების წარმოთქმას იწყებს.
2. სენსორული მეტყველების ჩამოყალიბების პერიოდი _ ეს არის მეტყველების განვითარების მეორე ეტაპი, რომელიც 7-8 თვის ასაკიდან იწყება. პატარა ცალკეული სიტყვების უკეთ აღქმას იწყებს, აკავშირებს მათ კონკრეტულ საგნებთან. რეაგირებს გარკვეული კითხვების მიმართ და ცდილობს სიტყვების გამეორებას. ერთი წლის ასაკისთვის ბავშვს ესმის რამდენიმე ათეული სიტყვის მნიშვნელობა.
3. მოტორული მეტყველების პერიოდი _ დროთა განმავლობაში უფრო ფართოვდება ლაპარაკის გაგების უნარი. წლინახევრის ბავშვებს ესმით მთელი წინადადების შინაარსი, სიამოვნებით ათვალიერებენ ნახატებს, გულისყურით უსმენენ უფროსების მონათხრობს. 2 წლის ასაკში აინტერესებთ მარტივი მოთხრობები, ზღაპრები და წარმოთქვამენ 3-4 სიტყვისგან შემდგარ წინადადებებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ ენას აიდგამს ბავშვი მანამდე უნდა განუვითარდეს გაგების უნარი. თუ მშობლები სიტყვების წარმოთქმისას მიუთითებენ კონკრეტულ საგნებზე ეს ხელს შეუწყობს სწორედ გაგების უნარის ჩამოყალიბებას. ამით პატარა სიტყვების მნიშვნელობას უკეთ იგებს და ამყარებს ლოგიკურ კავშირს სიტყვასა და საგანს შორის.

ბავშვის მეტყველებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია კივილი და ტიტინი. კივილის საშუალებით ბავშვი ზემოქმედებს სხვებზე და იპყრობს მათ ყურადღებას. ტირილთან მიმართებაში მშობლები საკმაოდ ფრთხილად უნდა იყვნენ. როდესაც ბავშვს ტირილის შემდეგ ყველა სურვილს უსრულებენ, რათა იგი გააჩერონ, ამას მივყავართ გარკვეული ქცევის დასწავლამდე. შედეგად პატარები იაზრებენ, რომ ტირილით ისინი ყველა სურვილის დაკმაყოფილებას შეძლებენ და ამ იარაღს საკმაოდ ეფექტურად იყენებენ. თანდათან კი ტირილი და კივილი მათ სამეტყველო ენაში საფუძვლიანად მკვიდრდება. ადრეულ ასაკში ისინი მექანიკური ხასიათისაა და ბავშვი ყოველგვარი გააზრების გარეშე იყენებს მათ, ეს ეტაპი დაახლოებით 8 თვემდე გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტიტინს ბავშვები იშვიათად იყენებენ, რადგანაც მათი სურვილების დაკმაყოფილება ტირილით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ტიტინით. ეს უკანასკნელი სპონტანური ხასიათის მატარებელია და გაგების უნარის შეძენის შემდეგ განსხვავებულ მახასიათებლებს იძენს.


ეტაპი, როდესაც ბავშვები იწყებენ მეტყველებას არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში. მშობლების ხელშეწყობით კი ისინი სწორად მეტყველებას სწავლობენ, რაც არის საწინდარი მათი განვითარებისა და ხელშემწყობი ფაქტორი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისა.
თუ გვსურს დავეხმაროთ ბავშვს ენის ადგმაში უნდა გავითვალიწინოთ შემდეგი ფაქტორები: ელაპარაკეთ ბავშვს ყველაფერ იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ მასზე ზრუნვის პროცესში, ტანსაცმლის გახდისას უთხარით თუ რას ხდით, მიუთითეთ სხეულის ნაწილებზე, როდესაც აჭმევთ უთხარით თუ რისგან არის დამზადებული მათი საკვები. ესაუბრეთ ზუსტად და სწორად, ნუ გაამარტივებთ სიტყვებს. ბავშვებისთვის დამახასითებელია თავისებული მეტყველება, მაგალითან ისინი ძაღლს ხშირ შემთხვევაში “აუას” ეძახიან, მშობლებმა და უფროსებმა კი ამგვარი სიტყვები თავიანთ საუბარში არ უნდა გამოიყენონ და პატარებს უნდა უთხრან სიტყვის სწორი ფორმა. განვითარების ამ ეტაპზე ბავშვს სჭირდება უფროსების მრავალმნიშვნელოვანი საუბრის მოსმენა. თუ მშობლები მეტყველებენ ნელა, მონოტონურად და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე საუბარი არაბუნებრივი ხდება და შედეგი არის ის, რომ ბავშვი ყველა მოვლენასა თუ ფაქტზე თითქმის ერთნაირად რეაგირებს. ხშირად აჩვენეთ ბავშვებს სურათებიანი წიგნები და აუხსენით სურათზე მიმდინარე მოვლენა, დაუსახელეთ დახატული ობიექტი, უთხარით თუ რისთვის გამოიყენება ის და ეს ყველაპერი აუხსენით ისე თითქოსდა უხსნიდეთ 3 წლის ასაკის ბავშვს. მიუხედავად იმისა, რომ პატარას არ ესმის თუ რაზე ველაპარაკებით მას ამგვარი მანერით მოპყრობა ძალიან იზიდავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თამაშის პროცესში ავუხსნათ დეტალები პატარას, მოვუსმინოთ მას საუბრის მომენტში და ყოველთვის გავცეთ პასუხი მის მიერ დასმულ კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასთან ვერბალური კონტაქტის დამყარება, როდესაც ბავშვი იწყებს ტიკტიკს და ცდილობს უფროსებთან ურთიერთობის დამყარებას. გახსოვდეთ, რომ ბავშვს არ სწირდება თქვენი კომენტარები რაიმე საქმის კეთებისას, ან მონოლოგი. მას სჭირდება მხოლოდ თქვენთან საუბარი. თუ თქვენთვის ძნელია კომუნიკაციაში შესვლა და სასურველი თემის შერცევა სულ მცირე თავს ძალა დაატანეთ და ბავშვის მიერ დასმულ კითხვებს მაინც უპასუხეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც შვილი თვითონ ცდილობს თქვენთან საუბრის გაბმას.
ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, რომ მშობლების როლი შვილის აღზრდის პროცესში ძალიან დიდია, იგი მოითხოვს სიფრთხილესა და ყურადღებას. მშობლებო გახსოვდეთ, რომ თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და გულისყურით მოეკიდეთ შვილების აღზრდის პროცესს!

ფსიქოლოგია და პედაგოგიკა

ამ სტატიაში საუბარი იქნება იმაზე თუ რა მისია აკისრია თვითოეულ პედაგოგს და რას უნდა მიაქციონ მათ ყურადგება უზნაძის “განწყობის პსიქოლოგიის”  კითხვის დროს.

საქართველოში განათლების კუთხით არსებული დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. ის პროცესი, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების უფლება, Aამჟამად არასწორ მიდგომად განიხილება, ამის შედეგებს დღეს ყველა ვიმკით. ის, რომ ყველა ამთავრებს სკოლას, კოლეჯსა თუ უნივესიტეტს, ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს. სწორედ იქითკენ მიდის დღევანდელი განათლების რეფორმა, რომელიც არის წინ გადადგმული ნაბიჯი და იგი რადიკალურად შეცვლისდღევანდელ სურათს.

ამდენ “ვითომ” და ნასწავლს ქვეყანა ვეღარ აუდის და ამის შედეგი კი მასიური უმუშევრობა გახლავთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის შეტანა რეფორმის წარმატებით განხორციელებაში შეუძლიათ პედაგოგებს, თუმცა, აქაც ფსიქოლოგიის ცოდნის გარეშე ფონს ვერ გავალთ.

პროფესიული უნარები კი, რომელიც რეფორმის ერთ-ერთ ასპექტს შეადგენს და სუფთა წყლის ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენებას გულისხმობს აღზრდის პროცესში არის წინგადადგმული ნაბიჯი. მე, პირადად, მივესალმები ამას, ბოლოს და ბოლოს დავინახეთ, რომ ფსიქიკის სიღრმეებში წვდომის გარეშე შორს ვერ წავალთ.

ამ გზით კი ფსიქოლოგია უფრო და უფრო უახლოვდება მეცნიერების მრავალ დარგს, უპირველეს ყოვლისა კი_პედაგოგიკას. პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში არსებული ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში მივიწყებული იყო, დღეს ისევ განიცდის აღმასვლას. Mმეცნიერების ამ დარგს აინტერესებს ადამიანის ქცევა სწავლის პროცესში. მასწავლებელი მუდმივად რაღაცას ცვლის მოსწავლეში, ახდენს მისი პიროვნების კორექციას. სწავლის უნარ-ჩვევები მემკვიდრეობით არ გადაეცემა ბავშვს, ამიტომაც ექცევა ფსიქოლოგიურ ცოდნა-გამოცდილებას დიდი ყურადღება. თუ რატომ გაჩნდა ასეთი ინტერესი განათლების მიმართ_ ამ კითხვაზე საკმაოდ მარტივი პასუხი არსებობს_ყველაზე ძვირფასი რესურსი, რომელიც გააჩნია ქვეყანას, არის ადამიანური რესურსი, ამიტომაც მისი ოპტიმალური განვითარება და გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.

მრავალი თეორია მიეძღვნა ბავშვთა განვითარების შესწავლას განათლების პროცესში. ერთ-ერთი არის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. შემდეგი მოსაზრება ნამდვილად ჭეშმარიტია _ უზნაძე, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში არ დაბადებულიყო, მის გენიალობას დღეს მსოფლიო უდავოდ აღიარებდა. იგი, მართლაც რომ ღირსეულ აგილს იჭერს ისეთი ცნობილი ფსიქოლოგების გვერდით, როგორებიც არიან: პიაჟე, ერიქსონი, ფროიდი და ა.შ. უზნაძის განწყობის ფსიქოლოგიის როლი პედაგოგიკაში ძალიან დიდია. მისი კონცეფცია 1910-1916 წლებში ჩამოყალიბდა. Mმისი აზრით პიროვნება არის აქტიური არსება, რომელიც ექვემდებარება აღზრდას _ ეს იდეა დაედო საფუძვლად განწყობის თეორიას.

ის პრაქტიკული პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც ეწეოდა დიმიტრი უზნაძე, დიდი მნიშვნელობის მატარებელია მისი თეორიისთვის. სწორედ ამ გზით მივიდა იგი იმ დასკვნამდე, რომ პედაგოგიკის ძირითადი დანიშნულება აღზრდაში მდგომარეობს, აღზრდა კი თავის თავში გულისხმობს სრულყოფილებისაკენ სწრაფვას. ამ გზაზე ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას და მიაღწიოს კეთილდღეობის მაქსიმუმს. წარსული შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ სახელმძღვანელოდ, რომლის მეშვეობითაც ინდივიდა აგებს საკუთარ აწმყოსა და მომავალს. პედაგოგიკის დანიშნულების რეალიზაცია კი მოითხოვს აღზრდის ობიექტს, რომელსაც ბავშვი წარმოადგენს. ხშირად ბავშვის ფენომენი არასწორად არის გაგებული, ბავშვი არ უნდა ჩაითვალოს პატარა მოზარდად, ამიტომაც აღზრდისას არ უნდა მოხდეს მოვლენების დაჩქარება და ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ მოზარდებისთვის დამახასიათებელი ქცევები.

ერთი სიტყვით, ბავშვს არ უნდა წავართვათ ბავშვობა. ცხოვრების ამ ეტაპის არასრულფასოვანი და არაადეკვატური გავლა განაპირობებს იმას, რომ მოზარდობისას ინდივდისთვის დამახასიათებელი იქნება ბავშვური ქცევები, ანუ ის დანაკლისი რაც მან საწყის ეტაპზე განიცადა უარყოფითად იჩენს თავს ცხოვრების შემდგომ წლებში. ასევე არასწორად არის გაგებული თამაშის ფენომენი. დღესდღეობით თამეშებით სწავლება საკმაოდ აქტუალურია. ბაგა-ბაღიდან ბავშვი პირდაპირ სასკოლო მერხთან ხვდება, ბაღში კი მას თამაშის მეტი არაფერი უკეთებია, სკოლამდელი აღზრდის დანერგვა კი გულისხმობს ბავშვის მომზადებას სასწავლო პროცესისათვის. სკოლაში კი ბავშვის დიდად შეზღუდვა, თამაშის უფლების ჩამორთმევა, მსი მაქსიმალური გაკონტროლება იწვევს ბავშვის სურვილების ფრუსტრაციას. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაში ეს არის ბავშვის იდეებისა და ფანტაზიების რეალიზაციის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი _ სწორედ ამიტომ ექცევა მას დიდი ყურადღება აღზრდის პროცესში.

ნებისმიერი ბავშვი არის უნიკალური თავისი არსით და მის ინდივიდუალობას კი პედაგოგი უნდა ჩასწვდეს, ამის გარეშე იგი აღზრდის პროცესში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. უზნაძე ასევე საუბრობს იმ წინაარმდეგობაზე, რომელიც თან ახლავს აღმზრდელობით პროცესს, მან ამ ეტაპს “აღზრდის ძირითადი ტრაგედია” უწოდა. ბზარი აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებებში ჩნდება. ეს პრობლემა აღმოცენდება სწორედ მაშინ, როდესაც პედაგოგი არ აქცევს ყურადღებას მოსწავლის ინდივიდუალობას, მის სურვილებს და მხოლოდ საკუთარი მოტივებით ხელმძღვანელობს. ეს საკითხი მწვავე პრობლემად დგას დღევნდელ სკოლებში. “ის რაც, აღმზრდელის აზრით კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად ითვლება” _ ამბობს უზნაძე. ამ მდგომარეობის შერბილების ერთ-ერთი გზა არის მოსწავლის განვითარების ეტაპების შესწავლა, თითოეული სტადიისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების ცოდნა.

მხოლოდ ბავსვის ფსიქოლოგიის ათვისება გახდის შესაზლებელს ეს ბზარი შევავსოთ. უზნაძე ეწინააღმდეგებოდა აღზრდის ცალმხრივობას. მისი აზრით პროცესი, რომელიც გულისხმობს სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა ემყარებოდეს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების დანიშნულების განხორციელებას. სკოლა კი არის გამაშუალებელი რგოლი, რომლის დახმარებითაც ხდება ცხოვრების ლაიტმოტივის რეალიზაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზრდა. უზნაძე შემთხვევითად არ მიიჩნევს პედაგოგიკას ხელოვნების ნიმუშად, სადაც მასწავლებელს გარდა აღმზრდელობითი ნიჭისა, სჭირდება პედაგოგიური უნარ_ჩვევები. უზნაძე განასხვავებს ერთმანეთისგან პრაქტიკულ და თეორიულ პედაგოგიკას, ეს უკანასკნელი საშუალებას აძლევს მასწავლებელს აკეთოს თავისი საქმე საზოგადოებისა და ბავშვის პიროვნების განვითარების საკეთილდღეოდ. უზნაძის აზრით, აუცილებელია სკოლაში შეიქმნას ისეთი პირობები, რომლებიც “მოითხოვენ ბავშვის არა მხოლოდ ინტელექტუალური ძალების, არამედ მთელი მისი ბუნების მოქმედებაში მოყვანას”.

უმნიშვნელოვანესი აღზრდის პროცესში არის დისციპლინა, სწორედ მისი საშუალებით ვითარდება ნებისყოფა, თუმცა გადამეტება არც აქ ვარგა. ძლიერი ნებისყოფა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ნებისყოფის შენარჩუნება დამოკიდებულია გავარჯიშებაზე და სკოლა კი ამის საუკეთესო ადგილი გახლავთ. უზნაძე ასევე საუბრობს სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების მეთოდის განდევნაზე. ეს მეთოდი სუბიექტური ხასიათის მატარებელია, რომელიც არის ერთგვარი უნდობლობის წყარო მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ნდობისა და სიყვარულის ატმოსფერო კი არის უმნიშვნელოვანესი, რათა ბავშვი იყოს გახსნილი სწავლების პროცესის მიმართ. განწყობის ფსიქოლოგია ადამიანს მთლიანობაში განიხილავს და არ ყოფს მას ცალკეული პროცესების ჯამად. უზნაძის მიხედვით განწყობა წარმოადგენს ადამიანის მთლიან პიროვნულ მზაობას გარკვეული ქცევისადმი.

“სანამ ცოცხალი არსება რაიმე ქცევას მიმართავდეს, მას უკვე მანმადე აქვს ეს ქცევა განწყობის სახით მოცემული”. განწყობა აიხნება, როგორც ინდივიდის მიზანშეწონილი ქცევა. ადამიანის ქცევას კი განსაზღვრავს მოთხოვნილება, რომელიც წარმოადგენს რაიმეს დეფიციტს. გარდა სუბიექტური ფაქტორისა აუცილებელია იმ ობიექტური ფაქტორის არსებობა, რომელსაც გარემო ეწოდება. გარემო არის აუცილებელი ფაქტორი ქცევის განხორციელებისთვის. თუმცა ადამიანიას ქცევისადმი მზაობა იცვლება იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც იგი იმყოფება.

ანუ სიტუაცია ადამიანის ქცევას მანამ განსაზღვრავს, სამან ეს ქცევა რერალისდება. სიტუაციისადმი დამოკიდებულება კი ორგვარი არსებობს _ დადებითი და უარყოფითი. ამ დამიკიდებულების ხასიათი კი განაპირობებს ადეკვატურ ქცევას, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ბავშვს სწავლების პროცესისადმი დადებითი განწყობა შევუქმნათ, მოვახერხოთ მისი მთლიანი პიროვნების ჩაბმა სასწავლო პროცესში და მასალა აუცილებლად უნდა მოვარგოთ ბავშვის შესაძლებლობებს.

მოსწავლის ქცევის განხორციელება აუცილებელია მოხდეს ისეთ გარემოში, სადაც სრულფასოვნად დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნილებები. ამ ყველაფრის ცოდნა არის უმნიშვნელოვანესი თითოეული პედაგოგისათვის. სწორად დაგეგმილი აღზრდის პროცესის შედეგად ბავშვი ყალიბდება სრულფასოვან პიროვნებად, რომელმაც იცის თუ რა სურს ცხოვრებაში, რა ირის კარგი და რა არის ცუდი, იგი რეალუარდ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. რასაც მივყავართ იქითკენ, რომ ადამიანი სწორად გეგმავს საკუთარ მომავალს და წარმატებაც გარანტირებული აქვს.

ესეთი ინდივიდები კი ქვეყნის განვითარების საწინდარს წარმოადგენენ და მათ ჩამოყალიბებაში თითოეულ ჩვენთაგანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.