შოთა რუსთაველი


დღეს ყველასათვის ცნობილ და უნიჩიერეს ადამიანის ბიოგრაფიას  წარმოგიდგენთ, XII – XIII სს. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი პოეტი. ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთადერთი პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რომელშიც გამოხატულია ქართველი ერის უმშვენიერესი მისწრაფებანი, უმაღლესი იდეალები. ამიტომ მინდა რომ უკეთესად გაგაცნოთ შოთა რუსთაველზე ყველაფერი.

შ. რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ შემონახულა, მაგრამ მრავალი ხალხური და ლიტერატურული გადმოცემის თუ სამეცნიერო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევარები ასკვნიან, რომ “ვეფხისტყაოსანის” ავტორი, სახელად შოთა, თამარ მეფის თანამედროვე, დიდგვაროვანი პირი, იყო ჰერეთის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი (აქედან ზედწოდება – რუსთაველი), საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი, რომელმაც ხანდაზმულობაში შეაკეთებინა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს.

ვარაუდობენ, რომ “ვეფხისტყაოსანი” 1189–1207 წლებშია დაწერილი. მასში ასახულია XI–XII საუკუნეების საქართველოს სინამდვილე. რუსთაველის რელიგია ქრისტიანობაა. იგი XII საუკუნის ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს მკვიდრია, აღიარებს ღმერთის არსებობას და სულის უკვდავებას, იცის და ეყრდნობა ბიბლიას.

დღეისათვის “ვეფხისტყაოსანი” მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე არის თარგმნილი.

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XVXVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I(იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVIIXVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 17571758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინაიერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთანდაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 11601165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლისდავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

წყარო: 1. http://www.google.ge

2. http://www.codna.ge
3. http://www.youtube.com

7 thoughts on “შოთა რუსთაველი

  1. გენიალური კაცი, ძალიან მიყვარს და ვაფასებ ამ ადამიანს… 🙂 მე ვამაყობ, რომ მისი გორისა ვარ 🙂 ყოჩახ, რომ ეს გენიალური პოეტი არ დაიიწტ=ყე და გაგვახსენე… მიხარია 🙂

    • არ შემიძლია რომ არ შეგეკამათო , ამ ადამინმა შეძლო შეუძლებელი ჩვენი ერისთვი და ლიტერეტურისთვის, ჩვენ კი მას განვიკითხავთ უბრალოდ გვმართებს ცოტა დაკვირვება და გააზრება ამ ყველაფრის .. ბევრს შურს და იმასაც იდძახიან რო ვეფხისტყაოსანი მათ ეკუთვნით მაგრამ ეს მხოლოდ მათი სურვილი და მეტი არაფერი , ამით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ თუ არ დავიცავით რაც ნაღდად გვეკუთვნის მაშინ სხვა რას უზავს მას ?! .. ძალიან კარგ თემებზე გაქვს გამახვილებული ყურადგება , რითაც პირადად მე მიზიდავ .

  2. Getanxmebi Miranda , martali xar chven chveni eris da ertmenetis gatana unda shegvedzlos . . da zustad es poemebi da literaturuli nawarmoebebi shegvadzlevinnebs amas . es yvelaze didi simdidreaa chveni , dapaseba arvin icis amis samwuxarodd .

Leave a comment